ევროპარლამენტარები "იმედის", "რუსთავი 2"-ის და POSTV-ის სანქცირებას გეგმავენ
ევროპარლამენტარები "იმედის", "რუსთავი 2"-ის და POSTV-ის სანქცირებას გეგმავენ.
"ტვ პირველის" ცნობით, ევროპის სახალხო პარტიის (EPP) დეპუტატები სამთავრობო პროპაგანდისტულ ტელევიზიებს რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ამხელენ და ევროკავშირისგან რეაგირებას ითხოვენ.
ინიციატივა ეკუთვნის EPP-ის სამ წევრს: კშიშტობ ფრეიზას, მიხალ შჩერბას და ანდრეი ჰალიცკის. მათ შესაბამისი შესწორებები რასა იუკნევიჩიანეს მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშში შეაქვთ. თუ წინადადება საბოლოოდ დადასტურდება, ეს ტექსტი ევროპარლამენტის წლიურ ანგარიშში ჩაიწერება, რომელსაც ევროპელი პოლიტიკოსები კენჭს მაისის ბოლოს უყრიან.
შესწორების მიხედვით, "ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ტელეკომპანიების, "იმედის", "რუსთავი 2"-ისა და POSTV-ის მიერ გავრცელებულ სისტემურ დეზინფორმაციას, ცილისმწამებლურ კამპანიებსა და მტრულ პროპაგანდას, რომლებიც მოქმედებენ როგორც „ქართული ოცნების“ რეჟიმის დე ფაქტო საკომუნიკაციო ფრთა და არა როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალებები; გმობს ევროკავშირის ინსტიტუტებზე, ევროკავშირის ოფიციალურ პირებსა და საქართველოში ევროკავშირის ელჩზე, პაველ ჰერჩინსკიზე განხორციელებულ არაერთგზის თავდასხმას, მათ შორის ცილისმწამებლურ ნარატივებს, მანიპულაციურ გაშუქებასა და კოორდინირებულ მცდელობებს ევროკავშირისა და მისი წარმომადგენლების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შელახვის მიზნით;
ხაზს უსვამს, რომ დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება, დიპლომატიური წარმომადგენლების წინააღმდეგ წაქეზება და ანტიევროპული ნარატივების ორკესტრირება ვერ ჩაითვლება კეთილსინდისიერ ჟურნალისტიკად, რომელიც დაცულია მედიის თავისუფლებით, რომ ეს არის პოლიტიკური პროპაგანდა, რომელიც მიზნად ისახავს ავტორიტარული კონტროლის განმტკიცებას და საქართველოს იზოლაციას მისი ევროპული გზიდან; აღნიშნავს, რომ ასეთი ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ვალდებულებებს და ძირს უთხრის პლურალიზმის, დემოკრატიული ანგარიშვალდებულებისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპებს;
მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებს, განიხილონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამ დეზინფორმაციული კამპანიების ორკესტრირებასა და დაფინანსებაზე, მათ შორის ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში, იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი მტრული აქტივობები გაგრძელდება".
შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა პროპაგანდისტულ "იმედს" და POSTV-ის სანქციები 24 თებერვალს დაუწესა.
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად? რატომ გვეცვლება ხასიათი სეზონებთან ერთად?
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
-
იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო იაპონიაში ძილის კონკურსი გაიმართა — გამარჯვებულმა ¥2,22 მილიონი მიიღო
გადახედვა
კომენტარები