5 რჩევა მათთვის, ვისაც წარმატებული Guest House-ის მოწყობა სურს
ფოტო: Billion Photos / Shutterstock
ტურიზმისა და ტექნოლოგიების განვითარებამ, თანამედროვე ადამიანს შემოსავლის მიღების უამრავი ახალი საშუალება მისცა. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცირე ბიზნესი Guest House-ის მოწყობაა, რომელსაც სტაბილური შემოსავლის მოტანა შეუძლია. საქართველოში ამ ტიპის ბიზნესი განვითარების საფეხურზეა და უამრავი ადამიანი ცდილობს ბაზარზე თავის დამკვიდრებას.
Guest House - ეს არის პატარა სახლისა თუ ბინის ტიპის საცხოვრებელი ადგილი, რომელსაც მფლობელი ტურისტებსა თუ ადგილობრივ მაცხოვრებლებზე დღიურად აქირავებენ. გახსოვდეთ, რომ ამ საქმეში მთავარია კრეატიულობა და დეტალებზე კონცენტრირება, ამითომ თუ თქვენ ფლობთ ამგვარ უძრავ ქონებას და გსურთ, რომ მისგან შემოსავალი მიიღოთ, მაშინ მიჰყევით ჩვენს რჩევებს.
1. პირველი შთაბეჭდილების მოხდენა ძალიან მნიშვნელოვანია
ტურისტები ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევენ თქვენი სახლის ინტერიერს, ამიტომ თუ გსურთ წარმატებულად მართოთ თქვენი ბიზნესი, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ თანამედროვე ტენდენციები. ამისათვის საჭიროა, ინტერნეტის დახმარებით, მცირე კვლევა ჩაატაროთ და გაიგოთ, თუ როგორი ინტერიერია ამ ეტაპზე ყველაზე მოთხოვნადი და მოდური. გაითვალისწინეთ, რომ Guest House-ს მომხმარებლები ძირითადად დაბალბიუჯეტიანი ტურისტები არიან, რომლებსაც თანხების მაქსიმალურად დაზოგვა სურთ. სწორედ ამიტომ, ეცადეთ, რომ თქვენი ბინა სადა ინტერიერითა და ავეჯით მოაწყოთ. კარგი იქნება, თუ კედლების შეღებვისას სხვადასხვა ფერების ვარიაციებსაც გამოიყენებთ, ოღონდ ისე, რომ ერთმანეთს შეეფერებოდეს.
ნუ გადატვირთავთ ოთახს არასაჭირო ნივთებით. ის ნივთები, რომელსაც თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებდით მანამ, სანამ უძრავი ქონების გაქირავებას გადაწყვეტდით, აუცილებლად გაიყოლეთ თან. ასეთი ნივთები შეიძლება იყოს საოჯახო კარადა, რომელიც გავსებულია თქვენი ოჯახური ფოტოებით, ზედმეტად ბევრი სუვენირითა თუ სხვა ნივთებით. ერთი სიტყვით, ისეთი ნივთები, რომელიც თქვენს პირად ცხოვრებას უკავშირდება და არაფერი აქვს საერთო სტუმართან, ოთახში არ დატოვოთ.
კარგი იქნება, თუ კედლებზე ლამაზ ფოტოებსა და ნახატებს ჩამოკიდებთ. ეს შეიძლება იყოს ისტორიული მოვლენების ამსახველი ფოტოები, ცნობილი მხატვრების ნამუშევრები ან უბრალოდ ლამაზი ნახატები. თუ არჩევანს ისტორიულ ფოტოებზე გააკეთებთ, მოერიდეთ ისეთი ისტორიული ფიგურების გამოჭენებას, რომლებიც თავიანთი რადიკალიზმით გამოირჩეოდნენ, რადგან თქვენი სტუმარი შესაძლოა მათი საპირისპირო აზრის მქონე იყოს.
თქვენი მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი გადაწყვეტილება იქნება, თუ სახლში ან სახლის ეზოში საერთო სივრცეს შექმნით, სადაც დამსვენებლები ერთმანეთის გაცნობასა და დამეგობრებას შეძლებენ. ეს შეიძლება იყოს ჟურნალის მაგიდებით გაწყობილი კომფორტული სივრცე ან უბრალოდ ბაღის მაგიდა-სკამებით გაპრანჭული ეზო, სადაც ყავის სმა სტუმრებს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს.
2. აუცილებელი საჭიროების ნივთების ქონა თქვენი წარმატების შანსს ზრდის
ვინაიდან მოგზაურობისას რთულია ისეთი ნივთების ტარება, როგორიცაა თმის საშრობი, უთო, პირსახოცი და ა.შ. კარგი იქნება, თუ ამ ყველაფერს თქვენი მომსახურების სერვისში შეიტანთ. ამით კლიენტს აჩვენებთ, რომ მასზე ზრუნავთ და გსურთ, რომ მაქსიმალური კომფორტი შეუქმნათ. კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც სტუმრები ხშირად აწყდებიან ხოლმე, შტეფსელების პრობლემაა. მესაკუთრეების დიდი ნაწილი არ ითვალისწინებს, რომ პოტენციურ სტუმარს შეიძლება მრავალი მოწყობილობის დენის წყაროსთან შეერთება სურდეს, რის გამოც კლიენტები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. სწორედ ამიტომ, გააკეთეთ მაქსიმალურად ბევრი დენის წყარო და რაც მთავარია, ისეთ კომფორტულ ადგილებზე, როგორიაა ლოგინის ორივე გვერდთან, დივანთან, მაგიდასთან და საპირფარეშოში. ძალიან კარგი იქნება თუ შესაერთებლების გადამყვანებსაც მოიმარაგებთ. ზოგადად, ტურისტებს თავად დააქვთ ხოლმე ასეთი პატარა მოწყობილობები, მაგრამ შეიძლება ვინმეს დარჩა ან სულაც დაკარგა. ხოლო თუ თქვენ ამ კომფორტსაც უზრუნველჰყოფთ, TripAdvisor-ზე 5 ვარსკვლავი გარანტირებული გექნებათ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია სუფთა ზეწრებისა და პისახოცების მარაგის ქონა. ტურისტები ათასობით კილომეტრს საოჯახო ნივთებით არ გადიან და მათ მუდმივად სჭირდებათ ჰიგიენური ნივთები. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კლიენტი ორ დღეზე მეტის გატარებას აპირებს თქვენს ბინაში, აუცილებლად დასჭირდება ალტერნატიული ზეწარი და პირსახოცები.
უფრო მეტი კლიენტის მოსაზიდად, საჭიროა, რომ თქვენს ბინაში წარმოდგენილი იყოს სამზარეულოს ტექნიკის სრული კომპლექტი, სათავსოები (ტანსაცმლის კარადა და ტუმბო) და კონდენციონერი.
3. შეუქმენით სტუმრებს პირადი სივრცე და ნუ დაარღვევთ მათ მყუდროებას
სტუმრები, რომლებიც თქვენ სახლში გადაწყვეტენ ოთახის ქირაობას, არ უნდა შეაწუხოთ. ეს წესი ყველა გამქირავებლისთვის ნათელია. ნებისმიერ ადამიანს სჭირდება პირადი სივრცე, რომელშიც სხვა ვერავინ შეაღწევს. სტუმრებს არ უნდა ეშინოდეთ, რომ მათ ოთახში ვინმე გაუფრთხილებლად შევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი შინ არ იმყოფებიან. იმ შემთხვევაში, თუ სერვისი ოთახის დალაგებასაც მოიცავს, ამის შესახებ სტუმრებს წინასწარ უნდა ეცნობოთ.
სასურველია, რომ ოთახში სქელი კედლები იყოს, რათა გარედან შემოსულმა ხმაურმა სტუმრების უკმაყოფილება არ გამოიწვიოს. ძალიან ხშირად დამქირავებელს ჰოლიდან ან სულაც, გვერდითა ოთახიდან გამოსული ხმაურის ატანა უწევთ, რაც მათ განწყობაზე ცუდად მოქმედებს. ამასთან, სასურველია, რომ ოთახის ფანჯრები ფარდით ან ჟალუზით იყოს დაფარული, რადგან ის მეტად დაცულობის განცდას აძლიერებს.
ამას გარდა, კარგი იქნება, თუ სველი წერტილები ყველა ოთახს საკუთარი ექნება. ეს მოხსნის ისეთ პრობლემას, როგორიცაა საერთო აბაზანით სარგებლობისგან გამოწვეული უკმაყოფილება. არავის სიამოვნებს სხვასთან ერთად ბანაობა ან რიგში დგომა.
4. ნუ დაადებთ ოქროს ფასს თქვენს საკუთრებას, თორემ გაუფასურდება
სტანდარტული Guest House, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, როგორც წესი ძვირი არ ღირს. ცხადია, ფასი განსხვავდება ადგილმდებარეობისა და სერვისის მიხედვით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თბილისში მანჰეტენი არ არსებობს და შესაბამისად, არც მისი სადარი ფასი უნდა შესთავაზოთ კლიენტებს. ნუ იფიქრებთ, რომ ტურისტებს ძალიან ბევრი ფული აქვთ - ნებისმიერი მათგანი თანხის მაქსიმალურად დაზოგვას ცდილობს. ისინი, ვისაც მართლა ბევრი ფული აქვთ, საცხოვრებელ ადგილს მაღალი კლასის სასტუმროებში მოძებნიან.
კარგი იქნება, თუ კარგად დაიანგარიშებთ ხარჯებს და რისკებს სწორად გათვლით. ამ შემთხვევაში უფრო გაგიმარტივდებათ მისაღები ფასის დადება. როგორც წესი, ყველაზე მისაღები თანხა ერთ დღეში 10 დოლარიდან 30 დოლარამდე მერყეობს, თუმცა ფასი რეალობას უნდა ასახავდეს. ნუ მოინდომებთ ერთ დღეში უცხოელების ხარჯზე გამდიდრებას, თორემ მნიშვნელოვნად იზარალებთ.
5. გამოიყენეთ ინტერნეტის ძალა და მოიზიდეთ კლიენტები
იმისთვის, რომ თქვენი საკუთრება მოთხოვნადი იყოს, აუცილებელია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება. ამ ბიზნესში წარმატების მისაღწევად კი ამის უამრავი საშუალებაა. პირველ რიგში, თქვენი საკუთრება უნდა განათავსოთ ისეთ კომერციულ საიტებზე, როგორიცაა Tripadvisor.com, Airbnb.com, Booking.com და სხვ.
განცხადების განთავსებისას გაითვალისწინეთ, რომ ატვირთულ ფოტოებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კარგი და ხარისხიანი ფოტომასალის გარეშე თქვენი შანსები ძალიან მცირეა. თუ თავად არ გეხერხებათ კარგი ფოტოების გადაღება, დაიქირავეთ პროფესიონალი ფოტოგრაფი, რომელიც საჭირო ხედით გადაიღებს ფოტოებს და შემდგომ დაამუშავებს მათ. ამ საკითხში თანხის დაზოგვა არ ღირს, რადგან ეს ხანგრძლივი და გამართლებული ინვესტიციაა.
აღნიშნულ საიტებს აქვთ საკუთრებისა და მომსახურების შეფასების სისტემა. ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელზეც დიდი აქცენტი უნდა გააკეთოთ. კარგი შეფასებების მისაღებად, თქვენი სტუმრების კეთილგანწყობის მოპოვებაა აუცილებელი.
გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ბიზნესის წარმატების მთავარი საიდუმლო დეტალებში იმალება. ყოველი წვრილმანი პრობლემა, რომელმაც შეიძლება სტუმარს ხასიათი წაუხდინოს, დროულად უნდა მოაგვაროთ და დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს კარზე კლიენტების კაკუნი არასდროს შეწყდება.
-
შეისწავლეს ჩაძირული პრეისტორიული კუნძული, რომელიც სტოუნჰენჯზე ძველია შეისწავლეს ჩაძირული პრეისტორიული კუნძული, რომელიც სტოუნჰენჯზე ძველია
გადახედვა
-
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
-
ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს სერიალი Game of Thrones? ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს სერიალი Game of Thrones?
-
მამუკა მდინარაძე: "ვთხოვ სუს-ს გამოაქვეყნოს ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი როგორ იღებს გიორგი უძილაური დირექტივებს" მამუკა მდინარაძე: "ვთხოვ სუს-ს გამოაქვეყნოს ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი როგორ იღებს გიორგი უძილაური დირექტივებს"
გადახედვა
-
ლუკაშენკო, გუნბა, გაგლოევი — რომელი ქვეყნის ლიდერებს ელდებიან წითელ მოედანზე 9 მაისს? ლუკაშენკო, გუნბა, გაგლოევი — რომელი ქვეყნის ლიდერებს ელდებიან წითელ მოედანზე 9 მაისს?
გადახედვა
-
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს — ღონისძიების მხარდამჭერია SOLO დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს — ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
-
ლევან ხაბეიშვილი:"ჩემზე ფიზიკური ძალადობა მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მაქვს ინფორმაცია, რომ ვიდეოს კობახიძეს უგზავნიდნენ" ლევან ხაბეიშვილი:"ჩემზე ფიზიკური ძალადობა მინიმუმ 27 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. მაქვს ინფორმაცია, რომ ვიდეოს კობახიძეს უგზავნიდნენ"
გადახედვა
-
"მაიმუნების პლანეტის" ახალ ფილმს "ფანტასტიკური ოთხეულის" რეჟისორი გადაიღებს "მაიმუნების პლანეტის" ახალ ფილმს "ფანტასტიკური ოთხეულის" რეჟისორი გადაიღებს
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "[პოლიციელების მხრიდან ძალადობას], რომ ჰქონოდა სისტემური ხასიათი — არ იქნებოდა მხოლოდ ერთი დაზარალებული ჟურნალისტი, იქნებოდა ბევრი მამუკა მდინარაძე: "[პოლიციელების მხრიდან ძალადობას], რომ ჰქონოდა სისტემური ხასიათი — არ იქნებოდა მხოლოდ ერთი დაზარალებული ჟურნალისტი, იქნებოდა ბევრი
გადახედვა
-
დევიდ ატენბორო 100 წლის გახდა — საკვანძო მომენტები არაჩვეულებრივი ცხოვრებიდან დევიდ ატენბორო 100 წლის გახდა — საკვანძო მომენტები არაჩვეულებრივი ცხოვრებიდან
გადახედვა
-
საქართველოში დიპლომატიის აკადემია დაარსდება საქართველოში დიპლომატიის აკადემია დაარსდება
გადახედვა
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
ირაკლი კობახიძე: "როდესაც ვხედავთ სამართალდარღვევას, რა თქმა უნდა, იქ აუცილებელია სახელმწიფოს რეაგირება" ირაკლი კობახიძე: "როდესაც ვხედავთ სამართალდარღვევას, რა თქმა უნდა, იქ აუცილებელია სახელმწიფოს რეაგირება"
გადახედვა
-
გელა ხასიამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა გელა ხასიამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა
გადახედვა
-
ჰანტავირუსს საკრუიზო გემზე 3 ადამიანი ემსხვერპლა — რა ვიცით ახალ ვირუსზე? ჰანტავირუსს საკრუიზო გემზე 3 ადამიანი ემსხვერპლა — რა ვიცით ახალ ვირუსზე?
გადახედვა
-
ერევანში ზელენსკისთვის ტრიბუნის დათმობის შემდეგ, სომხეთის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს ერევანში ზელენსკისთვის ტრიბუნის დათმობის შემდეგ, სომხეთის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: იყო პრობლემა ამოცნობის, იყო პრობლემა მტკიცებულებების. ...არავინ არავისთვის ხელის დაფარებას არ აპირებს შალვა პაპუაშვილი: იყო პრობლემა ამოცნობის, იყო პრობლემა მტკიცებულებების. ...არავინ არავისთვის ხელის დაფარებას არ აპირებს
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, მეხსიერების ფორმირება "ცარიელი ფურცლიდან" არ იწყება ახალი კვლევის თანახმად, მეხსიერების ფორმირება "ცარიელი ფურცლიდან" არ იწყება
გადახედვა
-
ოქროს გლობუსმა AI-ის გამოყენების წესები დაადგინა ოქროს გლობუსმა AI-ის გამოყენების წესები დაადგინა
გადახედვა
-
რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა გიორგი კუჭუაშვილმა საპატიმრო დატოვა რუსული კანონის საპროტესტო აქციებზე დაკავებულმა გიორგი კუჭუაშვილმა საპატიმრო დატოვა
გადახედვა
-
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და დაღუპულთა ოჯახები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ
გადახედვა





კომენტარები