ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
ფოტო: სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (CSTO) გარიცხვით არავინ უნდა შეგვაშინოს: თუ მათ ჩვენი გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ, — ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 17 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და NEWS.am-ის კორესპონდენტის კითხვას უპასუხა.
ფაშინიანმა ასევე ისაუბრა რუსულ ბაზაზე, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზეა და აღნიშნა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ეს ბაზა "არაფერს აკეთებს". მისივე თქმით, თუ მათ ქვეყანაში დარჩენა სურთ, სომხეთი მზადაა იმ ბაზის ქვეყნის ტერიტორიაზე არსებობის პირობებზე იმსჯელოს, რომელიც სომხეთს "არ სჭირდება".
"ჩვენი პოზიცია ასეთია: თუ მათ ჩვენი გარიცხვა უნდათ, ჰქონდეთ ამის ნება. თუ ჩვენი გარიცხვა არ უნდათ, მაშინ ნუ გაგვრიცხავენ. ჩვენ სომხეთში მოქმედი რუსული სამხედრო ბაზის საკითხი განსახილველად არასდროს წამოგვიწევია. ახლა ეს საკითხი რუსეთმა წამოჭრა და ჩვენც ჩვენს პოზიციას ამ განხილვის გარშემო ვაგებთ. ვამბობ, რომ 102-ე სამხედრო ბაზამ და 2022 წლის სექტემბრის მოვლენებმა აჩვენა, რომ იგი სომხეთის უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის. ახლა მათ ეს საკითხი განსახილველად წამოსწიეს — ძალიან კარგი. არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ ჩვენს რომელიმე ოფიციალურ პირს მსგავსი კითხვა რუსეთის რომელიმე წარმომადგენლისთვის დაესვას ან ასეთი თემა წამოეჭრას. ამაზე საჯაროდ არც ჩვენ ვისუბრეთ. ახლა, თუ ისინი გასვლას გადაწყვეტენ, ჩვენ წინააღმდეგნი არ ვიქნებით. პირდაპირ ვამბობ: 102-ე სამხედრო ბაზის ყოფნა სომხეთის უსაფრთხოებისთვის არაფერს აკეთებს. ეს 2022 წლის სექტემბრის მოვლენების დროსაც ვნახეთ. ჩვენ სამხედრო ბაზა არ გვჭირდება. რუსეთი მეგობრული ქვეყანაა; თუ მათ გასვლა სურთ, გააკეთონ ეს თუნდაც ხვალვე. თუ დარჩენა სურთ, მზად ვართ ვიმსჯელოთ იმ ბაზის ყოფნის პირობებზე სომხეთის რესპუბლიკაში, რომელიც არ გვჭირდება", — აღნიშნა ფაშინიანმა.
ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია მთავრობათაშორისი სამხედრო ალიანსია. იგი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების გაგრძელებას წარმოადგენს, რომელსაც ხელი მოეწერა 1992 წლის 15 მაისს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, რუსეთის, სომხეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის მთავრობების მეთაურების მიერ. ამჟამად კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში შედის ბელარუსი, რუსეთი, სომხეთი, ტაჯიკეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ? DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქვეყნები)
გადახედვა
-
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს — სიაში 1 576 პირია ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს — სიაში 1 576 პირია
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი? გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი?
გადახედვა
კომენტარები