ჯერ საქართველოს საერთაშორისო მდივანი ნიკოლოზ ხატიაშვილი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმყოფება და შეხვედრებს მართავს უნგრეთის პარლამენტში და მათ შორის მმართველი პარტია ტისას წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე განიხილავენ ტისას გამოცდილებას არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველო-უნგრეთის სამომავლო ურთიერთობებს და ევროპული უსაფრთხოების საკითხებს და ტისას და ჯერ საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.

"მაშინ, როდესაც ქართული ოცნება ასე მონდომებით ანგრევს საერთაშორისო ურთიერთობებს და იზოლაციაში აქცევს ქვეყანას, ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ კონტაქტები, რათა შემდგომში შევძლოთ ამ კონტაქტების მყისიერად აღდგენა და არაფერმა შეგვიშალოს ხელი ევროპული ოჯახის წევრობაში", — აცხადებს ნიკოლოზ ხატიაშვილი.