დღეს ბრიუსელში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
დღეს ბრიუსელში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია იწყება, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.
დებატებს ასეთი სახელწოდება აქვს: "მოწოდება საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნის წინაშე მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე".
ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუტის ბუდრისი ჟურნალისტებს ესაუბრა. მან ევროსკოპთან განაცხადა, რომ შეხვედრაზე განიხილავენ საკითხებს საქართველოში "სამოქალაქო საზოგადოების დამატებითი მხარდაჭერიდან დაწყებული, საქართველოსთან არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვით დამთავრებული".
"დღისწესრიგის ამ ნაწილის პირველი საკითხი საქართველოა. ლიეტუვის ინიციატივის საფუძველზე გთავაზობთ 6 პუნქტს, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მუშაობა საქართველოსთან დაკავშირებით. ეს იმ პირობებში როცა ვხედავთ, რომ ადამიანის უფლებების მიმართულებით მდგომარეობა მძიმდება. უკვე მოვამზადეთ შეთავაზებები. დღეს ჩემს კოლეგებთან ერთად განვიხილავთ, საკითხებს სამოქალაქო საზოგადოების დამატებითი მხარდაჭერიდან დაწყებული, საქართველოსთან არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვით დამთავრებული", — განაცხადა კიასტუტის ბუდრისმა.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის თქმით, საქართველოში სიტუაცია უარესდება. ამიტომ "კვლავ დააყენებ სანქციების საკითხს იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ჩადიან ძალადობას და არღვევენ ადამიანების უფლებებს საქართველოში".
"განვიხილავთ საქართველოსაც. სიტუაცია უარესდება. ისევ დავაყენებ სანქციების საკითხს იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ჩადიან ძალადობას და არღვევენ ადამიანების უფლებებს საქართველოში. განვიხილავთ კიდევ რისი გაკეთება შეიძლება, რადგან საქართველო არასწორ გზაზე დგას. დღეს დეტალურად არ განვიხილავთ ბერკეტებს, მაგრამ უვიზო რეჟიმის შეჩერება ერთ-ერთი ბერკეტია", — განაცხადა კალასმა.
ნიდერლანდების პირველი დიპლომატი კასპარ ვანდკამპი ევროსკოპის შეკითხვაზე საქართველოსთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "ნამდვილად ღელავენ ქართველ ხალხზე, რომლებსაც ასეთი მასშტაბით სურთ ევროპული მომავალი".
"ვერ გეტყვით კონკრეტულად რა საკითხებს განვიხილავთ. მაგრამ მოხარული, რომ დღის წესრიგში კვლავ არის საქართველო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტენდენცია ძალიან უარყოფითია, ჩვენი შეშფოთება კი იზრდება. ნამდვილად ვღელავ ქართველ ხალხზე, რომლებსაც ასეთ მასშტაბით სურთ ევროპული მომავალი", — აცხადებს ვანდკამპი.
სტატიაში გამოყენებული ციტატების თარგმანი ეკუთვნის ფორმულას.
- კაია კალასი: ისევ დავაყენებ სანქციების საკითხს იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ჩადიან ძალადობას და არღვევენ ადამიანების უფლებებს საქართველოში
- კიასტუტის ბუდრისი: ყირიმის სტატუსის ეჭვქვეშ დაყენებით, ჩვენ ვხსნით ჯოჯოხეთს, საიდანაც დემონები გამოვლენ
- 23 ივნისს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
-
თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე
-
"არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე "არ უნდა ვამდიდრებდეთ მას, ვისი სახელიც არ ითქმის" — ენდრიუ გარფილდი როულინგზე
გადახედვა
-
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
გადახედვა
-
დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს დეა კულუმბეგაშვილი ახალ ფილმზე ემა სტოუნთან ერთად მუშაობს
გადახედვა
-
მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს მარსის ბრუნვა ჩქარდება — მიზეზი შეიძლება "უარყოფითი მასის ანომალიაა" იყოს
გადახედვა
-
ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება ადვოკატი: ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ 1 წლის წინ სასამართლოს არქივში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება იწყება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ მეცნიერებმა ყველაზე ასაკოვანი ხის დნმ გაშიფრეს, რათა დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო ამოეხსნათ
გადახედვა
-
ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში 50 წლამდე მაღაროელი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი 2026 წლის 4 და 5 მაისს გაიმართება
გადახედვა
-
თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს თურქი მსახიობი, ჰანდე ერჩელი, სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანეს
გადახედვა
-
თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით თენგიზ შარმანაშვილი: ვერავინ ვერ შეგვასწრებს NATO-ში, ძალიან კარგად იცით
გადახედვა
-
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია? როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?
გადახედვა
-
10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას 10+ ტიპის ადამიანი, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყველას გვირყევს აურას
გადახედვა
-
სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა სემეკმა "თელასი" 35 ათასი ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 10 შთამბეჭდავი ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია POG: 16 საბავშვო ბაღის მშენებლობის საქმეზე ₾4.7 მლნ-ის მითვისებისთვის 9 პირის სამართლებრივი დევნა დაიწყო, 4 — დაკავებულია
გადახედვა
-
ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში ვებისა და ჰაბლის ტელესკოპებით სატურნი გადაიღეს — როგორია ის ხილულ და ინფრაწითელ სპექტრში
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში შალვა პაპუაშვილი: პრობლემა არის NATO-ში
გადახედვა
-
ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა ტიკტოკის რეკორდი მოიხსნა — ნახეთ 12-წამიანი ვიდეო, რომელმაც 76 მილიონი მოწონება დააგროვა
-
ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე ძალიან იმედგამაცრუებელია ეს განცხადება — შალვა პაპუაშვილი ომბუდსმენზე
გადახედვა
-
ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ ტრანსგენდერ ქალებს ქალთა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა აეკრძალათ
გადახედვა
კომენტარები