3 ფილმი, რომელიც ომს ქალის პერსპექტივიდან დაგვანახებს
მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებზე შესაძლოა ითქვას, რომ დღეს არსებითად ახალი არაფერი ხდება. ამ ყველაფერს განსაკუთრებულობას, სიმძაფრესა და ემოციურობას მატებს, ერთი მხრივ, ის ტენდენციები, რომელთა საფუძველზეც ავაგეთ 21-ე საუკუნე როგორც იდეა — ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ზეობის ხანა (ამ კონსტრუქციის სიმტკიცე საკმაოდ შეირყა). მეორე მხრივ, ეს განცდები ამ კონფლიქტებში ჩართულობის (უარეს შემთხვევაში), ან მათთან სიახლოვის (უკეთეს შემთხვევაში) გამოც ჩნდება, მითუმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ გლობალიზაციის ეპოქაში როგორც კეთილდღეობის, ისე საფრთხეების მობილობა გაადვილებულია. შესაბამისად, ფრონტის ხაზთან სიახლოვის განცდა გაცილებით ადვილად გვეუფლება.
თუმცა საკომუნიკაციო არხების გამრავალფეროვნებამ და გაუმჯობესებამ წარსულის ანალოგიურ ტრავმულ გამოცდილებებთან დაახლოებაც გააადვილა. ფილმი ერთ-ერთია იმ მედია-პროდუქტთაგან, რომელიც ინახავს მეხსიერებას და მოვლენათა გარკვეულ პერსპექტივას გვიჩვენებს.
იმისათვის, რომ წარსული და მიმდინარე პრობლემატიკის ურთიერთკავშირი კიდევ ერთხელ გადავიაზროთ, გთავაზობთ 3 ფილმს, რომელიც ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა მასშტაბისა და სისასტიკის ომებზე ქალების პრიზმიდან გვიყვება
1. მიფრინავენ წეროები — The Cranes Are Flying
მიხეილ კალატოზოვის (კალატოზიშვილის) ფილმი, რომლის სიუჟეტი მთავარი გმირის, ვერონიკას ირგვლივ იშლება. ვერონიკასთვის ომი მისი იდენტობისა და ცხოვრებისეული გზის მთავარი მსაზღვრელი აღმოჩნდა. ფილმის განმავლობაში აშკარად ჩანს მისი განწყობების, დამოკიდებულებებისა და ხასიათის გრადაცია. ბედნიერების განცდით აღსავსე ვერონიკა თანდათან კარგავს იმ სინათლეს, რასაც სიყვარული ანთებდა მასში და მისი ყოფაც სხვების მსგავსად მოლოდინით, უიმედობით, დანაკარგითა და რუტინული ტანჯვით ივსება. რაც შეეხება დასასრულს, იგი აბსოლუტურად ღიაა ინტერპრეტაციისთვის და ვერონიკას ფსიქო-ემოციური მდგომარეობის ანალიზისთვის საინტერესო მინიშნებებს იძლევა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმში ნათლად ჩანს ომის ის თანმდევი უბედურებები, რაც მშვიდობიანობის ჟამსაც მხოლოდ ქალთა ყოველდღიურობისთვისაა რელევანტური. ის ტანჯვა და ნგრევა, რაც გარე სივრციდან იჭრება ქალის ყოფაში, მისი ისტორიული ხვედრის მატერიალიზებული სახეა.
ფოტო: The Cinephile Fic
ამრიგად, ქალურობა როგორც მძიმე ხვედრი და მისი რეპრეზენტაცია ომით, ტანჯვითა და განუკითხაობით მოცულ დროში აღნიშნული ფილმის ერთ-ერთი ძირითადი ლაიტმოტივია.
2. ომის ამბები, რომლებიც დედებს არასდროს მოუყოლიათ — War Stories Our Mothers Never Told Us
ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც "ზეპირი ისტორიის" მეთოდით გვამცნობს იმ ქალების პირად ისტორიებს, რომელთა ახალგაზრდობა, სასიყვარულო ურთიერთობები და პრინციპში, იდენტობა მეორე მსოფლიო ომს დაუკავშირდა.
ეს ამბები მეცნიერულად შესწავლილი ისტორიის ერთგვარი შემავსებლები არიან, ვინაიდან მათში გადმოცემულია პირადი პერსპექტივები, რომლებიც მჭიდროდაა გადაჯაჭვული თანადროულ სოციალურ, პოლიტიკურ თუ მორალურ პარადიგმებთან.
ფოტო: Gaylene Preston Production
ფილმის გმირების მიერ მოწოდებული ფოტოები და ამბები ერთგვარ არქივს ქმნის, რომლითაც მეორე მსოფლიო ომის არა საბრძოლო, არამედ ყოფითი და ადამიანურ განცდებთან დაკავშირებული სურათის ხელახალი რეკონსტრუქცია ხდება შესაძლებელი. შეიძლება ითქვას, რომ ომზე რეფლექსიისას ამ ისტორიებს განსხვავებული და მნიშვნელოვანი პერსპექტივა შემოაქვთ, ვინაიდან ისინი საზოგადოების წევრების — ქალების ხვედრზე, მათ ცხოვრებაში ომის წარუშლელ კვალზე მოგვითხრობს.
3. სამასთვის — For Sama
დოკუმენტური ფილმი, რომელიც სირიის სამოქალაქო ომთან, ალეპოს ალყასთან არის დაკავშირებული. ფილმი გადაღებულია ერთ-ერთი რეჟისორის — ვაად ალ-ხატიბის მიერ. იგი ფაქტობრივად ავტობიოგრაფიაა და ალ-ხატიბის ცხოვრებას მისი სტუდენტური აქტივიზმის პერიოდიდან ჰყვება.
ფილმის პერსპექტივა საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ერთი მხრივ, იგი ომში მცხოვრები ქალების ყოფასა და პრობლემებს ასახავს და ამასთან, თვალსაჩინოა, როგორ გახდა ომის ტრაგედია და თანმდევი გამოწვევები თვითგამორკვევის საშუალება რეჟისორისთვის. მეორე მხრივ, იგი ცდილობს კაცების ყოფა და განცდები უფრო გასაგები გახადოს მაყურებლისთვის, რაც უჩვეულოა, განსაკუთრებით ომის კონტექსტში.
ამ კუთხით, შეიძლება ითქვას, რომ ფილმი არ არის გენდერულად მარკირებული, ვინაიდან იგი სხვადასხვა რაკურსს გვთავაზობს. თუმცა, იმ ყველაფერმა, რაც კადრებითაა გადმოცემული, მთლიანად განსაზღვრა ალ-ხატიბის ცხოვრება, მაშასადამე, როგორც უკვე აღინიშნა, ფილმი მისი ავტობიოგრაფიაა. ლიტერატურაში ზოგიერთი მკვლევარი ავტობიოგრაფიას ქალთა ლიტერატურულ გვარადაც კი მიიჩნევს. ეს მიდგომა შეგვიძლია ამ ფილმთან მიმართებითაც გამოვიყენოთ. ამასთან, ის ყველაფერი, რასაც ვხედავთ, ვისმენთ და განვიცდით, სწორედ ქალის მიერ დაპრიორიტეტდა და გაჩნდა ამ ფილმში. ამრიგად, ფილმს "ქალის კალამი" წერს.
ფოტო: MUBI
"სამა, ეს ფილმი შენთვის გადავიღე. მინდა გაიგო, რატომ მივიღეთ მე და მამაშენმა ეს გადაწყვეტილება, რისთვის ვიბრძოდით", — ფილმის გადაღების მიზანი თავადვე ახსნა ალ-ხატიბმა. ეს სათაურშიც შეინიშნება და ეს ორი კომპონენტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად პირადულია მთელი ის ამბავი, რასაც გვიზიარებს. მიუხედავად ამისა, ფილმში არ იგრძნობა განსაკუთრებული აქცენტი პირად ტრავმებზე. მასში თანაბრადაა ასახული თითოეული მსხვერპლის ტრაგედია.
ამრიგად, ეს არ არის შეტყობინება მხოლოდ შვილისთვის. ეს არის შეტყობინება მსოფლიოსთვის, რომელსაც ალ ხატიბი ომის, ბრძოლისა და თვითგადარჩენის ცოცხალ კადრებზე დაფუძნებულ ქალურ პერსპექტივას სთავაზობს.
აღსანიშნავია, რომ ფილმის მნიშვნელოვანი თანმდევი პროცესი იყო მოძრაობა სამასთვის (Action For Sama) დაარსება, რომელიც სირიის კონფლიქტის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და რეჟიმის მსხვერპლთა ხმის გაჟღერებას ემსახურება.
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
პროკურატურის განცხადებით, არ დადასტურდა ის, რაც მთელმა ქვეყანამ ნახა, ყველამ კარგად აღიქვა — გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის განცხადებით, არ დადასტურდა ის, რაც მთელმა ქვეყანამ ნახა, ყველამ კარგად აღიქვა — გიორგი დავითაძის ადვოკატი
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა
-
საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს საფრანგეთში გამომძიებლებმა რენუარის ორი მოპარული ტილო იპოვეს
გადახედვა
-
სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს სენსორული ლეპტოპი და OLED iPad Mini — Apple ოქტომბერში დიდ სიახლეებს გვიმზადებს
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა თეგეტა ჰოლდინგმა სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
-
შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით შეიძინეთ RKENA-ს ბილეთები საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით და ისარგებლეთ 20%იანი ფასდაკლებით
-
ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას" ბერდია სიჭინავა: "[ე.წ. ჩორჩანას საქმეზე] დოკუმენტებზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ვამტკიცებთ გიორგი გახარიას უდანაშაულობას"
გადახედვა
-
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატად სამხრეთ აფრიკელი ნავი პილაი დასახელდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს ნიდერლანდების პარლამენტი მთავრობას მოუწოდებს, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სტრასბურგში საჩივარი შეიტანოს
გადახედვა
კომენტარები