სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც სტანდარტი აგროკომპანია ბარაქას მაგალითი
ფოტო: ბარაქა
საქართველოში სოფლის მეურნეობა ჯერ კიდევ ისეთი სექტორია, რომელიც უფრო მეტ ყურადღებას, მხარდაჭერასა და განათლებაზე დაფუძნებულ განვითარებას მოითხოვს. ქვეყანაში, რომელშიც ქალაქსა და სოფელს შორის ეკონომიკური და საგანმანათლებლო სხვაობა დღემდე აქტუალური საკითხია, რეალური კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, ფაქტობრივად, სისტემური განვითარების ხელშეწყობაც არის. ამ მიდგომით გამოირჩევა აგროკომპანია ბარაქა, რომლის ყოველდღიური საქმიანობა გაცილებით მეტია, ვიდრე ბიზნესის ზრდა მართვა. ის ხელს უწყობს ახალი თაობის ფორმირებას — განათლებულ, მოტივირებულ და პრაქტიკულ ცოდნაზე დაფუძნებულ მომავალს.
აგროკომპანია ბარაქამ ნათლად აჩვენა, რომ ბიზნესის მიზანი მხოლოდ მოგების მიღება არ უნდა იყოს. ჭეშმარიტად თანამედროვე და განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნესი უნდა აცნობიერებდეს საკუთარ გავლენას საზოგადოებაზე და აკეთებდეს არჩევანს: დარჩეს კომფორტის ზონაში, თუ გადადგას ნაბიჯი და ეცადოს, რომ საზოგადოებაზე დიდი გავლენა მოახდინოს.
სწორედ ამიტომ ბარაქაში უკვე 5 წელია მუშაობს ახალგაზრდა აგრონომების პროგრამა. თავდაპირველად, ეს ინიციატივა ახალბედა აგრონომების გადამზადებას გულისხმობდა კომპანიის საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე, მეგობარი ფერმერებისა და თავად აგროკომპანიის სივრცეში. 2025 წელს კი “ბარაქას” მენეჯმენტმა კიდევ ერთი მიდგომა დანერგა, ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შექმნა ისეთი საგანმანათლებლო და პრაქტიკული პროექტი, რომელიც სტუდენტური სემინარების ფორმატს სცდება. ეს არის რეალურ საჭიროებაზე მორგებული ინიციატივა და მას ახალგაზრდა სპეციალისტების მომავალ წარმატებაში მნიშვნელოვანი როლის სეტანა სეუძლია.
პროექტის ფარგლებში, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებს მიეცათ საშუალება, თავად გაეშენებინათ სათბური და ემუშავათ პროფესიულ პირობებში. მათ გადაეცათ წამყვანი საერთაშორისო ბრენდების სათესლე მასალა და სასუქი — მათ შორის, ისეთი ჯიშები, როგორიცაა Tala F1, Tyking F1, Motril F1 და სხვები, რომლებიც უცხოურ აგრობაზარზე მაღალი პროდუქტიულობითა და მდგრადობით გამოირჩევიან. პროექტში ჩართულ სტუდენტებს ამ პროცესში მხარში ედგნენ ბარაქას აგრონომები. ისინი ახალგაზრდებს გადასცემდნენ არა მხოლოდ ცოდნასა და ინსტრუქციებს, არამედ უზიარებდნენ გამოცდილებას და პროფესიულ მიდგომებს.
“ამ სათბურში ჩვენ გამოვიყვანეთ აგროკომპანია ბარაქას მიერ გადმოცემული სათესლე მასალიდან სხვადასხვა ბოსტენულის ჩითილები. ამ ეტაპზე ჩვენ სათბურში გვაქვს წითელი და ვარდისფერი პომიდვრის, ასევე ბულგარულისა და ბადრიჯნის ჩითილები. ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას ბარაქასთან, რომელიც გვიწევს კონსულტაციას და გვაძლევს სასარგებლო რჩევებს“ — ამბობს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი სალომე სირბილაძე.
“აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ედიშერ კვესიტაძისა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ასევე აგროკომპანია ბარაქას თანადგომით შესაძლებელი გახდა, რომ განხორციელებულიყო სტუდენტთა ინიციატივა და მას საუკეთესო შედეგი მოჰყოლოდა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ. ეს პროექტი არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ ჩაერთვნენ სტუდენტები აგრარული საქმიანობის პრაქტიკულ განხორციელებაში“ — ამბობს ქეთევან როყვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
თუმცა, ეს პროექტი მხოლოდ ერთი წარმატებული მაგალითი არ არის. ის ბარაქას ღირებულებებზე დაფუძნებული დიდი სურათის ნაწილია — სოციალური პასუხისმგებლობის კონცეპტუალური ფორმა, რომელიც საქართველოს ბიზნესსექტორში ჯერ კიდევ იშვიათად გვხვდება. როგორც აგროკომპანია ბარაქას მმართველი პარტნიორი, გოჩა ვეზდენი ამბობს: “ამ მიდგომის მიხედვით, პასუხისმგებლობა არ არის დანამატი. პირიქით ის ბიზნესსაქმიანობის შინაარსია, რომელიც ბიზნესის მდგრადობას, სანდოობასა და ღირებულებასგანაპირობებს”.
სოციალური პასუხისმგებლობა ბარაქას გუნდში ნიშნავს, რომ პროდუქტი და მომსახურება უნდა ავითარებდეს მომხმარებელს, შესაბამისად, აგრო-ბაზარს საქართველოში. “თუ კომპანია ფერმერებს აწვდის ხარისხიან სათესლე მასალას, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, ის ვალდებულია, ამ მასალის სწორად გამოყენების ცოდნაც გადასცეს. განათლება და პრაქტიკა თანაბრად ფასობს. სწორედ ამიტომაც პროექტი არ დასრულდება ერთჯერადი ინიციატივით — ბარაქა გეგმავს დამატებით აქტივობებს სხვადასხვა უნივერსიტეტში, საცდელ ნაკვეთებს, პრაქტიკულ სემინარებს და სხვა პლატფორმების გამოყენებას ცოდნის გავრცელებისთვის” — ამბობს აგროკომპანია ბარაქას კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მერი პაპუნაშვილი.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სოციალური პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ სტუდენტების დახმარება. ეს არის ეროვნული ინტერესების მხარდაჭერა. სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკისა და კვების უსაფრთხოების ფუნდამენტური სექტორია, რომლის სიძლიერეც განათლებულ, ტექნოლოგიურად მოაზროვნე და მოტივირებულ ახალგაზრდებზეა დამოკიდებული. და თუ კომპანია იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს ამ ახალგაზრდების განვითარებას, ის უკვე ემსახურება ქვეყნის განვითარებასაც.
“ბარაქას მაგალითი ამტკიცებს, რომ სოციალური პასუხისმგებლობა არ არის თემატური კამპანიების განხორციელება, ეს გრძელვადიანი ხედვაა, რომელიც მოიაზრებს ადამიანის, ცოდნისა და მომავლის ერთ სტრატეგიულ განზრახვად შეკვრას. ამგვარი მიდგომით თანამედროვე ბიზნესი უფრო მეტია, ვიდრე მომგებიანი კომპანია — ის გარდაიქმნება საზოგადოებრივ ძალად” — ამბობს ბარაქას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ოთარ ქირია.
დღეს, როდესაც მსოფლიოში მწვანე ეკონომიკა, განათლებაზე დაფუძნებული პროგრესი და მდგრადი განვითარება კრიტიკულ საჭიროებად იქცა, სწორედ ასეთ მიდგომას აქვს მომავალი. აგროკომპანია იმ ბიზნესებს შორისა, რომლებსაც გააზრებული აქვთ მომავალი და უკვე იღებენ მონაწილეობას მის ფორმირებაში.
მეტი ინფორმაციისთვის:
ეწვიეთ ბარაქას გვერდს www.baraka.ge
იხილეთ ბარაქას იუთუბ არხი — https://www.youtube.com/@baraka.georgia2230
ან დარეკეთ: 032 22 04 44 49
-
AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს AfD-ის დეპუტატი ევროპარლამენტს საქართველოს საკითხზე "ორმაგ სტანდარტებში" ადანაშაულებს
გადახედვა
-
Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5 Claude-ში ხელოვნური ინტელექტის მოდელი განაახლეს — გაიცანით Haiku 5.5
გადახედვა
-
პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა" პაატა ბურჭულაძე: "ოცნებასთან" საპროცესო შეთანხმება არა მონანიება, არამედ უკანონო პატიმრობისგან გათავისუფლების შესაძლებლობაა"
გადახედვა
-
აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ აქტივისტ სერგეი ყანჩელის თქმით, პოლიციელებმა ის სასაფლაოზე სცემეს და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ
გადახედვა
-
პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა" პრორუსი ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, სანქციები "სახუმარო არ ყოფილა"
გადახედვა
-
რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა" რუსთავის N6 საპყრობილეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ გიორგი დავითაძისადმი სოლიდარობის ნიშნად "ვენები დაისერა"
გადახედვა
-
საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს საია-ის ადვოკატს გიორგი დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გამოტანის უფლება არ მისცეს
გადახედვა
-
სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო სოხუმში ავიარეისები რუსეთის კიდევ ერთი ქალაქიდან დაიწყო
გადახედვა
-
ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა ერდოღანი პუტინს ტელეფონით შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ესაუბრა
გადახედვა
-
რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს უკრაინაში სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი 2025 წლის მონაცემებით, 22 767 მსჯავრდებულიდან 79% უმუშევარია — SJC-ის ანალიზი
გადახედვა
-
პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პირს, რომელიც "ურანის" გაყიდვას $700 000-ად გეგმავდა
გადახედვა
-
კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"? კობახიძე განმარტავს, რა არის მისთვის "ნაცობა"?
გადახედვა
-
კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით კროსვორდი: გამოიცანი სერიალი პერსონაჟით
გადახედვა
-
ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს ევროპარლამენტის შენობაში დონალდ ტრამპის მოოქროვილი ქანდაკება გამოფინეს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე? რა ქონებას ფლობს პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე?
გადახედვა
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი? დინამიტიდან ნობელის პრემიამდე — ვინ იყო ალფრედ ნობელი?
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
"ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე "ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენის გაკეთებაც წევრ სახელმწიფოებს სურთ" — მარტა კოსი საქართველოზე
გადახედვა
კომენტარები