კვლევა: გლობალური პრობლემების გავლენა ახალგაზრდების მენტალურ ჯანმრთელობაზე
ეკონომიკური, კლიმატური და ტექნოლოგიური გამოწვევები ახალგაზრდებს მძიმედ აწვებათ. კვლევა რეკომენდაციას იძლევა, საფუძვლიანად გადაიხედოს მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის სისტემა.
ფოტო: Getty Images
22 წლის ქლოი ჯონსონი ბოლო დროს უიმედობას გრძნობს.
გაჭირვებით სწავლობს დალასის ერთ-ერთ საზოგადოებრივ კოლეჯში, ამავდროულად მიმღებში მუშაობს სრულ განაკვეთზე და საათში 18 დოლარს იღებს.
მანქანა გაუფუჭდა, ამიტომაც აქამდე მოგროვებული 500 დოლარი ახლა მეორადი მანქანის ყიდვისთვის უნდა გამოიყენოს.
ცოტა ხნის წინ კი, დაწინაურებაზეც უარი უთხრეს.
"ახლა თითქოს სუნთქვაც კი მიჭირს ამ მდგომარეობაში", — ამბობს ქლოი, რომელსაც შარშან II ტიპის ბიპოლარული აშლილობა, დეპრესია და ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის სინდრომი (ADHD) დაუდგინეს, — "ვერც ერთი მიმართულებით ვერ მივდივარ, გაჭედილი ვარ".
ეს შეკრული წრეა: ქლოის მენტალური ჯანმრთელობა ფინანსური სირთულეების გამო უარესდება, ხოლო მისი ფინანსური მდგომარეობა — მკურნალობის ხარჯებისა და დიაგნოზების გამო, რომლებმაც უაღრესად გაართულა სასწავლებლის დამთავრება, დიპლომის მოპოვება და უკეთ ანაზღაურებად სამსახურში გადასვლა.
"რამდენიმე საგანში ჩავიჭერი", — ამბობს ის — "ძალიან მალე ვიწვები და ყველაფერზე ხელს ვიღებ".
ახალგაზრდა ადამიანების მენტალური ჯანმრთელობის გაუარესება გლობალურ ტენდენციებთანაა კავშირში
ახალ ანგარიშში, რომელიც სამეცნიერო ჟურნალ The Lancet Psychiatry-ში გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ახალგაზრდების მენტალურ მდგომარეობაზე გავლენას ახდენს ისეთი "მავნე მეგატენდენციები," როგორიცაა ეკონომიკური უთანასწორობა.
ავტორების თქმით, ახალგაზრდების მომავალს მრავალი სხვა გლობალური ფაქტორიც აბნელებს, მათ შორის: "ანაზღაურების მოპარვის" სახელით ცნობილი დაბალი ხელფასები, არარეგულირებული სოციალური მედია, სამუშაოს არასტაბილურობა და კლიმატის ცვლილება.
რატომ უნდა გავამახვილოთ ყურადღება გლობალურ ტენდენციებზე?
ანგარიში ხუთი წლის განმავლობაში, სხვადასხვა კონტინენტიდან 50-ზე მეტი ექსპერტის — მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ეკონომიკური პოლიტიკის სპეციალისტების ჩართულობით და ფსიქიკური პრობლემების მქონე ახალგაზრდების მონაწილეობით მომზადდა.
ავტორები ამტკიცებენ, რომ მენტალური ჯანმრთელობა მხოლოდ ინდივიდუალური საკითხი არ არის და აუცილებელია, კოლექტიურად მივაქციოთ ყურადღება იმ გარემოს, სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ტექნოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც მენტალურ სტრესს იწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მეგატენდენციების დიდი ნაწილი ათწლეულებია არსებობს, ავტორები აღნიშნავენ, რომ ისინი კიდევ უფრო გამწვავდა.
"ძალიან სწრაფად უნდა დავიწყოთ ადრეული ჩარევა, დავნერგოთ მკურნალობის ახალი მეთოდები და განსხვავებული მოდელები ადამიანების დახმარებისთვის", — ამბობს დოქტორი პატრიკ მაკგორი, ავსტრალიელი ფსიქიატრი და ანგარიშის წამყვანი ავტორი. "თუ ბევრი ახალგაზრდა სახელმწიფო დახმარებაზე აღმოჩნდება ან ვერ რეალიზდება თავისი შესაძლებლობებით, ან იღუპება, მნიშვნელოვნად ზიანდება სოციალური ერთიანობა და ეკონომიკური პროდუქტიულობა — ეს კი უკვე ხდება".
ეკონომიკური და ეკოლოგიური შიში ახალგაზრდებზე მძიმედ აისახება
ხშირად მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბარი სოციალური მედიისა და ეკრანებთან ურთიერთობის ზიანის შესახებ ტრიალებს, თუმცა ანგარიშის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ ახალგაზრდების მენტალური მდგომარეობის გაუარესებაში ეკონომიკური და ეკოლოგიური ფაქტორებიც დიდ როლს თამაშობენ.
Lancet-ის კომისიის მიხედვით, ბოლო ორი ათწლეულის ეკონომიკურმა ტენდენციებმა გამოიწვია სტუდენტური ვალის ზრდა, თაობებს შორის ქონებრივი უთანასწორობა და სამუშაოს პოვნისა და შენარჩუნების სირთულეები.
ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის 2023 წლის კვლევის თანახმად, ქლოი ჯონსონის მსგავსად, 18-დან 34 წლამდე ახალგაზრდები ასაკოვან ადამიანებზე უფრო ხშირად ამბობენ, რომ ფინანსური სირთულეებით "შეპყრობილნი" არიან.
კლიმატთან დაკავშირებული შიშიც სულ უფრო ხშირია. მკვეთრადაა გაზრდილი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხების ძიება ონლაინ. უკვე არსებობს კლიმატზე ორიენტირებული თერაპიის პროგრამები, სერტიფიცირებული ფსიქოლოგები და თანადგომის ონლაინ ჯგუფებიც კი.
38 წლის მაიკლი ბალტიმორიდან ამბობს, რომ გარემოს მდგომარეობის მიმართ შფოთვა 30-იან წლებში დაეწყო და მას შემდეგ თერაპიას მიმართა.
"ისე ჩანს, თითქოს არავის ადარდებს, რა მოუვა ჩვენს გარემოს", — ამბობს ის, "ისეთი წვრილმანებიც კი — როგორიცაა სახლიდან ნივთების გადასატანად ჩამწკრივებული სატვირთოები ან წყალში მოტივტივე ნაგავი — მრისხანებასა და შიშს მგვრის".
ექსპერტების თქმით, ძველი მიდგომები აღარ მუშაობს
ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის ბავშვთა და მოზარდთა საბჭოს ხელმძღვანელის, დოქტორი ლიზა ფორტუნას თქმით, კომისიის გადაწყვეტილება, ყურადღება გაამახვილოს იმ საზოგადოებრივ ცვლილებებზე, რომლებიც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს, მიუთითებს ფსიქიატრიაში პარადიგმის ცვლილებაზე.
დოქტორი ლიზა ფორტუნა, რომელიც კომისიის წევრი არ ყოფილა, ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია, არ გამოგვრჩეს პაციენტის ინდივიდუალური მენტალური საჭიროებები, მაგრამ ფსიქიატრები სულ უფრო აღიარებენ, რომ საჭიროა ასევე გავითვალისწინოთ ისეთი ფართო სოციალური პრობლემები, როგორიცაა რასიზმი, შემოსავლის უთანასწორობა და მენტალური ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომის ბარიერები.
ანგარიში, რეკომენდაციის სახით, გვთავაზობს, გაიზარდოს ახალგაზრდების მენტალური ჯანმრთელობისთვის გამოყოფილი დაფინანსება, გაუმჯობესდეს საცხოვრებელი პირობები და ქირა გახდეს ხელმისაწვდომი.
ანგარიშის ავტორები ასევე ხაზს უსვამენ, რომ 12-დან 25 წლამდე ასაკში აუცილებელია მენტალური დახმარების უწყვეტობა — ანუ როცა პაციენტი 18-ს გადაცილდება და მოზარდობიდან სრულწლოვანებაში გადადის, დახმარება არ უნდა შეწყდეს.
"გუშინ 17-ის იყვნენ, დღეს 18-ის — მაგრამ არ შეცვლილან", — ამბობს ფორტუნა, — "ეს ძალიან დაუცველი ასაკია და ახალგაზრდებს სჭირდებათ სპეციალისტი, რომელიც განვითარების ამ ფაზას კარგად იცნობს".
ანგარიშში ნახსენებია დამატებითი პრიორიტეტებიც: ისეთი მენტალური სერვისების შექმნა, რომლებიც პატივს სცემენ პიროვნების კულტურულ იდენტობას და ახალგაზრდებისთვის მენტალური სერვისების გამცემ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში, მენტალური პრობლემების გამოცდილების მქონე ახალგაზრდების ჩართვაც.
"მონაცემები აშკარად მიუთითებს, რომ საზოგადოება უფრო და უფრო ავადდება", — ამბობს ანგარიშის წამყვანი ავტორი, დოქტორი მაკგორი — "აღარავის შეუძლია თქვას, რომ ამის შესახებ არაფერი იცის".
-
რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე? რა ქონებას ფლობს ბათუმის პოლიციის ახალი უფროსი მამუკა კახიძე?
გადახედვა
-
უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე უკრაინაში არჩევნები, ტრამპის "ენერგეტიკული ზავი" — ბოლო ცნობები რუსეთ-უკრაინის ომზე
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს პენიტენციური სამსახური რეზო კიკნაძის განცხადებას ზარების შეზღუდვის შესახებ უარყოფს
გადახედვა
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
"დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს "დელტა" მის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე ყველამ დაინახა ის, თუ როგორია სინამდვილეში ჩვენი ხელისუფლების ხელწერა — ირაკლი კობახიძე გიორგი დავითაძის საქმეზე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
კომენტარები