თამაზ ელიზბარაშვილმა დაკითხვის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
16 სექტემბერს ცხოველთა უფლებადამცველი თამაზ ელიზბარაშვილი გამომძიებელმა დაკითხა, რის შემდეგაც მან შიმშილობა შეწყვიტა — ამის შესახებ ადვოკატმა ლექსო სვიმონიშვილმა NEWS.On.ge-ს განუცხადა.
ელიზბარაშვილი ციხიდან გამოგზავნილ წერილებში გამომძიებლის მიერ დაკითხვას ითხოვდა იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რის გამოც დააკავეს.
"დღეს შიმშილობის მე-7 დღეა. ვიღაცას ალბათ გაუჩნდება კითხვა, რატომ შიმშილობს ეს კაციო? ვშიმშილობ მხოლოდ ერთი მოთხოვნის გამო: "დამკითხოს გამომძიებელმა". უკვე ორი კვირაა დაპატიმრებული ვარ და ჯერ არ დავუკითხივარ გამომძიებელს და იცით რატომ? იმიტომ, რომ ჩემი დაკითხვის შემდეგ ფარდა აეხდება ამ შეკერილ ცრუ საქმეს და დადგინდება სიმართლე და ჩემი უდანაშაულობა," — წერდა ელიზბარაშვილი 16 სექტემბერს გამოქვეყნებულ წერილში მანამ, ვიდრე მას დაკითხავდნენ.
ცხოველების უფლებადამცველი 13 სექტემბრით დათარიღებულ წერილში კი, ციხეში არასათანადო პირობებზე და დაკავებისას პოლიციის მხრიდან ძალადობაზე წერს.
"ჩემი წამება გაგრძელდა გლდანის ციხეში. ბუნებრივია უდანაშაულო კაცი იბრძვის სიმართლისათვის და 9 სექტემბერს გამოვაცხადე შიმშილი. გადამიყვანეს სამარტოო 53-ე საკანში, სადაც ფანჯარას მინები არ აქვს. არც ტელევიზორი, არც რადიო, არც საპონი, პირსაპარსი, სარკე, სავარცხელი, ფრჩხილის საჭრელი და არც მადუღარა. შიმშილის მე-4 დღეს, პატივი დამდეს და მადუღარა შემომიტანეს საკანში. მარტო წყალს ვსვამ, საკანში მხოლოდ ცივი წყალია და აი მადუღარით თბილი წყალი მიირთვიო," — წერს ელიზბარაშვილი [ტვ პირველი]
ცნობისთვის, 1-ელ სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს, მანამდე სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს მის ავტომობილში. როგორც პოლიციელები ადგილზე აცხადებდნენ, იარაღს ეძებდნენ. ამას კი წინ უძღოდა რესტორანში მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება ელიზბარაშვილსა და 7 პირს შორის. პროკურატურის ცნობით, მომხდარი სიტყვიერი კონფლიქტის დროს, თამაზ ელიზბარაშვილი დაემუქრა დაზარალებულს და მასთან ერთად მყოფ პირებს.
4 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ცხოველების უფლებადამცველს და ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
9 სექტემბერს პატიმრობაში მყოფი ცხოველების უფლებადამცველმა თამაზ ელიზბარაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც წერდა, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეზე ვრცლად იხილეთ აქ.
-
ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის ანგარიშის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება ვიქტორ ყიფიანი: კობახიძის ანგარიშის მოსმენისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ "დაშლა-არ მოშლის" სადღეგრძელოს სვამდა — ის გვემშვიდობება
გადახედვა
-
5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ 5 რამ, რაც კიბოს რისკს ზრდის, თუმცა ყოველდღიურად მოვიხმართ
გადახედვა
-
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფროსად ზაზა კვიციანი დანიშნეს
გადახედვა
-
ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი? ქვიზი: მაკის რომელი თანამშრომელი იქნებოდი?
-
პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია პრემია ლიტერას ფინალისტები დასახელდნენ — ნახეთ სია
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით ქვიზი: გამოიცანი ფილმი შემოდგომის სცენით
-
BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს BS/2-მ და SUNMI-მ საქართველოში პირველი SUNMI Home გახსნეს
-
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
-
OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები OpenAI-მ ერთდროულად 722 მათემატიკური აღმოჩენა გამოაქვეყნა — აი, რას ფიქრობენ სპეციალისტები
გადახედვა
-
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული მობაილბანკის სექტემბრის განახლებები — კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული
-
თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები თურქეთში, ქალაქ ხოფასთან მეწყერს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაზიანდა ტრაილერები
გადახედვა
-
დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC დეესკალაციის ოთახებსა და საკნებში პატიმრების 72 საათზე მეტხანს დატოვების შემთხვევები ფიქსირდება — SJC
გადახედვა
-
პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო პროკურატურამ სერგეი ყანჩელის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება The Shining-დან ჯეკ ნიკოლსონის ნაჯახი აუქციონზე გაიყიდება
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით? სალომე ზურაბიშვილი: ოცნების წარმომადგენლებმა დაუსვეს თავიანთ "მეგობარ" რუსეთს კითხვები შავ ჭირთან დაკავშირებით?
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ? ქვიზი: რომელი ტიპის სტუდენტი ხარ?
-
"მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს "მეც ვიტყვი: სომხეთი რუსეთად არ უნდა გადაიქცეს" — ფაშინიანი მედვედევს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა საქართველოს ბანკმა, ბიზნესის მხარდასაჭერად, IFC-სგან 118 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა
-
ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა ყაზახეთის პრეზიდენტი "ტრამპის მარშრუტის" "შუა დერეფანთან" ინტეგრაციის განხილვის ინიციატივით გამოვიდა
გადახედვა
-
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისა და ადგილის გადაცემის ბრალდებით 21 პირი დააკავეს და 11 ობიექტი დაილუქა
გადახედვა
-
ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა ანრი კაგანი: ის, რაც მოულოდნელია, ზოგჯერ უფრო საინტერესოა
გადახედვა
კომენტარები