23 ივნისს, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
ფოტო: reuters
23 ივნისს, ევროპული საბჭოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ბრიუსელში, მიმდინარე საქმეების ბლოკში საქართველოს საკითხს განიხილავენ.
საგარეო საქმეთა საბჭოს შემდეგი სხდომა ბრიუსელში, 23 ივნისს თბილისის დროით 11:30 საათზე დაიწყება და მას ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი უხელმძღვანელებს.
საქართველოსთან ერთად განსახილველ საკითხებს შორისაა: რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ; ჩინეთი და ევროპული უსაფრთხოება. ამას გარდა, საბჭო დისკუსიას გამართავს ჩინეთისა და ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე და ახლო აღმოსავლეთსა და ლიბიაში არსებული ვითარებაზე.
"საბჭო განიხილავს ირანზე ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ირანის საპასუხო რეაქციას. დისკუსია ასევე შეეხება ღაზასა და ლიბიაში არსებულ კრიზისს", — ნათქვამია ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 17 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი მესამე ქვეყნებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის განახლებაზე შეთანხმდნენ.
11 ივნისს პოლონეთის პრემიერმინისტრმა, დონალდ ტუსკმა თქვა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მუშაობს, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გაუქმდეს. აღსანიშნავია, რომ პოლონეთის ევროკავშირის თავჯდომარე ქვეყანის პოზიციას 1 ივლისამდე იკავებს.
პოლონეთის პრემიერმინისტრი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე მუშაობს
რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, სავიზო შეზღუდვა შესაძლოა შეეხოს 61 ქვეყანას. ის ჩამოთვლის 4 მიზეზს, რაც ამ 61 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლად შეიძლება განიხილოს. ესენია: 1. ევროკავშირში არალეგალური მიგრაციის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ ბრძოლა; 2. ვიზების პოლიტიკის მესამე ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება; 3. ე.წ. ჰიბრიდული საფრთხეები.
როგორც იოზვიაკი წერს, მეოთხე მიზეზი მესამე ქვეყნებთან ევროკავშირის პოლიტიკურ ურთიერთობებს უკავშირდება. "კანონპროექტში ნათქვამია, რომ შეჩერების მექანიზმის ამოქმედება შესაძლებელია "ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების" ან "საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების, მათ შორის ადამიანის უფლებების შესახებ კანონის სერიოზული დარღვევებისა და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა."
-
4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა 4 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა — 4-ვეში "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა
გადახედვა
-
"ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით "ჟამიანობა" რუსეთში: შავი ჭირის გამომწვევმა ინფექციამ ერთი ადამიანი იმსხვერპლა — რა ვიცით
გადახედვა
-
ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს ALDE-ს და "ევროპის ლიბერალური ფორუმის" ლიდერებმა კაია კალასსა და მარტა კოსს წერილით მიმართეს
გადახედვა
-
მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის მე-6 ციხესთან შეიკრიბნენ
გადახედვა
-
კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა კიმ იენ ჩენი: ჩრდილოეთ კორეამ შუალედური რადიუსის სტრატეგიული რაკეტა გამოსცადა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება თამაზ ელიზბარაშვილი: იძულებულს მხდიან 6 ოქტომბერს ჩემი სისხლით შევაჩერო ამ მშიშარა კაცუნების ბოროტება
გადახედვა
-
გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა გივი მიქანაძემ "გურიის მოამბის", ვლადიმერ მენაბდისა და კახა ასკურავას წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
გადახედვა
-
ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა ერთ წელიწადში საქალაქთაშორისო მგზავრობა 17%-ით გაძვირდა
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი ელენე ხოშტარია: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დავითაძის მიმართ ნამდვილად განხორციელდა ეს კოშმარი
გადახედვა
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროები: Flydubai-ს რეისზე მომხდარი თავდასხმა "ტერორისტული აქტია" — კაპიტანი ავარიული ნაჯახით დაჭრეს
გადახედვა
-
მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია მოლდოვის ტეროტორიაზე დრონები აფეთქდა — მედია
გადახედვა
-
ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს ადვოკატი მარიკა არევაძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს
გადახედვა
-
დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს დონალდ ტრამპი: ირანთან ომის დასრულების შემდეგ დიზელის საწვავზე ფასები დაიკლებს
გადახედვა
-
დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი
გადახედვა
-
ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
გადახედვა
-
ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება ორთაჭალის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა ბოლო დღეებში საპატრიარქომ რუსეთიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს მეორედ უმასპინძლა
გადახედვა
-
OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე OpenAI-მ უკვე 100-ზე მეტ ორგანიზაციას აცნობა თავისი AI აგენტების უკონტროლო ქმედებებზე
გადახედვა
-
ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ ქობულეთის კლინიკაში ნასვამი პაციენტები მედპერსონალს ფიზიკურად გაუსწორდნენ
გადახედვა
-
"ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა "ნეტგაზეთი": კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც გრანტების კანონის გამო დაიხურა, 2003 წელს ნიკოლოზ სამხარაძეს სწავლა დაუფინანსა
გადახედვა
-
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს ბანკმა მასწავლებლებს სხვადასხვა შეთავაზება მოუმზადა
კომენტარები