ლაშა ტყეშელაძე

25 Jul. 2025, 15:42

"მოვინახულე 4 დაკავებული. მათგან ერთ-ერთია დათუნა დანელია, რომელმაც მითხრა, რომ პოლიციელები იყვნენ დამცინავები, ისროდნენ შეურაცხმყოფელ სიტყვებს. მნიშვნელოვანია, რომ იქ იყვნენ ადამიანები ნიღბებით და არ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. იმის ნაცვლად, რომ ეს ადამიანები დაეკავებინათ, კანონიც მიიღეს, რომ შეკრება-მანიფესტაციის დროს არ შეიძლება მოქალაქეების ნიღბებით ყოფნა და ეს ადამიანები იყვნენ აგრესიულები, ესენი კი არ დააკავეს. დააკავეს ისინი, ვინც სოლიდარობის გამოსახატად იყვნენ მისულნი.

რამდენიმე ადამიანზე დაკავებისას ფიზიკურად იძალადეს. ერთ-ერთს, დაკავებისას, სახეშიც ჩაარტყა პოლიციის თანამშრომელმა ხელი. ერთ-ერთ დაკავებულ ბიჭს შეურაცხმყოფელი ტონით ეძახდნენ, რომ იყო "პრინცესა". ესაა ბიჭი, რომელიც გამოირჩევა თავისი მტკიცე ხასიათით და უნდოდათ, მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ.

ასევე, ერთ-ერთი დაკავებული თმით ათრიეს, პოლიციის მანქანისკენ წაიყვანეს თმით თრევით და ურტყამდნენ ფერდებში, რის შემდეგაც საჭირო გახდა შსს-ში მისთვის სასწრაფოს გამოძახება, მაგრამ აღარ წაჰყვა საავადმყოფოში, რადგან თქვა, რომ მას თუ გაათავისუფლებდნენ, მეგობრების გარეშე არ უნდოდა გასვლა და საბოლოოდ, ეს ადამიანი დააკავეს."

განაცხადა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ "პუბლიკასთან საუბრისას" მას შემდეგ, რაც მან თვალჭრელიძის ქუჩაზე დაკავებული 4 პირი მოინახულა.

ცნობისთვის, გუშინ თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე შენობიდან აღსრულების ბიურომ ოჯახები გამოასახლა.

აღსრულების პოლიციამ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ შენობა ავარიულია, რაც მოგვიანებით სამხარაულის ექსპერტიზამაც დაადასტურა.

სამართალდამცავებსა და მაცხოვრებლებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. მათ 17 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

გვიან ღამით, სპეციალურმა ტექნიკამ შენობის დემონტაჟიც დაიწყო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. გიგა ავალიანის საქმეზე არასრულწლოვანი ნ.ი. "ჯანმთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმედ დაზიანების წაქეზების" მუხლით დააკავეს — საქმის პროკურორი
  2. რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
  3. "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
  4. "თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა" განცხადებას ავრცელებს
  5. "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

მაყურებელი, რომელმაც სპაიდერმენის პრემიერისას მთელი დარბაზი დაასპოილერა, გალახეს

კინოთეატრში ფილმის პრემიერისას მისული მაყურებლები რომ არ უნდა დაასპოილერო, ეს ბევრი ჩვენგანისთვის დაუწერელი წესია. ამ…