დავით დონდუა

დავით დონდუა

1 Jul. 2025, 15:17

საგარეო საქმეთა მინისტრად ირაკლი მენაღარიშვილის დანიშვნისთანავე, თავხედურად "შევაჭერი" მის კაბინეტში და ვუთხარი, რომ მაქვს crazy idea. გისმენო, მიპასუხა.

მინდოდა ამეხსნა, რომ უწყებაში საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხები ულოგიკოდ იყო მიმოფანტული, ზოგი კი საერთოდ „უპატრონოდ“ იყო მიტოვებული. ამდენად, ნატოს ოთხკაციანი სამმართველოს ნაცვლად, კარგი იქნებოდა დიდი დეპარტამენტის შექმნა, სადაც თავს მოიყრიდა უსაფრთხოების სფეროს ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. დავიწყე თუ არა საუბარი, მალევე გამაჩერა.

— მივხვდი რის თქმასაც აპირებ და ამაში crazy არაფერია. ეს ყველაფერი მოხსენებითი ბარათით, ოფიციალურად მომაწოდე. დაასაბუთე აუცილებლობა და დაურთე დეპარტამენტის სტრუქტურის პროექტი, თავისი საშტატო ერთეულებით.

ამ საუბრიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რომ სამინისტროში შეიქმნა სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტი, ოთხი სამმართველოთი და 18 თანამშრომლით. (ზუსტად იმდენით, რამდენიც მოვითხოვეთ. არავის უვაჭრია ამდენი რად გინდაც, ნაკლებიც გეყოფათო). დეპარტამენტში თავი მოიყარა ნატოსთან პარტნიორობამ, ეუთოს პირველმა განზომილებამ, განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის თემატიკამ, ექსპორტის კონტროლის ეროვნული სისტემის შექმნამ, აშშ-სთან და სხვა პარტნიორებთან თავდაცვის სფეროში ორმხრივმა ურთიერთობებმა, რუსეთთან მოლაპარაკებებმა სამხედრო ბაზების გაყვანის თაობაზე, აშშ-ს მხარდაჭერით ეროვნული გვარდიის, სანაპირო და საზღვრის დაცვის მოწყობის დიპლომატიურმა უზრუნველყოფამ და კონფლიქტების მოგვარების თემამ.

დეპარტამენტში თავიდანვე ჩამოყალიბდა ერთგვარი esprit de corps, რამაც ხელი შეუწყო სპეციფიკური დარგის კვალიფიციური კადრების აღზრდას. შედეგად, ოცდაათი წლის განმავლობაში დეპარტამენტში დაგროვდა უნიკალური ინსტიტუციური მეხსიერება, რომელიც ესოდენ ფასეულია ნებისმიერი ქვეყნის საჯარო სამსახურისთვის.


დღეს ეს ყველაფერი წყალში გადაიყარა. სოლიდარობა ყველას, ვინც პროფესიული პრინციპებისა და სამშობლოს ინტერესების ერთგული დარჩა!

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტროტუარზე გამვლელ ქალს მანქანა დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა, მძღოლი დააკავეს
  2. ტროტუარზე მანქანის დაჯახებისას მოკლული ქალი ვეტერანი გვარდიელი იყო — რა დეტალებია ცნობილი?
  3. "ტვ პირველი": გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, მერაბ მალანიას შვილი დააკავეს
  4. EU-ის ლიდერები აზერბაიჯანს და სომხეთს ეწვევიან — რეგიონში ვიზიტების ფარგლებში საქართველოში სტუმრობა არ იგეგმება
  5. რუსი წყვილი, რომელიც Empire State Building-ზე ნიშნობისთვის ავიდა, დააკავეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"ორი წლის წინ, საზოგადოებას ვერ ვუთხარით რეალური მიზეზი" — თინა ბოკუჩავა საზოგადოებას ბოდიშს უხდის

ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ენმ-ს მოქმედმა თავმჯდომარმ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ "ძალიან სერიოზული სინდისის…