თეგეტა მოტორსი გარემოსთვის — დაბა ბაკურიანი საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმენდილია
ფოტო: თეგეტა
დაბა ბაკურიანის ტერიტორია, რომელიც გარემოსთვის საზიანო ნარჩენებით იყო დაბინძურებული, გაწმენდილია. თეგეტა მოტორსისა და თეგეტა გრინ პლანეტის მხარდაჭერით, ადგილიდან 30 000-მდე მეორადი საბურავის გატანის პროცესი მიმდინარეობს.
ფოტო: თეგეტა
შეგროვებული მეორადი საბურავები გადასამუშავებლად იგზავნება. მათ ტრანსპორტირებასა და კანონის შესაბამისად გადამუშავებას თეგეტა ჰოლდინგთან დაკავშირებული კომპანია თეგეტა გრინ პლანეტი უზრუნველყოფს. გარემოსდაცვითი აქტივობა სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
თათია ხორბალაძე, თეგეტა ჰოლდინგის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: "თეგეტა მოტორსისთვის, როგორც მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის კომპანიისთვის, გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. გარემოსდაცვითი აქტივობების ინიციირებითა და მხარდაჭერით კომპანია მიზნად ისახავს გარემოს დაბინძურების პრევენციასა და შემცირებას. ჯანსაღი ეკოსისტემის შესაქმნელად აუცილებელია, საავტომობილო ნარჩენები გარემოში არ მოხვდეს, არ დააბინძუროს ის და არ დააზიანოს ჩვენი ჯანმრთელობა. თეგეტა მოტორსი, როგორც გარემოზე მზრუნველი კომპანია, თეგეტა გრინ პლანეტთან ერთად, უკვე წლებია, ჩართულია საავტომობილო ნარჩენების ეფექტიანი მართვის პროცესში, უზრუნველყოფს მათ შეგროვებასა და ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავებას“.
ფოტო: თეგეტა
ბაკურიანში გარემოსდაცვით აქტივობებში თეგეტა მოტორსი და თეგეტა გრინ პლანეტი პირველად არ ჩართულან. უკვე წლებია, კომპანია და მისი თანამშრომლები დასუფთავების მასშტაბური აქციების მხარდამჭერები და მონაწილეები არიან. თეგეტა გრინ პლანეტი 2022 წელს სწორედ გარემოზე ზრუნვის მიზნით შეიქმნა. კომპანია ისეთ სპეციფიკურ ნარჩენებს მართავს, როგორებიცაა მეორადი აკუმულატორები, საბურავები და ზეთები.
შალვა ახვლედიანი, თეგეტა გრინ პლანეტის დირექტორი: “თეგეტა გრინ პლანეტისთვის ნარჩენების ეფექტიანი მართვა საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. თეგეტა მოტორსთან ერთად, წლების განმავლობაში ტონობით მეორადი საბურავი, აკუმულატორი და ზეთი შევაგროვეთ და გადავამუშავეთ. ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით ვაგროვებთ ნარჩენებს, რომლებიც პირველადი გამოყენების შემდეგ მთლიანად სპეციფიკურ, სახიფათო ნარჩენებად გადაიქცევა. თუ ამ ნარჩენების მართვა კანონის შესაბამისად არ მოხდა, დედამიწა ბინძურდება. ამიტომ მუდმივად ვცდილობთ, გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. მოხარულები ვართ, რომ ამ მასშტაბური ინიციატივის ფარგლებში, ბაკურიანის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით და ერთობლივი ძალისხმევით დიდი რაოდენობით მეორადი საბურავების შეგროვება და ბაკურიანის ტერიტორიიდან გატანა შევძელით“.
ფოტო: თეგეტა
ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა. ინიციატივის მიზანი ბაკურიანისთვის ეკოლოგიურად უსაფრთხო და მიმზიდველი გარემოს შექმნაა.
ეკატერინე ორჯონიკიძე, სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე: “ჩვენი სააგენტო ფუნქციონირების პირველივე დღიდან ზრუნავს ბაკურიანის ეკოლოგიურ გარემოზე. წლების განმავლობაში არაერთხელ ვეცადეთ, რომ დაბა ბაკურიანი გაგვეთავისუფლებინა მეორადი საბურავებისგან, რომლებიც არა მხოლოდ ვიზუალურად აბინძურებდა ტერიტორიას, არამედ სერიოზულ ეკოლოგიურ საფრთხესაც ქმნიდა. მოხარული ვართ, რომ ჩვენი დასუფთავების სამსახურის აქტიური მუშაობით ორ ლოკაციაზე წარმატებით შევაგროვეთ საბურავები. აღნიშნული დასუფთავების აქცია, ბაკურიანის გათავისუფლება მეორადი საბურავებისგან, შესაძლებელი გახდა ჩვენი სააგენტოს ინიციატივითა და ისეთი სანდო პარტნიორების მხარდაჭერით, როგორებიცაა თეგეტა მოტორსი და თეგეტა გრინ პლანეტი. ვფიქრობთ, ეს თანამშრომლობა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება კერძო და საჯარო სექტორის ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველვყოთ ბაკურიანის გარემოსდაცვითი სისუფთავე და მდგრადი განვითარება“.
ფოტო: თეგეტა
უკვე წლებია, თეგეტა მოტორსი და თეგეტა გრინ პლანეტის გარემოსდაცვითი მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს. მათ შორის იყო კორპორაციული მდგრადობის მასშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, თბილისის შემოვლითი გზის ტერიტორია გარემოსთვის საზიანო ნარჩენებისა და ათასობით საბურავისგან გაიწმინდა. გარდა ამისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, თეგეტა გრინ პლანეტის 45-მდე შეგროვების პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც მოსახლეობას საავტომობილო ნარჩენების ჩაბარების შესაძლებლობაც აქვს.
--
გარემოს დაცვა თეგეტა მოტორსის CSR-ის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით იგეგმება. თეგეტა აქტიურად მუშაობს მდგრად სატრანსპორტო გადაწყვეტაზე ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების ეფექტიანად მართვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. თეგეტა გრინ პლანეტთან ერთად, ყოველწლიურად გროვდება მილიონობით ტონა საავტომობილო ნარჩენი — მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება. თეგეტა აფართოვებს ელექტრომანქანების დამტენების ქსელს, მისი ავტოპარკი კი ნაწილობრივ სრულად ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილებისგან შედგება, მათ შორის, 2021 წლიდან შიდა ბიზნესპროცესებს — სასაწყობე მეურნეობასა და გადაზიდვებს, ეკომეგობრული ტრანსპორტით მართავს. ინფრასტრუქტურული პროექტები კი ითვალისწინებს მზის პანელების მონტაჟსა და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. დამატებით, თეგეტა მოტორსი მუშაობს მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჩართულობაზე გარემოსდაცვით პროექტებში. მათ შორისაა კამპანია — არ გადაყარო, ჩააბარე და მომხმარებლების მხრიდან ასობით სპეციფიკური ნარჩენის ჩაბარება, მაკულატურისა და პლასტმასის შეგროვებისთვის ათეულობით მწვანე ყუთი თეგეტას სერვისცენტრებსა და ფილიალებში, დასუფთავების აქციები, ახალგაზრდების ინფორმირება და ა.შ.
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია ChatGPT-ს შექმნილ ტექსტებს უხილავი იარლიყი ემატება — სად და როგორ იმუშავებს ტექნოლოგია
გადახედვა
-
DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს DRI: რუსეთმა, ოკუპირებულმა აფხაზეთმა და ცხინვალმა საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტიები მოსთხოვეს
გადახედვა
-
ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე ეს კონკრეტული მაგალითი ყველასთვის მაქსიმალური სიფრთხილის "წითელი ალამია" — ივანე ჩხაიძე შავი ჭირის შემთხვევაზე
გადახედვა
-
ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს ფიზიკის დარგში 2026 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი გამოავლინეს
გადახედვა
კომენტარები