თბილისში ელექტროფიზიოლოგებისა და კარდიოლოგებისთვის მასტერ-კლასები გაიმართება
13-14 ოქტომბერს, ევროპისა და საქართველოს გულის რიტმის ასოციაციებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიო ლიდერი ორგანიზაცია მედტრონიკის (Medtronic) ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართება საერთაშორისო საგანმანათლებლო კარდიოლოგიური სიმპოზიუმი თემაზე “თანამედროვე და სამომავლო ტექნოლოგიები რთული ტაქიარითმიების მართვაში” და მასტერ-კლასები ელექტროფიზიოლოგებისა და კარდიოლოგებისთვის.
საერთაშორისო საგანმანათლებლო სიმპოზიუმის მნიშვნელობაზე გვესაუბრება „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ არითმოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი პაპიაშვილი.
რა იქნება საერთაშორისო საგანმანათლებლო სიმპოზიუმის მთავარი მიზანი, რომელიც ტარდება თბილისში 13-14 ოქტომბერს?
დაგეგმილი საერთაშორისო საგანმანათლებლო სიმპოზიუმის მთავარი მიზანია, ქართულ სამედიცინო საზოგადოებას გააცნოს მკურნალობის თანამედროვე მეთოდები ისეთი რთული არითმიებისთვის, როგორიცაა წინაგულთა ფიბრილაცია (ე.წ. „მოციმციმე არითმია“) და პარკუჭოვანი ტაქიკარდიები. მკურნალობის აღნიშნული მეთოდების უფრო ფართოდ დანერგვა და პაციენტთათვის მათი ხელმისაწვდომობის გაზრდა შეამცირებს ავადობას და ისეთ მნიშვნელოვან გართულებებს, როგორებიცაა ინსულტი ან უეცარი კარდიული სიკვდილი.
გიორგი პაპიაშვილი
ჯო ენის სამედიცინო ცენტრის არითმოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი
როგორია მსოფლიო გამოცდილება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაში რთული ტაქიარითმიის მკურნალობისთვის? რა მდგომარეობაა საქართველოში ამ მიმართულებით?
თანამედროვე ტექნოლოგიები რთული ტაქიარითმიების მკურნალობაში მთელს მსოფლიოში ფართოდ გამოიყენება. რთული ტაქიარითმიების მკურნალობაში მედიკამენტური მკურნალობის როლი მათი არასაკმარისი ეფექტურობის გამო სულ უფრო მცირდება და პრაქტიკულად დამხმარე თერაპიად არის ქცეული. მეორეს მხრივ, მკურნალობის ინტერვენციული მეთოდები, როგორებიცაა კათეტერული აბლაცია ან გულის რიტმის დარღვევების სამკურნალო სპეციალური აპარატების (კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი, გულის რესინქრონიზატორი) იმპლანტაცია დღეისათვის რუტინულ მკურნალობადაა ქცეული. მრავალი კვლევით და ხანგრძლივი გამოცდილებით ცალსახადაა დადასტურებული, რომ მკურნალობის ზემოთაღნიშნული მეთოდები მნიშვნელოვნად ამცირებენ ავადობას და სიკვდილობას. კათეტერულ აბლაციას რიგი არითმიების შემთხვევაში არითმიისგან სრული განკურნება შეუძლია, ხოლო უფრო რთული არითმიების შემთხვევაში ცხოვრების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი პირდაპირი მნიშვნელობით უეცარი სიკვდილისგან იცავს ადამიანს და სამწუხაროდ, საქართველოში ბოლო პერიოდში არაერთი შემთხვევა იყო უეცარი სიკვდილის, მაგ. სპორტსმენების და სხვა სრულიად ახალგაზრდა ადამიანების. გულის რესიქრონიზაციური თერაპია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს გულის უკმარისობის მქონე პაციენტთა მდგომარეობას და ამცირებს სიკვდილიანობას. საქართველოში მკურნალობის ყველა ეს მეთოდი დანერგილია და წარმატებით ხორციელდება ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ, მაგრამ სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საყოველთაო ჯანდაცვა მკურნალობის ამ მეთოდებს არ აფინანსებს, ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულისთვის ეს მკურნალობა, რომელიც ხშირად პირდაპირი მნიშვნელობით გადამრჩენი თერაპიაა, ხელმიუწვდომელია.
ორიოდე სიტყვით გვითხარით ზოგადად, რას ნიშნავს წინაგულთა ფიბრილაცია? კონკრეტულად რა ტიპის არითმიები არსებობს და რომელია ყველაზე ხშირი ქართველი პაციენტებს შორის?
წინაგულთა ფიბრილაცია, იგივე „მოციმციმე არითმია“ არითმიის ყველაზე გავრცელებული ფორმაა მთელ მსოფლიოში. ამ არითმიის დროს გულის ზედა კამერები ანუ წინაგულები კოორდინირებულად არ იკუმშება. წინაგულთა ფიბრილაცია ახასიათებს სწრაფი და არარეგულარული გულისცემა, რაც ხშირად მკვეთრად აუარსებს პაციენტების ცხოვრების ხარისხს, ზრდის გულის უკმარისობის რისკს და რაც ყველაზე მეტად საშიშია, წინაგულთა ფიბრილაცია ხუთჯერ ზრდის ინსულტის განვითარების ალბათობას. - რა იწვევს ამ არითმიას, რა არის მისი სიმპტომები, როგორია კლასიფიკაცია, კლინიკური სადიაგნოზო პროცედურები და რა გზებით ხდება მისი მკურნალობა? - წინაგულთა ფიბრილაციის განვითარებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მაგ. მაღალი არტერიული წნევა, შაქრიანი დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ხანდაზმული ასაკი, ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია და სხვ. თუმცა ეს არითმია ამ ფაქტორების გარეშეც შეიძლება აღმოცენდეს. დიაგნოსტიკა ადვილად ხდება ელექტროკარდიოგრაფიით. წინაგულთა ფიბრილაცია შეიძლება მიმდინარეობდეს ე.წ. პაროქსიზმული ფორმით, როდესაც პერიოდულად ეწყება პაციენტს და რამდენიმე საათში ან დღეში წყდება. პერსისტული ფორმის დროს არითმიის ეპიზოდები უფრო ხანგრძლივია და ჩარევის გარეშე არ წყდება და პერმანენტული ფორმის დროს არითმია წლობით, მუდმივად ნარჩუნდება. კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს გულისხემის სიხშირის გაიშვიათებას, ზოგჯერ არითმიის შეწყვეტას მედიკამენტებით ან ელექტრული კარდიოვერსიით და სისხლის შედედების დამაქვეითებელი პრეპარატების დანიშვნას, რათა არ მოხდეს გულში თრომბების წარმოქმნა და შევამციროთ ინსულტის რისკი. დღეს მთელ მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული წინაგულთა ფიბრილაციის კათეტერული აბლაცია, რომელიც, განსაკუთრებით პაროქსიზმული ფორმის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ამცირებს სიმპტომური ეპიზოდების სიხშირეს, აგრეთვე სიმპტომების სიმძაფრეს და აუმჯობესებს პაციენტების ცხოვრების ხარისხს.
რა გამოწვევებია პარკუჭოვანი არითმიის მკურნალობის მხრივ, და რა შეგიძლიათ გვითხრათ საქართველოზე ამასთან დაკავშირებით?
პარკუჭოვანი არითმიები ხშირად ვითარდება გადატანილი ინფარქტის შემდეგ, აგრეთვე გულის კუნთის სხვადასხვა დაავადებების დროს და პირდაპირ უკავშირდება უეცარი სიკვდილის რისკს, ამიტომ აუცილებელია ასეთ პაციენტებში მოხდეს უეცარი სიკვდილის რისკის შეფასება და მაღალი რისკის შემთხვევაში კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია, რომელიც ავტომატურად ახორციელებს ელექტრულ შოკს პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ან გულის გაჩერების შემთხვევაში და იცავს ადამიანს უეცარი სიკვდილისგან. მეორეს მხრივ, როდესაც ადამიანს აღნიშნული არითმია ხშირად ემართება, აუცილებელია კათეტერული აბლაციის ჩატარებაც. სამწუხაროა, რომ არც კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია და არც კათეტერული აბლაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიერ არ იფარება და ხშირად პაციენტები რჩებიან დაუცველი უეცარი სიკვდილის რისკის ქვეშ.
რამდენად არის ქართული საზოგადოება ინფორმირებული ზემოთაღნიშნული თერაპიის მეთოდებზე?
საქართველოს გულის რიტმის ასოციაცია უკვე რამდენიმე წელია, სისტემატურად აწყობს საგანმანათლებლო სემინარებს ქართველი ექიმებისთვის როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში და ამ მიმართულებით ექიმთა ინფორმირებულობა ნამდვილად გაზრდილია, თუმცა ჯერ კიდევ, ბევრია სამუშაო. ჩატარებული სამკურნალო პროცედურების რაოდენობაც მუდმივად მატულობს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრად ჩამოვუვარდებით ევროპულ მაჩვენებლებს და ბევრია გასაკეთებელი როგორც ექიმების, ისე სახელმწიფოს მიერ, რომ აღნიშნული თერაპიის მეთოდები ხელმისაწვდომი გახდეს ყველა მოქალაქისთვის.
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი გალელი ქართველებისთვის გვარისა და ეროვნების შეცვლის შესაძლებლობას განიხილავს
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
კომენტარები