საქართველო ღამის მგლების წინააღმდეგ
ფოტო: ამერიკის ხმა
პეტიციას „არ შემოვუშვათ კრემლის მოტოციკლისტები საქართველოში“ ერთი დღის განმავლობაში ინტერნეტში უკვე 3 000 მოქალაქე შეუერთდა. ეს იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით, ბოლომდე გარკვეული არ არის, 9 მაისს, თბილისში, ნამდვილად ჩამოვლენ თუ არა, სკანდალურად ცნობილი, რუსული ბაიკერ კლუბის - ღამის მგლების (Ночные Волки) წევრები.
Manifest.ge-ზე გამოქვეყნებულ პეტიციაში საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს მიმართავენ და მოითხოვენ, რომ „სახელმწიფომ მკაფიოდ აჩვენოს ყველას, რომ ის ჩვენი ქვეყნის ინტერესების და ღირსების სადარაჯოზე დგას და არ დაუშვებს ამ ჯგუფის საქართველოში შემოსვლას და ადგილობრივ პროპუტინულ ძალებთან ერთად, ვაკის პარკში აქციის მოწყობას“.
ღამის მგლების თბილისში მოწვევის ინიციატივა ამჯერად, ფორმალურად, რუსულ-ქართულ ახალგაზრდულ კავშირს ეკუთვნის. ეს ორგანიზაცია საჯარო რეესტრის სააგენტომ 2017 წლის 7 თებერვალს დაარეგისტრირა.
კავშირის ერთ-ერთი ლიდერი, 25 წლის მერაბ (ირაკლი) ყიფიანი ასევე არის სახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისათვის დამფუძნებელი და ევრაზიული ინსტიტუტის აქტივისტი. ყიფიანი ღამის მგლების შესაძლო ჩამოსვლაზე ამბობს:
შეიძლება 8 მაისს ჩამოვიდნენ, შეიძლება 9 მაისს, შეიძლება, მე ვერ ავიღო პასუხისმგებლობა და ვუთხრა, რომ მეგობრებო არ ჩამოხვიდეთ
„შეიძლება 8 მაისს ჩამოვიდნენ, შეიძლება 9 მაისს, შეიძლება, მე ვერ ავიღო პასუხისმგებლობა და ვუთხრა, რომ მეგობრებო არ ჩამოხვიდეთ. საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური ვითარება მაინც არ არის და კიდევ უფრო დაძაბვა ვითარების ჩვენს ინტერესებში არ შედის.“
ღამის მგლების ლიდერი, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მეგობარი, ალექსანდრე ზალდოსტანოვი, მეტსახელად „ქირურგი“ რუსულ-ქართული ახალგაზრდული კავშირის აქტივისტებს მოსკოვში აპრილში შეხვდა. წინასწარი შეთანხმების მიხედვით, 9 მაისს, თბილისს, 35-მდე რუსი ბაიკერი უნდა ეწვიოს.
„ქირურგის“ შანსები ჩამოვიდეს საქართველოში ორი დღის წინ გაიზარდა. 30 აპრილს, ზალდოსტანოვი და რუსეთის პასპორტის მქონე სხვა ღამის მგლები პოლონელმა მესაზღვრეებმა, პოლონეთ-ბელორუსიის საზღვრიდან უკან გამოაბრუნეს.
რუსი ბაიკერები კრემლის მიერ მხარდაჭერილ, ტრადიციულ მოტოგარბენში „გამარჯვების გზები - ბერლინისკენ“ მონაწილეობენ, რომელმაც 27 აპრილს მოსკოვში აიღო სტარტი.
გუშინწინ, საზღვრის გადაკვეთა, მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პასპორტის მქონე ბაიკერებმა შეძლეს, მათი საბოლოო მიზანი - ფაშიზმზე გამარჯვების დღის - 9 მაისის, ბერლინში აღნიშვნაა.
„ქირურგის“ და კრემლთან დაახლოებული სხვა ბაიკერების საქართველოში შესაძლო სტუმრობის გამო, განსხვავებული აზრი აქვს, კიდევ ერთ პრორუსს აქტივისტს, „ერეკლე მეორეს საზოგადოების“ თავმჯდომარეს არჩილ ჭყოიძეს. მისი თქმით, ღამის მგლების ჩამოსვლა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავს:
მათი შემოსვლა, აქ ახალგაზრდების დახვედრა, ჩხუბი, ინციდენტები, რას გამოიწვეს? პირიქით, რუსულ-ქართული ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესებას. ანუ, თავშივე, ეს ვინც დაგეგმა, დაგეგმა იმისთვის, რომ მოხდეს პროვოკაცია
„მათ შემოსვლა, აქ ახალგაზრდების დახვედრა, ჩხუბი, ინციდენტები, რას გამოიწვეს? პირიქით, რუსულ-ქართული ურთიერთობების კიდევ უფრო გაუარესებას. ანუ, თავშივე, ეს ვინც დაგეგმა, დაგეგმა იმისთვის, რომ მოხდეს პროვოკაცია.“
ვლადიმერ პუტინის მეგობარი ალექსანდრე ზალდოსტანოვი ღამის მგლების მცირე ჯგუფთან ერთად, 2013 წლის ოქტომბერში, საქართველოში უკვე არის ნამყოფი.
რუსი ბაიკერები მაშინ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოიწვია. მათ საქართველოში შემოსვლის უფლება მისცეს, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არაერთხელ ჰქონდათ დარღვეული. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები უკვე წლებია ღამის მგლების მოტოგარბენის მარშრუტში შედის.
ბოლოს, პუტინის მოტოციკლისტები თბილისში, 2015 წლის მაისში იმყოფებოდნენ. ამ ვიზიტს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. რუსებს ბაიკებიდან გეორგიევსკის ლენტები ჩამოუხსნეს, რამდენიმე მოტოციკლი კი საქართველოს და უკრაინის ეროვნული დროშების ფერში გადაუღებეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ რუსი ბაიკერების სტუმრობა არასასურველად მიაჩნია, თუმცა, ღამის მგლების მიერ სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში, პოლიცია მათ გადაადგილებას და ქცევას ყურადღებით დააკვირდება.
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები? ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი სუს-ში დააწინაურეს — ვინ არიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები?
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? — თეგეტა პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს ნიკოლოზ ხატიაშვილი ბუდაპეშტში "ტისას" წევრებთან შეხვედრებს მართავს
გადახედვა
-
DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ? DRI: რუსეთი ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის დაფინანსებას $22 მლნ-მდე ზრდის — რატომ?
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა აზერბაიჯანმა კოვიდპანდემიის დროს ამოქმედებული "საკარანტინე რეჟიმი" კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის ემანუელ მაკრონი: ავტოგასამართ სადგურებზე ფასები იზრდება. მე ვიცი, რას ნიშნავს ეს ფრანგებისთვის
გადახედვა
-
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს — სიაში 1 576 პირია ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობს — სიაში 1 576 პირია
გადახედვა
-
ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს ფონ დერ ლაიენი: EU კანდიდატი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმას წარადგენს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი? გამოკითხვა: ვამპირის დღიურები თუ ბინდი?
გადახედვა


კომენტარები