მსოფლიო ლიდერები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურებიან
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. იტალიური მედია Corriere della Sera-ს ცნობით, პაპის გარდაცვალების შესაძლო მიზეზი ინსულტი გახდა.
ფრანცისკე რომის 266-ე პაპად 2013 წლის 13 მარტს აირჩიეს, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი ბენედიქტ XVI გადადგა.
მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სააღდგომო კვერცხების გაგორების ტრადიციულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პაპ ფრანცისკეს პატივისცემის ნიშნად დროშების ნახევრად დაშვების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა.
"ახლახან რომის პაპ ფრანცისკეს პატივისცემის ნიშნად ჩვენს ქვეყანაში დროშების ნახევრად დაშვების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოვაწერე. ის კარგი ადამიანი იყო. ბევრს მუშაობდა. მას მსოფლიო უყვარდა და ამის გაკეთება დიდი პატივია," — განაცხადა დონალდ ტრამპმა.
იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი:
იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი რომის პაპის გარდაცვალებას X-ზე გამოეხმაურა. ის წერს, რომ პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების ამბავი დიდი მწუხარების მიზეზია, რადგან ეს "დიდი ადამიანის წასვლას ნიშნავს".
"პაპი ფრანცისკე უფლის სახლში დაბრუნდა.
ეს ამბავი ღრმად გვასევდიანებს, რადგან ვკარგავთ დიდ ადამიანს და დიდ მწყემსს.
მე მქონდა ბედნიერება, ვყოფილიყავი მეგობარი, მქონოდა მისი რჩევები და სწავლებანი, რომლებიც არასოდეს შემცდარა — არც განსაცდელისა და ტკივილის დროს.
ჯვრის გზის ლოცვებში მან შეგვახსენა ძღვენის ძალა — ძალა, რომელიც ყველაფერს ხელახლა აყვავებს და შეუძლია შეარიგოს ისიც კი, რაც ადამიანის თვალში შეურიგებელი ჩანს.
მან სამყაროს კურსის შეცვლის სიმამაცისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა — რათა იაროს გზაზე, რომელიც "არ ანადგურებს, არამედ ავითარებს, აღადგენს და იცავს".
ჩვენც ამ მიმართულებით ვივლით — ვეძებთ მშვიდობის გზას, ვეძიებთ სიკეთეს და ვაშენებთ უფრო სამართლიან და თანასწორ საზოგადოებას.
მისი სწავლება და მემკვიდრეობა არ დაიკარგება.
წმინდა მამას გულდამძიმებულები ვემშვიდობებით მაგრამ ვიცით, რომ ახლა ის უფლის სიმშვიდეში იმყოფება," — ვკითხულობთ მელონის განცხადებაში.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი:
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პაპი ფრანცისკე ყოველთვის ყველაზე დაუცველების მხარეს იდგა და ამას დიდი თავმდაბლობით აკეთებდა.
"ბუენოს აირესიდან რომამდე, პაპ ფრანცისკეს სურდა, რომ ეკლესიას ყველაზე ღარიბთათვის სიხარული და იმედი მოეტანა, რომ მას ადამიანები ერთმანეთთან და ბუნებასთან გაეერთიანებინა. დაე ეს იმედი მის შემდეგაც განუწყვეტლივ ცოცხლდებოდეს.
ჩემს მეუღლესთან ერთად ყველა კათოლიკესა და გლოვით მოცულ მსოფლიოს ჩვენს გულწრფელ თანაგრძნობას ვუგზავნით," — წერს მაკრონი.
"ომისა და სისასტიკის ამ დროს ის თანაგრძნობას გამოხატავდა სხვების, ყველაზე სუსტების მიმართ," — განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა სამძიმარი გამოუცხადა მთელი მსოფლიოს კათოლიკეებს და განაცხადა, რომ დიდი ტკივილი იგრძნობა როგორც საფრანგეთში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ III:
ბრიტანეთის სამეფო ოჯახი პაპი ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მეფე ჩარლს III-ის წერილს აქვეყნებს.
"მე და ჩემი მეუღლე ღრმად დაგვამწუხრა პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების ცნობამ. თუმცა, გულს ოდნავ გვიმსუბუქებს ის ფაქტი, რომ მისმა უწმინდესობამ შეძლო გაეზიარებინა აღდგომის მილოცვა ეკლესიისა და მთელი მსოფლიოსთვის, რომელსაც მთელი სიცოცხლე ერთგულად ემსახურებოდა.
მისი უწმინდესობა სამუდამოდ დაგვამახსოვრდება მისი თანაგრძნობის, ეკლესიის ერთიანობაზე ზრუნვისა და ყველა მორწმუნის საერთო მიზნებისთვის გაწეული ღვაწლის გამო.
მისი რწმენა, რომ შექმნაზე ზრუნვა ღმერთისადმი რწმენის ერთ-ერთი გამოხატულებაა, მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელდა. ადამიანებსა და პლანეტაზე ზრუნვით, ის ღრმად შეეხო უამრავი ადამიანის ცხოვრებას.
დედოფალთან ერთად განსაკუთრებული სითბოთი ვიხსენებთ წლების განმავლობაში მის უწმინდესობასთან შეხვედრებს და გული მადლიერებით გვევსება, რომ ამ თვეში მისი ნახვის შესაძლებლობა კვლავ მოგვეცა.
გულწრფელ სამძიმარს და ღრმა თანაგრძნობას ვუგზავნით იმ ეკლესიას, რომელსაც იგი ასეთი სიმტკიცით ემსახურებოდა და იმ უამრავ ადამიანს, ვინც შთაგონებული იყო მისი ცხოვრებით და ახლა იესო ქრისტეს ამ ერთგული მიმდევრის დაკარგვას გლოვობს," — ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მეფის სამძიმრის წერილში.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი:
გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა კათოლიკურ ეკლესიას გაერთიანებული სამეფოს ხალხის სახელით მიუსამძიმრა.
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მისი უწმინდესობის, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. მისი დაუღალავი ძალისხმევა ყველასთვის სამართლიანი მსოფლიოს შექმნის ხელშეწყობის მიმართულებით დაუვიწყარ მემკვიდრეობას დატოვებს. გაერთიანებული სამეფოს ხალხის სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ მთელ კათოლიკურ ეკლესიას," — დაწერა სტარმერმა სოციალურ ქსელში.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი:
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებით კათოლიკური ეკლესია და მსოფლიო კარგავს სუსტთა დამცველს, შემრიგებელ და გულთბილ ადამიანს.
"რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან ერთად კათოლიკური ეკლესია და მსოფლიო კარგავს სუსტთა დამცველს, შემრიგებელს და გულთბილ ადამიანს. მე ვაფასებდი მის მკაფიო შეხედულებას ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებზე. ჩემი თანაგრძნობა მთელი მსოფლიოს რელიგიურ საზოგადოებას," — წერს შოლცი.
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, პაპი ფრანცისკე თავისი ხანგრძლივი ღვთისმსახურების განმავლობაში იგი თავმდაბლობითა და უბრალოებით ხელმძღვანელობდა.
"რომის პაპი ფრანცისკე დღეს მამათა სახლში დაბრუნდა.
მთელი თავისი ღვთისმსახურების განმავლობაში იგი თავმდაბლობითა და უბრალოებით ხელმძღვანელობდა.
მან თავის პაპობის დევიზი მისი საეპისკოპოსო მოწოდება აირჩია: Miserando atque eligendo — "მან შეხედა მას მოწყალებით და აირჩია იგი".
ის იყო მოწყალების დიდი მოციქული, რაშიც ხედავდა პასუხს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებზე.
ჩემს მეუღლესთან ერთად ლოცვაში ვუერთდებით მთელი კათოლიკური ეკლესიის მორწმუნეებს," — განაცხადა პრეზიდენტმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, რომელმაც კვირა დილით რომში ფრანცისკესთან შეხვედრა გამართა, განაცხადა, რომ მისი გული მთელ მსოფლიოში მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებსაც პაპი უყვარდათ.
"ახლახან შევიტყვე პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ. გულითადად ვუსამძიმრებ მილიონობით ქრისტიანს მთელ მსოფლიოში, რომლებსაც ის უყვარდათ.
ბედნიერი ვიყავი, რომ გუშინ ვიხილე ის, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად მძიმედ იყო ავად. მაგრამ ყოველთვის მემახსოვრება მისი ქადაგება, რომელიც მან Covid-ის ძალიან ადრეულ პერიოდში წარმოთქვა. ეს მართლაც ძალიან ლამაზი იყო.
დაე უფალმა განუსვენოს მისი სული," — წერს აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ "მან იცოდა, როგორ მიეცა იმედი, როგორ შეემსუბუქებინა ტანჯვა ლოცვით და როგორ ხელი შეეწყო ერთიანობისთვის. ის ლოცულობდა უკრაინელი ხალხისა და უკრაინაში მშვიდობისთვის".
"მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში გლოვობს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების ტრაგიკულ ამბავს. მისი ცხოვრება ღმერთს, ხალხს და ეკლესიას მიუძღვნა.
მან იცოდა, როგორ მიეცა იმედი, როგორ შეემსუბუქებინა ტანჯვა ლოცვით და როგორ ხელი შეეწყო ერთიანობისთვის. ის ლოცულობდა უკრაინელი ხალხისა და უკრაინაში მშვიდობისთვის. ჩვენ ერთად ვგლოვობთ კათოლიკეებთან და ყველა ქრისტიანთან ერთად, ვინც სულიერი მხარდაჭერისთვის პაპ ფრანცისკეს მიმართავდა. მარადიული ხსოვნა!" — წერს ზელენსკი.
ასევე იხილეთ:
-
35 წლის წინ, სვანეთში არასრულწლოვანზე ნათლიის ძმა და მისი 3 ნათესავი კაცი ძალადობდნენ — საქმეზე გამოძიება ერთი თვის დაიწყო 35 წლის წინ, სვანეთში არასრულწლოვანზე ნათლიის ძმა და მისი 3 ნათესავი კაცი ძალადობდნენ — საქმეზე გამოძიება ერთი თვის დაიწყო
გადახედვა
-
პიტერ სიიარტომ უნგრეთის პარლამენტის წევრის მანდატი დატოვა და ჩინურ კომპანია BYD-ში გადავიდა პიტერ სიიარტომ უნგრეთის პარლამენტის წევრის მანდატი დატოვა და ჩინურ კომპანია BYD-ში გადავიდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა დედამიწის უდიდესი მასობრივი გადაშენების საიდუმლო ამოხსნეს მეცნიერებმა დედამიწის უდიდესი მასობრივი გადაშენების საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
POG: გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, პირს ბრალი წარუდგინეს POG: გორში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით — რეკონსტრუქცია ბრუნდება | ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით — რეკონსტრუქცია ბრუნდება | ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO
-
რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე დაშვების გამო EU-ის 9 ქვეყანა მოითხოვს, რომ ოლიმპიურ კომიტეტს დაფინანსება შეუწყდეს რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე დაშვების გამო EU-ის 9 ქვეყანა მოითხოვს, რომ ოლიმპიურ კომიტეტს დაფინანსება შეუწყდეს
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ასტრონავტებმა კოსმოსში რენტგენი გადაიღეს ისტორიაში პირველად, ასტრონავტებმა კოსმოსში რენტგენი გადაიღეს
გადახედვა
-
პეტერ მადიარი აცხადებს, რომ პეტერ სიიარტომ "ფიდესი" დატოვა და ჩინურ კომპანიას უხელმძღვანელებს პეტერ მადიარი აცხადებს, რომ პეტერ სიიარტომ "ფიდესი" დატოვა და ჩინურ კომპანიას უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
Anthropic-მა Claude-ის შიდა "აზროვნების სივრცე" აღმოაჩინა Anthropic-მა Claude-ის შიდა "აზროვნების სივრცე" აღმოაჩინა
გადახედვა
-
შალვა ნათელაშვილი: მალე ბიძინა ივანიშვილი მოხვდება ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე, სადაც ბრალდების ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი იქნება პარტიების გენოციდური დევნა შალვა ნათელაშვილი: მალე ბიძინა ივანიშვილი მოხვდება ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალზე, სადაც ბრალდების ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდი იქნება პარტიების გენოციდური დევნა
გადახედვა
-
დიდ ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდებისთვის ღამით სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვა იგეგმება დიდ ბრიტანეთში 16-17 წლის მოზარდებისთვის ღამით სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვა იგეგმება
გადახედვა
-
ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა | ვიდეო კლინიკიდან ზურა ჯაფარიძეს მანქანა დაეჯახა | ვიდეო კლინიკიდან
გადახედვა
-
მკვლევრებმა მაიას კლასიკური ეპოქის მათემატიკოს-ასტრონომის ვინაობა პირველად დაადგინეს მკვლევრებმა მაიას კლასიკური ეპოქის მათემატიკოს-ასტრონომის ვინაობა პირველად დაადგინეს
გადახედვა
-
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის — საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი STEM განათლება მთელი საქართველოსთვის — საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
-
ქუთაისში, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა — მაშველებმა ნანგრევებში 30 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს ქუთაისში, მშენებარე საცხოვრებელი კორპუსის ხარაჩო ჩამოიშალა — მაშველებმა ნანგრევებში 30 წლამდე კაცი გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
ქვიზი: მითია თუ რეალობა — რამდენად კარგად იცი ისტორია? ქვიზი: მითია თუ რეალობა — რამდენად კარგად იცი ისტორია?
-
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
-
სუხიშვილები, ცეკვაში თქმულნი — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი სუხიშვილები, ცეკვაში თქმულნი — საქართველოს ბანკი, სუხიშვილების გენერალური სპონსორი
-
ნინო წილოსანი: ის, რაც 2024 წელს ხდებოდა, არ იხარშებოდა საქართველოში, მას ჰქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა "დიფ სთეითის" ნინო წილოსანი: ის, რაც 2024 წელს ხდებოდა, არ იხარშებოდა საქართველოში, მას ჰქონდა ძალიან დიდი მხარდაჭერა "დიფ სთეითის"
გადახედვა
-
რიკი მარტინმა 16 ივლისს რუსთავში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა რიკი მარტინმა 16 ივლისს რუსთავში დაგეგმილი კონცერტი გააუქმა
გადახედვა
-
კონსტანტინე გამსახურდიას ცნობით, ქუთაისში, კიკვიძის ძეგლის ადგილას, ზვიად გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება კონსტანტინე გამსახურდიას ცნობით, ქუთაისში, კიკვიძის ძეგლის ადგილას, ზვიად გამსახურდიას ძეგლი დაიდგმება
გადახედვა
კომენტარები