პროკურატურამ პოლიციელის მიერ ირაკლი ხოფერიას მიმართ შესაძლო ჩადენილ ძალადობაზე გამოძიება შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურამ გაავრცელა.

"საქმეზე ჩატარებული სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ირაკლი ხოფერიას მიმართ პოლიციელთა მხრიდან რაიმე უკანონო ქმედება არ განხორციელებულა, რის გამოც მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში 10 ივლისს აცხადებდნენ, რომ ირაკლი ხოფერიას საქმეზე მთავარი მოწმემ ჩვენება შეცვალა. ამ მიზეზით, ორგანიზაცია გამოძიების დაწყებას ითხოვდა. გარდა ამისა, მაშინ ცნობილი გახდა, რომ ხოფერია პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებდა, საიას ინფორმაციით კი, მოწმე მანამდე ხოფერიას მიერ მიცემულ ჩვენებას ადასტურებდა.

მიმდინარე წლის მაისში თბილისის საქალაქო სამამამთილომ ირაკლი ხოფერია დაზარალებულად მიიჩნია და პროკურატურას დაავალდებულა ის დაზარალებულად ეცნო.