ზურაბიშვილის თქმით, შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ SIDA-მ "ქართულ ოცნებას" ყველანაირი დახმარება შეუჩეროს
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შვედეთის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტომ (SIDA) "ქართულ ოცნებას" ყველანაირი დახმარება შეუჩეროს.
ზურაბიშვილის თქმით, შვედეთის პრემიერ ულფ კრისტერსონისგან წერილი მიიღო და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ სწორედ იქ წერია.
შვედეთის პრემიერის წერილი
"მინდა გაგაცნოთ შვედეთის პრემიერის წერილი, რომელიც მივიღე პერსონალურად. ის გამოთქვამს ძალიან დიდ წუხილს იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით. რომ რეალურად, სამოქალაქო სივრცე ძალიან შეზღუდულია და კიდევ უფრო იზღუდება. ამასთან, ის რომ ეს არ შეეფარდება არც ევროკავშირის ღირებულებებს და არც საქართველოს გზას ევროპისკენ. პასუხად შვედეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეეწყვიტა ერთ-ერთი მთავარი დონორის ყველანაირი დახმარება საქართველოს ე.წ მთავრობისთვის. თუმცა შვედეთი გამოხატავს მზადყოფნას, რომ დარჩეს მხარდამჭერი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და მისი ევროპული გზის; რომ დარჩეს, როგორც დონორი, ოღონდ სამოქალაქო საზოგადოებისთვის. [წერილში აღნიშნულია, რომ] ამ კუთხით, ჩვენ ვაკვირდებით დღევანდელ კანონმდებლობას, რომ გავიგოთ რა ფორმით უნდა გავაგრძელოთ ეს მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვისო. ამასთან ის, რომ ჩვენ, ევროპის სხვა ქვეყნები, გავაგრძელებთ საქართველოს მდგომარეობის ამ მკაფიო დაკვირვებასო. ვრჩებით, როგორც დიდი მხარდამჭერი მოსახლეობის და მისი ევროპული გზის, მისი დემოკრატიული განვითარების. ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგას აუცილებელი ნაბიჯები, რათა დასრულდეს კრიზისი და დაბრუნდეს ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების. ამ კრიზისიდან გამოსვლა ჩვენ კარგად ვიცით, რომ არის ერთი და მხოლოდ ერთი - ახალი საპარლამენტო არჩევნები. არც ერთ სხვა ფორმას, არც ერთი სხვა არჩევნების ჩატარებას არ აქვს უნარი, რომ ამ ქვეყანაში დაასრულოს ანტიდემოკრატიული რეჟიმი, ანტიამერიკული, როგორც ამერიკელებმა თქვეს და ანტიევროპული, როგორც ევროპელები ამბობენ. ერთადერთი მშვიდობიანი გზა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები", — განაცხადა საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე (ტექსტს IPN ავრცელებს).
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა აზერბაიჯანმა იმ საბადოებიდან დაიწყო ოქროს მოპოვება, რომლებსაც მანამდე სომხეთი აკონტროლებდა
გადახედვა
-
ატომის შიგნით — როგორ აღმოვაჩინეთ მატერიის კიდევ უფრო მცირე ნაწილაკები ატომის შიგნით — როგორ აღმოვაჩინეთ მატერიის კიდევ უფრო მცირე ნაწილაკები
გადახედვა
-
Apple-მა ძველი აიფონები გაიაფების ნაცვლად გააძვირა Apple-მა ძველი აიფონები გაიაფების ნაცვლად გააძვირა
გადახედვა
კომენტარები