როგორ მოვემზადოთ ზამთრის ტურისტული სეზონისთვის ისე, რომ ბევრი ტურისტი მოვიზიდოთ
ზამთარი ახლოვდება და საქართველოს მაღალმთიან რეგიონებს თოვლიც მალე ესტუმრებათ, რაც ტურისტული სეზონის მოახლოების მომასწავებელია. საქართველოს ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი ნიშა კი სწორედ სამთო კურორტებია, რომელსაც ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს. ზამთრის არდადეგებზე თხილამურებით სრიალი ადამიანების ერთ-ერთი საუკეთესო დასვენების საშუალებაა და ამ მხრივ, საქართველოს ძალიან გაუმართლა. ზოგადად, საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ზამთრის პერიოდში, ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს. ძირითადად, სტუმრები იმ ქვეყნებიდან ჩამოდიან, სადაც სამთო ტურიზმი გეოგრაფიული პირობების გამო, განვითარებული არ არის. ეს ქვეყნებია: ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, რუმინეთი, მოლდოვა და სხვ.
მაგალითად, 2017 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლის, მხოლოდ ლიტვიდან საქართველოს 2 288 ტურისტი ეწვია, რაც წინა წლებთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. ყოველწლიური პროგრესი ტურიზმის ბიზნესით დაკავებული ადამიანებისთვის ცალსახად პოზიტიური მოვლენაა, რადგან პოტენციურად იზრდება შანსი, რომ მათი სერვისი უკეთესად გაიყიდოს.
თუ ამ ბიზნესში ჩართული ხართ და მოახლოებულ ზამთრის სეზონზეც აპირებთ ბიზნეს საქმიანობას, უნდა გესმოდეთ, რომ ტურისტების რაოდენობის ზრდა გაზრდილ შემოსავალთან ერთად, დამატებით პრობლემებსაც გულისხმობს. საქმე ისაა, რომ რაც უფრო მეტად იზრდება მომხმარებელი, მით უფრო რთული ხდება მათთან გამკლავება. იმისთვის, რომ ხარისხი არ დააგდოთ და თან კლიენტებიც კმაყოფილნი დარჩნენ, საჭიროა დამატებითი ინვესტიციების განხორციელება და თქვენი საქმიანობის მასშტაბების გაზრდა.
ნუ იმუშავებთ ძველი მეთოდებით
არ შეუშინდეთ სიახლეების დანერგვას. ერთ-ერთი მთავარი შეცდომა, რასაც ბიზნესმენები ხშირად უშვებენ ხოლმე, სწორედ ისაა, რომ უკვე გამოცდილ მეთოდებს ბოლომდე ენდობიან და არაფერს ცვლიან. ერთი შეხედვით, ეს რაციონალურად ჩანს, მაგრამ სინამდვილეში სხვაგვარადაა. ყოველწლიურად იცვლება მოთხოვნილებები, რომელსაც აუცილებლად უნდა აუწყოთ ფეხი, თუ გსურთ, რომ წარმატებულები იყოთ.
აუცილებლად შეისწავლეთ მიმდინარე ტენდენციები და იმ სფეროს მიხედვით, რომელშიც მოღვაწეობთ, დანერგეთ ინოვაციური მარკეტინგული კამპანიები.
მაგალითად, შვარცვალდის მთებში ერთ-ერთი ინდმეწარმე, რომელიც თხილამურების გაქირავებით იყო დაკავებული, საკუთარი ბიზნესის წარმატებაზე დიდხანს ფიქრობდა და გადაწყვიტა, რომ რამე ახალი უნდა მოეფიქრებინა. მისი აზრით, კარგი იქნებოდა, თუ მისი თხილამურები რაიმე ასოციაციას გამოიწვევდა კლიენტებში და სწორედ ამიტომ, ადგილობრივ კომპანიას სთხოვა სპეციალური ფერადი სამაჯურებისა და კნოპების დამზადება, რომელსაც კლიენტებს თხილამურების დაქირავებისას ჩუქნიდა. გაწეული ხარჯის სანაცვლოდ, გერმანელმა ბიზნესმენმა დამსვენებლების დიდი ყურადღება მიიქცია და მისი საქმეც კარგად წავიდა.
როგორც ხედავთ, მნიშვნელოვანია, რომ საქმეს კრეატიულად მიუდგეთ. თქვენი პროდუქტის მიმართ ვიზუალური ასოციაციის შექმნა წარმატებული მარკეტინგული კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, თუმცა სხვა მეთოდების გამოყენებაც შეგიძლიათ.
თუ თქვენ ფლობთ სასტუმროს, GuestHouse-ს ან უბრალოდ ბინას, რომელსაც აქირავებთ, კარგი იქნება თუ ნომრებს გასართობი საშუალებებით უზრუნველყოფთ. ზამთარში შესაძლოა ამინდი ისე გაფუჭდეს, რომ თხილამურებით სრიალი არ იყოს მიზანშეწონილი, ამ დროს კი დამსვენებლებს გართობა სჭირდებათ. თქვენ შეგიძლიათ ეს კომფორტი ძალიან მარტივად და იაფად შეუქმნათ.
რაც უფრო მეტად იზრდება საქართველოს ტურისტული პოტენციალი, მით მეტად მოგიწევთ კრეატიული იდეების მოფიქრება, რათა არ ჩამორჩეთ დროს და თქვენი კლიენტები მუდამ კმაყოფილები იყვნენ.
მსგავსი სტატიები:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები