რეზო კიკნაძე

6 Sep. 2025, 14:31

რეზო კიკნაძე: "იესო ჩემი საკნიდან ახობაძის და კაციას საკანში გავუშვი და ორივე გამოუშვეს. მერე იტყვით, ღმერთი არ არსებობსო. ღმერთი არს ჩვენთან — პირდაპირი მნიშვნელობით. ნიკა, ძაან გამიხარდა და გილოცავ.

არ გამაგიჟოთ და ვინმემ ოდნავადაც არ იფიქროთ, მადლობლები უნდა ვიყოთ თითქოს 4-ის ნაცვლად 2 წლის გამო. რეალურად ნულის ნაცვლად ორი წელია. მინდა, რომ უბრალოდ გაბრაზდეთ. ძალით მადლობას ვერასდროს მიიღებს ჩემგან.
საკანი გადაჭედილი გვაქვს აქციებისთვის თუ სამოტივაციო ფრაზების ფოტოებით და კიდევ მივიღებდით ფოტოებს კედელზე გასაკრავად. მთლიანად უნდა გადავავსოთ. ასევე კარგი იქნებოდა, პერიოდულად თუ მოგვაწვდიდით ჩემზე, ჯავახაზე და მინდიაზე ფეისბუკ პოსტებს და კომენტარებს.

როცა შვილს არ უნდიხარ და ესირცხვილები, ეგეთ ცხოვრებას რა აზრი აქვს? როგორ განცხრომაშიც არ უნდა იყო, მართლა ვერ ვხვდები.
გთხოვთ, ჩეჩინისთვის იბრძოლეთ ყველაზე მეტად, არ აფიქრებინოთ, რომ მარტოა. მიწერეთ წერილები, გაამხნევეთ.

ყოველ საღამოს გარეთ "ჟიზნ ვარამს", რომ ყვირიან, ჩვენ "ოლე ოლას" ვმღერით.
ბექა გოცირიძე, შენივე პარტიელები რომ ოფიციალურად ბოზად გამუშავებენ, ეგ არ გიქმნის დისკომფორტს? დისკომფორტის შექმნა მერე ნახე შენ, 15 თვის მერე.
წიგნს რა შეიძლება დავარქვა, სადაც ჩემი სასამართლოზე ნათქვამი სიტყვები იქნება? დამიწერეთ რა ვარიანტები. "ჩემი დიდგორი" მაქვს ჯერჯერობით მოფიქრებული.
შევხვდებით 15 თვეში". 

— ვკითხულობთ რეზო კიკნაძის ციხიდან გამოგზავნილ წერილში. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა რეზო კიკნაძეს და 10 პირს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  4. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…