ასტრონომებმა რგოლების სისტემა ჯუჯა პლანეტის გარშემო პირველად აღმოაჩინეს
ნეპტუნის ორბიტის მიღმა ასობით (და ათასობითაც კი) შეუსწავლელი ჯუჯა პლანეტა ბინადრობს, რომელთა შესახებ თითქმის არაფერი ვიცით - მაგრამ როდესაც მათ იშვიათად დავინახავთ, შესასწავლი ძალიან ბევრია.
დღეს, 11 ოქტომბერს, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ ჯუჯა პლანეტა ჰაუმეას ირგვლივ რგოლები აღმოაჩინეს. ეს ჯუჯა პლანეტა ძალიან შორსაა დედამიწისგან და მზის გარშემო შემოვლას 284 წელიწადს ანდომებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უმცროსი პლანეტების კატეგორიაში ასეთი ტიპის რგოლები დავაფიქსირეთ.
ცხადია, მზის სისტემაში მყოფი დიდი პლანეტების გარშემო რგოლები საკმაოდ გავრცელებული ფენომენია. რგოლების სილამაზით აშკარად სატურნია პირველ ადგილას, თუმცა, რგოლთა სისტემა სხვა გიგანტ პლანეტებზეც გვხდება: იუპიტერზე, ურანსა და ნეპტუნზე.
მეცნიერებს აქამდეც დაუფიქსირებიათ ორი რგოლი ობიექტის გარშემო, რომელსაც ჩარიკლო ეწოდება - უმცროსი პლანეტების პოპულაციის, სახელად კენტავრების, ერთ-ერთი ბინადარი, რომელიც მზის გარშემო იუპიტერსა და ნეპტუნს შორის მოძრაობს უვლის.
მაგრამ ჰაუმეას რგოლები პირველია ისტორიაში, როდესაც ასტრონომებმა უმცროსი პლანეტის გარშემო დააფიქსირეს, რომელიც არ არის კენტავრი.
აღმოჩენა ასტრონომ ხოსე ლუის ორტისის ხელმძღვანელობით მოხდა, რომელიც ანდალუზიის ასტროფიზიკური უნივერსიტეტის მკვლევარია ესპანეთში.
ჰაუმეას მკვლევრები 10 სხვადასხვა ლაბორატორიიდან, 12 სხვადასხვა ტელესკოპით აკვირდებოდნენ, როდესაც მან ვარსკვლავ URAT1 533–182543-ის გარშემო ჩაიარა - ამ მოვლენას ოკულტაციას (დაბნელება) უწოდებენ.
ვარსკვლავის წინ ჰაუმეამ ამ წლის იანვარში ჩაიარა. 12 განსხვავებული კუთხიდან დაკვირვებამ გუნდს საშუალება მისცა, ჯუჯა პლანეტა აქამდე არნახული პერსპექტივით დაენახა და პირველად მოგვეკრა თვალი მის რგოლურ სისტემას.
მკვლევართა გუნდის თქმით, ჰაუმეას რგოლური სისტემის სიგანე 70 კილომეტრია, ხოლო მისი რადიუსი 2287 კილომეტრს შეადგენს. რგოლის ნაწილაკის ერთ სრულ შემოვლას ჰაუმეას გარშემო სჭირდება იმდენი დრო, რამდენიც ჰაუმეას საკუთარი ღერძის გარშემო სამჯერ შემობრუნებას.
ოკულტაციის საშუალებით გუნდს ჰაუმეას ზომისა და ფორმის საუკეთესო ანალიზის საშუალება მიეცა. მკვლევრები მას აღწერენ, როგორც „ძალიან ეგზოტიკური“.
მათი თქმით, ჯუჯა პლანეტას უჩვეულოდ წაგრძელებული ელიფსოიდის ფორმა აქვს. მასზე ატმოსფერო არ შეინიშნება.
ჩარიკლოს რგოლების გარდა, არსებობს მტკიცებულება, რომ მსგავსი ფენომენი სხვა კენტავრზე, სახელად ქირონზეც არსებობს, თუმცა, ის ჩარიკლოს რგოლებზე ნაკლებად მკვეთრია.
ამ მაგალითების გარდა, ჰაუმეას რგოლები პირველია, როდესაც ასეთი რაღაც აღმოვაჩინეთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საკმაოდ უცნობ ტერიტორიაზე ვიმყოფებით, თუმცა, მეცნიერები მიგვანიშნებენ, რომ შესაძლოა ამ შორეული, საიდუმლოებით მოცული ობიექტების კიდევ მრავალი მახასიათებელი დავინახოთ.
კვლევები ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები