რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
"თეგეტა ჰოლდინგი" საქართველოს ბანკის კამპანიას — "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" შეუერთდა და პარტნიორობისთვის პარალიმპიელი ჩემპიონი გვანცა ზადიშვილი შეარჩია. ინიციატივის მიზანია პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ბრენდების ჩართულობით მათი ხილვადობის გაზრდა.
გვანცა ზადიშვილი მსოფლიო თასის გამარჯვებული და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის მედალოსანია. 2023 წელს პიზაში გამართულ მსოფლიო თასზე მან, ირმა ხეცურიანთან და ნინა თიბილაშვილთან ერთად, გუნდურ შეჯიბრებაში ოქროს მედალი მოიპოვა. ამის შემდეგ გვანცამ ინდივიდუალურ ასპარეზზეც არაერთ წარმატებას მიაღწია, 2026 წლის ივნისში კი მერსინში ხმლით ფარიკაობაში კიდევ ერთ ოქროს მედალს დაეუფლა.
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
გვანცა ზადიშვილი, პარალიმპიელი ჩემპიონი: "ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და, ამავდროულად, ძალიან ემოციური მომენტია, რომ "თეგეტამ" პარტნიორობისთვის ამირჩია. ეს ნიშნავს, რომ ჩემი შრომა, მიღწევები და ის გზა, რომელიც ამ შედეგებამდე გავიარე, ადამიანებმა და კომპანიამ დაინახეს და დააფასეს. ჩემთვის, როგორც სპორტსმენისთვის, ასეთი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. როცა იცი, რომ გვერდით გიდგას ბრენდი, რომელსაც შენი სჯერა, ეს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას გაძლევს, მეტი იშრომო და ახალი მიზნები დაისახო.
განსაკუთრებით მიხარია, რომ საზოგადოება, სპორტულ შედეგებთან ერთად, ჩემს ისტორიასაც გაიცნობს – იმ გზას, რომელიც მედლებამდე გავიარე. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა დაინახონ არა მხოლოდ გამარჯვების მომენტი, არამედ ის შრომა, სირთულეები და ბრძოლაც, რომელიც თითოეული წარმატების უკან დგას. ჩემთვის ეს მხარდაჭერა ამ ყველაფრის აღიარებაა და ძალიან მიხარია, რომ ამ გზაზე ახლა "თეგეტა" ჩემ გვერდით იქნება".
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
"თეგეტა ჰოლდინგისთვის" საქართველოს ბანკის ინიციატივაში მონაწილეობა ინკლუზიური და თანასწორი გარემოს მხარდაჭერის კიდევ ერთი შესაძლებლობაა. კომპანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სპორტის ხელშეწყობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მიზანდასახული ადამიანების ისტორიების საზოგადოებისთვის გაცნობას საკვანძო მიმართულებებად მიიჩნევს.
მარიამ ჯაფარიძე, "თეგეტას" CSR კოორდინატორი: "ჩვენთვის საინტერესოა ისეთი ინიციატივები, რომლებიც ბევრ ინდივიდსა და კომპანიას ერთი მიზნის გარშემო აერთიანებს. "თეგეტას" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებაც, მათ შორის Tegeta Care-ის პლატფორმა, სწორედ თანამოაზრეების გაერთიანებასა და საზოგადოებისთვის ფასეული ინიციატივების მხარდაჭერას ემსახურება. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, საქართველოს ბანკის კამპანიის ნაწილი გავმხდარიყავით.
ვფიქრობ, პარალიმპიელი ჩემპიონები სპორტულ შედეგებზე ბევრად მეტს გვიმტკიცებენ — მათი გამარჯვებები შეუპოვრობისა და მიზნისკენ სწრაფვის ნათელი მაგალითია. რაც უფრო ხილული იქნება ეს გზა და რაც უფრო მეტი კომპანია თუ ადამიანი დაუდგება მათ გვერდით, მით უფრო გაიზრდება მათი მხარდაჭერის შესაძლებლობები.
გვანცას ისტორია გვაჩვენებს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევაა შესაძლებელი მაშინ, როცა მიზნისკენ შეუჩერებლად მიდიხარ. გვჯერა, რომ ამ წარმატებებისა და გამარჯვებების გზაზე მასთან ერთად კიდევ უფრო მეტს გავივლით".
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
გვანცა ზადიშვილის სპორტული მიღწევებისა და ისტორიის მხარდაჭერა "თეგეტას" მიმდინარე კამპანიის — "გაიარე მეტი" — იდეასაც ეხმიანება. კომპანიისთვის პარტნიორობა მხოლოდ მიღწეული შედეგების აღიარებას არ ნიშნავს და მიზნად ისახავს იმ გზის მხარდაჭერასაც, რომელიც მომავალ მიზნებსა და გამარჯვებებამდე მიდის.
საქართველოს ბანკის კამპანია — "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" — ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონების ცნობადობისა და ხილვადობის გაზრდას ემსახურება. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომლის ვიზუალებიც ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკაზეა დაფუძნებული. თითოეულ ფოტოში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია და მას მთავარი კითხვა იკავებს — "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" იდეა ქართული კომპანიებისთვის ერთგვარი გამოწვევის შექმნაა — შეავსონ ეს სივრცე და პარასპორტსმენებთან პარტნიორობა დაიწყონ.
ფოტო: თეგეტა ჰოლდინგი
მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდმარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი: "ჩვენი, როგორც საქართველოს პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორის, უმთავრესი მისიაა, ქართველმა პარასპორტსმენებმა მიიღონ ის ყურადღება და აღიარება, რომელსაც საკუთარი უდიდესი შრომითა და მიღწევებით იმსახურებენ. დღეს სპორტსმენების ხილვადობასა და პოპულარობას მხოლოდ მედლები აღარ განსაზღვრავს — ამ პროცესში უდიდესი როლი აქვს ბიზნესსექტორთან თანამშრომლობასა და პარტნიორობას. სწორედ ამიტომ შევქმენით კამპანია - "რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?" — რომელიც ქართული კომპანიებისთვის ერთგვარი გამოწვევაა — შეავსონ სარეკლამო ვიზუალებზე დატოვებული ცარიელი ადგილი და გახდნენ ჩემპიონების მხარდამჭერები.
"თეგეტას" სახით პროექტში კიდევ ერთი ძლიერი და მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბრენდის შემოერთება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათი თანამშრომლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ბიზნესი მზად არის, აქტიურად ჩაერთოს უფრო თანასწორი, ინკლუზიური და მხარდამჭერი გარემოს შექმნაში. პროექტში უკვე 15-მდე კომპანიაა გაერთიანებული, რაც იმედს გვაძლევს, რომ ეს ტენდენცია კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს და ბევრი ბრენდი უპასუხებს მთავარ შეკითხვას — რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?"
პარალიმპიელი ჩემპიონი გვანცა ზადიშვილი უკვე "თეგეტასთან" ერთად განაგრძობს სპორტული კარიერის გზაზე სვლას, რომელიც ახალი მიზნებისა და გამარჯვებებისკენ მიდის. კომპანიასთან ერთად კი გვანცას სპორტული გზის მხარდაჭერა tegeta.care-ის პლატფორმის დახმარებით რიგით ადამიანებსაც შეეძლებათ.
"თეგეტა ჰოლდინგის" შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით "თეგეტას" 28 სერვისცენტრი აქვს. "თეგეტა" ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentley, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. "თეგეტა" მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. "თეგეტა ჰოლდინგი", 3 000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან ახალი სუს-ის უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან ახალი სუს-ის უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ? DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ?
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები)
გადახედვა
-
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს — სიაში 1 576 პირია ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს — სიაში 1 576 პირია
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე "სმარტ სოლუშენსი" მეხუთედ დააჯარიმა
გადახედვა
-
რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს რუსი მილიარდერი ირაკლი კობახიძის მიერ რუსოფობიის შესახებ გაკეთებულ განცხადებას იწონებს
გადახედვა
კომენტარები