„ღამის მგლები“ და ყოველდღიური ოკუპაცია
ფოტო: ამერიკის ხმა
შენიშვნა: სტატიაში რესპონდენტის, ირაკლი ყიფიანის მიერ, სამედიცინო დიაგნოზი "შიზოფრენია" გამოყენებულია შეურაცხყოფის მიზნით. აღნიშნული ტერმინის გამოყენება ვინმესთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად On.ge-ს რედაქციისთვის მიუღებელია, რადგან ის ხელს უწყობს იმ ადამიანთა მიმართ სტიგმის გაძლიერებას, რომლებიც აღნიშნული დიაგნოზით ცხოვრობენ.
„ღამის მგლები“ საქართველოში აღარ შემოვლენ, რითაც განაწყენდნენ ადამიანები, ვინც მათ მასპინძლობას ჩვენს ქვეყანაში აპირებდა.
„ღამის მგლები“ რუსი ბაიკერების ორგანიზაციაა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების კეთილგანწყობითა და სიმპათიით სარგებლობს. მათი საქმიანობა მოტოციკლეტების სიყვარულს სცდება და პოლიტიკურ დატვირთვას ატარებს. საქართველოში ისინი 9 მაისისთვის, ფაშიზმზე გამარჯვების დღისთვის, ჯგუფურ სტუმრობას გეგმავდნენ.
ამერიკის ხმა მათ მასპინძელს, რუსულ-ქართული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ირაკლი ყიფიანს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ „ღამის მგლები“ ვიზიტს კონფლიქტის ზონის სოფლებშიც გეგმავდნენ, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს იბომბებოდა: „არანაირი რუსეთის ძალისმიერი ქმედებების შედეგად არ ქცეულან ადამიანები დევნილებად. ისინი დევნილებად იქცნენ შიზოფრენიკი (ტექსტის ავთენტურობა დაცულია – ნ.დ.) მიშა სააკაშვილის მიერ მიღებული შიზოფრენიკული (ტექსტის ავთენტურობა დაცულია – ნ.დ.) გადაწყვეტილებების შემდგომ, რომელსაც ძალიან დიდ სტიმულირებას უკეთებდა ასევე შიზოფრენიკი (ტექსტის ავთენტურობა დაცულია – ნ.დ.) მაკკეინი, რომელიც მფარველობდა მიშა სააკაშვილს. არანაირი რუსული აგრესიის გამო არ არიან ისინი დევნილები. თქვენ ჰკითხეთ თვითონ ამ ადამიანებს, რუსეთის აგრესიის გამო არიან დევნილები? ჩვენ რომ ჩავდივართ კონფლიქტის ზონაში, ბერშუეთის სკოლაში მოსახლეობას რომ შევხვდით და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ვსაუბრობდით და დევს ეს ჩანაწერები, ამ ხალხს ძალით ვალაპარაკებდით? ომის დროს ეს ხალხი ხომ იქ ცხოვრობდა? ჩაბრძანდით თქვენ თვითონ და დაელაპარაკეთ, გამოკითხეთ ობიექტურად. ეს ხალხი თვითონ ჰყვებოდა ამ ომის ამბებს“.
ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ ამ რეგიონში პრორუსული განწყობა დომინანტურ პოზიციებს იკავებს და ამ განცხადებას ამყარებს იმ ფაქტების ჩამოთვლით, რასაც მისი ორგანიზაციის თაოსნობით კონფლიქტის ზონაში ჰქონდა ადგილი: „ნატო, ნატოს ძახილი საქართველოს ღუპავს და მას საქართველოსთვის არანაირი პოზიტიური შედეგი არ მოაქვს: ნატოც არ გვიღებს, რუსეთიც ღიზიანდება. რუსეთისთვის მთავარი პრობლემა არის ნატო. ბაიკერები უნდა შეგვეხვედრებინა ვეტერანებისთვის. კონფლიქტის ზონის სოფლებიდან: დირბიდან, ავლევიდან, კნოლევიდან, ბერშუეთიდან სკოლის მოსწავლეები ჩამოგვყავდა, ვეტერანებთანაც, ბაიკერებთან ერთად უნდა წაგვეყვანა ჩვენს მიერ შერემონტებულ მემორიალურ დაფასთან, უნდა დაგვესუფთავებინა იქ ტერიტორია. არავინ აპირებდა პუტინის პლაკატით სიარულს. ჩვენ, საერთოდ, არანაირი დროშით სიარულს არ ვაპირებდით, ვამბობთ მხოლოდ იმას, რომ უნდა აღდგეს მეგობრული ურთიერთობები ჩვენსა და რუსეთს შორის“.
სოციალურ ქსელებში „ღამის მგლების“ვიზიტის წინააღმდეგ მასობრივი კამპანია დაფიქსირდა. ირაკლი ყიფიანი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამერიკის ელჩის დირექტივებს ემორჩილება, რის საილუსტრაციოდაც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება მოჰყავს. გიორგი მღებრიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ საკითხზე მხოლოდ ერთ წინადადებიანი კომენტარი გააკეთა: „არ მოდიან, დამშვიდდით".
შსს-ს წარმომადგენელი შალვა ხუციშვილი კი აცხადებს: „საქართველოში უცხოელთა შემოსვლას, გასვლას და მათ აქ ყოფნას არეგულირებს კანონი, რომლის საფუძველზეც მოხდა იმ გადაწყვეტილების მიღება, რაც მიღებულ იქნა. მესაზღვრეს აქვს დისკრეცია გამოკითხოს ქვეყანაში შემომსვლელს მგზავრობის მიზანი, სხვა ინფორმაცია და ამის შესაბამისად მიიღოს გადაწყვეტილება. ერთ-ერთი საფუძველი ეს იყო და ამ ნორმაზე დაყრდნობით იქნა გადაწყვეტილება მიღებული“.
ნინო ნიპარიშვილი კასპში მრავალპროფილიანი სკოლა-გიმნაზიის დირექტორის მოადგილე და სამოქალაქო განათლების პედაგოგია. მისი და მისი მეგობრების ინიციატივით სკოლაში ოკუპაციის მუზეუმი განთავსდა. ჩვენთან საუბრისას ის ამბობს, რომ კასპთან ოკუპაციის ხაზი 15 კილომეტრში გადის, ამიტომ მნიშვნელოვანია მოსწავლეებმა იცოდნენ რეალური ისტორია. თავად სკოლა საბჭოთა მილიციის ყოფილ შენობაშია განთავსებული, რომლის სატუსაღო და საწამებელი ოთახები ახლა სკოლის სარდაფს წარმოადგენს. მასში ოკუპაციის მუზეუმის შოურუმია განთავსებული. „ამ რამდენიმე წლის წინ სასწავლო ვიზიტით მომიწია წასვლა პოლონეთში. იქ გავეცანი ადგილობრივ გამოცდილებას, თუ როგორ ასწავლიან ისტორიას, სამოქალაქო განათლებას, საზოგადოებრივ მეცნიერებებს. ისტორიის გაკვეთილებს ხშირად საკონცენტრაციო ბანაკებში უტარებენ მოსწავლეებს, რაც შემეცნების პროცესს გაცილებით ინტერაქტიულსა და საინტერესოს ხდის. ამის შემდგომ უფრო გამიმძაფრდა სურვილი იმისა, რომ ჩვენ საგანმანათლებლო სისტემაში მსგავსი პრაქტიკა დამემკვიდრებინა. საჯარო სკოლებს თუ არა, კერძო სკოლებს მაინც გვაქვს გარკვეული ლავირების შესაძლებლობა ამ თვალსაზრისით. დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა. თავიდან მცირე გრანტი მოვიპოვეთ, ახლა უკვე მუზეუმი ფუნქციონირებს ჩვენს სკოლაში.“
ნინო ნიპარიშვილი პრორუსული პოლიტიკის გამტართა მიმართ გულგრილი არაა და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებაც შეუვალი უნდა იყოს მსგავს შემთხვევებში: „რატომ უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში ის ადამიანები, ვინც ჩვენს სუვერენიტეტს პატივს არ სცემს? როდესაც აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია, ყოველდღიურად გადმოიწევა საზღვარი,ვართ დაუცველები, როდესაც ერთ დღეს ჩემი ეზო შეიძლება იყოს ჩემი, მეორე დღეს კი ის შეიძლება უკვე საზღვარს მიღმა მოყვეს, რატომ უნდა მივცეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფის უფლება სხვებს? ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ ყველა ზომა გამოიყენოს და მსგავსი ვიზიტები აღკვეთოს“.
„ღამის მგლები“ საქართველოში ამჯერად არ შემოვლენ და არც საბჭოთა სიმბოლიკისა და გეორგიევსკის ლენტებს წარმოადგენენ. სამაგიეროდ, ისინი ღონისძიებას სევასტოპოლში გეგმავენ, სადაც ქართველი პრორუსული ორგანიზაციებიდან 40 წარმომადგენელიც შეუერთდება. მათი ფრენა დღესაა დაგეგმილი.
-
აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია აღმოჩნდა, რომ სიცოცხლეს დნმ-ის წარმოქმნა მისი ნიმუშის გარეშეც შეუძლია
გადახედვა
-
სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს სნოს საჯარო სკოლაში თანხების არამიზნობრივ ხარჯვას მუნიციპალური განვითარების ფონდი უარყოფს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე ირმა ინაშვილი: მე ღარიბაშვილს მეგობრულად ვურჩევ: რაც სათქმელია, თქვას ბოლომდე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის საქართველოს ბანკის სტიპენდია ახალგაზრდებისთვის ფოთის საჭადრაკო კლუბში — შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის
-
გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული გივი მიქანაძე: იწყება მუშაობა იმ სახელმძღვანელოებისთვის, რომელიც რეპეტიტორიუმისთვის უნდა იყოს გამოყენებული
გადახედვა
-
ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს ენდრიუ გარფილდის თქმით, ჰოლივუდის დატოვებაზე ხშირად ფიქრობს
გადახედვა
-
Supernatural-ის ისტორია გრძელდება — ახალი კომიქსი 26 აგვისტოს გამოვა Supernatural-ის ისტორია გრძელდება — ახალი კომიქსი 26 აგვისტოს გამოვა
გადახედვა
-
გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები გივი მიქანაძე: ჩემი ინფორმაციით, სკოლებს უკვე შეძენილი აქვთ მობილური ტელეფონის შესანახი ყუთები
გადახედვა
-
კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს კიევში გამართულ SFLG Global Platform-ის VI სამიტში თამარ ბაგრატიონი მონაწილეობს
გადახედვა
-
მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მარგარეტ ქუალის ფეხშიშველა სანდლებმა ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია
გადახედვა
-
ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს ბრიტანეთში ატეხილი აჟიოტაჟის გამო, მეგან მარკლი სამსახიობო კარიერას შესაძლოა აღარ დაუბრუნდეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჯაზ-მუსიკოსების უნიკალური ხელწერები გაშიფრეს
-
მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს მეცნიერებმა მინიატიურული ტვინები შექმნეს, რომლებიც დროის გასვლას აღიქვამს
გადახედვა
-
როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"? როგორ ეხმაურებიან ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ ბრალს "ოცნებაში"?
გადახედვა
-
ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება
გადახედვა
-
სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა სსე-ის ხელმძღვანელის პოსტზე ვანო ზარდიაშვილი დავით ვარდიაშვილმა შეცვალა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა
გადახედვა
-
ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი კაცის ცხედარი იპოვეს — ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლეს
გადახედვა
-
750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა 750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა
გადახედვა
კომენტარები