დე-ფაქტო აფხაზეთი: NATO-ში საქართველოს ინტეგრაციის გააქტიურება შეშფოთებას იწვევს
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო სამინისტრო NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. მათი თქმით, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გააქტიურებისკენ მოწოდება მათ შეშფოთებას იწვევს:
"აფხაზეთის რესპუბლიკაში კარგად ახსოვთ 2008 წლის სამიტის ოთხი თვის თავზე როგორ წამოიწყო საქართველომ სისხლიანი ომი სამხრეთ ოსეთთან. რომ არა NATO-ში შესვლის საქართველოს მანიაკალური სურვილი და პარტნიორების მხრიდან ამის წახალისება, შეიძლება, სამხრეთ ოსეთში დატრიალებული ტრაგედია თავიდან აგვეცილებინა".
მათივე თქმით, NATO ვერ აცნობიერებს, რომ სამხედრო ბლოკში გაწევრიანების წახალისებით, ქართულ საზოგადოებასა და ხელისუფლებაში აგრესიისა და მოუთმენლობის ზრდას უწყობს ხელს.
დე-ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ "აფხაზეთის რესპუბლიკის" აღიარების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე გვარდება, მათ შორის, სამხედრო სფეროში:
"სამხედრო სფეროში მიღწეული შეთანხმებები მიმართულია იმისკენ, რათა აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობა და უსაფრთხოება უზრუნველყოს და ეს არაფრით მოქმედებს საქართველოზე".
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე საუბრისას საქართველო და მისი "მეგობრები დასავლეთიდან პროპაგანდისტული ისტერიის მანკიერ გზას" მიყვებიან. მათივე თქმით, ასეთ ქმედებებს პროდუქტიული შედეგი არ ექნება:
"აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეას, რათა მსგავსი დოკუმენტების მიღებისას ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს".
NATO-ს ყოველწლიური საპარლამენტო ასამბლეა 6-9 ოქტომბერს ბუქარესტში ჩატარდა. ასამბლეაზე შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცების რეზოლუცია მიიღეს. ასამბლეის წევრებმა ევროატლანტიკურ ინტგერაციაში საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები