ირანის თავდაცვის მინისტრის, აზიზ ნასირზადეს განცხადებით, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ "რამდენიმე ქვეყანაში" იარაღის წარმოებისთვის ინფრასტრუქტურა გახსნა — The Times of Israel-ის ცნობით, ამის შესახებ ნასირზადემ ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა და არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებზეა საუბარი.

"[იარაღის ქარხნები] სავარაუდოდ უახლოეს მომავალში იქნება ოფიციალურად გახსნილი და გამოცხადებული," — აღნიშნა ირანის თავდაცვის მინისტრმა.

The Times of Israel-ის ცნობით, აზიზ ნასირზადემ განაცხადა, რომ პრიორიტეტი იყო "რაკეტების განვითარება", თუმცა ისრაელთან ომის შემდეგ "პრიორიტეტები შესაძლოა შეიცვალოს".