რა შემთხვევაში შეძლებს საკონსტიტუციო სასამართლო პარტიის აკრძალვას?
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი — მათ შორის პერსონალური შემადგენლობა სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს.
კანონში ცვლილება პარლამენტში ქართულმა ოცნებამ წარადგინა.
საქართველოს კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" მოქმედი კანონის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია:
- საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა,
- ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა,
- ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა,
- ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას,
- აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს,
- ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.
-
საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე შეუძლია, აკრძალოს პარტია, რომელიც უკვე აკრძალული პარტიის იდენტური იქნება თავისი შემადგენლობით, მიზნითა და საქმიანობის არსით.
პარტიის საქმიანობა ასევე შეიძლება რეორგანიზაციის ან თვითლიკვიდაციის საფუძველზე შეწყდეს.
პარტიის აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა.
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატანი ცვლილებით, სასამართლომ გადაწყვეტილება სარჩელის შეტანიდან არაუმეტეს 9 თვეში უნდა მიიღოს, ხოლო საარჩევნო პერიოდში – 14 დღეში.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების, კერძოდ ნაცმოძრაობის აკრძალვა, ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირება იყო. ამის შესახებ საარჩევნო კამპანიის დროს ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა. ის ამომრჩეველს ნიურბერგის პროცესს და ნაცმოძრაობის გასამართლებას ჰპირდებოდა. ამის შემდეგ დაპირების სისრულეში მოყვანას შეუდგა ოცნება.
- არჩევნების შემდეგ, მათ [ნაცმოძრაობას] მოუწევთ პასუხისგება ყველა იმ დანაშაულისთვის, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩაიდინეს
- 26 ოქტომბრის არჩევნები უნდა იქცეს ნიურნბერგის პროცესად ნაციონალური მოძრაობისთვის,
- ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც "ნაციონალური მოძრაობა" და ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება
27 მარტს ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა ქართულ ოცნებას საფუძველს მისცემს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ და მოითხოვოს როგორც ენმ-ის, ისე სხვა ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადება.
-
თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მერიის სარეაბილიტაციო სამუშაო ნებართვას მთავრობის ნაცვლად საკრებულო გასცემს — ახალი კანონპროექტი თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მერიის სარეაბილიტაციო სამუშაო ნებართვას მთავრობის ნაცვლად საკრებულო გასცემს — ახალი კანონპროექტი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის — მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის — მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
-
კროსვორდი: გამოიცანი ქართველი მომღერალი ჰიტით კროსვორდი: გამოიცანი ქართველი მომღერალი ჰიტით
გადახედვა
-
შოთა ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, ეს იყო ფასების შემსწავლელი კომისია შოთა ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, ეს იყო ფასების შემსწავლელი კომისია
გადახედვა
-
საირმეს რეკრეაციული ფერმა — გამორჩეული ადგილი ველური ბუნების ფოტოგრაფიისთვის საირმეს რეკრეაციული ფერმა — გამორჩეული ადგილი ველური ბუნების ფოტოგრაფიისთვის
-
საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
-
ეშმაკს აცვია პრადა, პაპს აცვია ნაიკი — ნახეთ ლეო XIV კედებში ეშმაკს აცვია პრადა, პაპს აცვია ნაიკი — ნახეთ ლეო XIV კედებში
გადახედვა
-
როცა გაქვს მიზანი და შენი საქმეც გიყვარს, ეს არ გაჩერებს — თამრი ხურცილავა, სუხიშვილების მოცეკვავე როცა გაქვს მიზანი და შენი საქმეც გიყვარს, ეს არ გაჩერებს — თამრი ხურცილავა, სუხიშვილების მოცეკვავე
-
შესაძლოა, ადამიანებს რეგენერაციის დაფარული უნარები გვქონდეს შესაძლოა, ადამიანებს რეგენერაციის დაფარული უნარები გვქონდეს
გადახედვა
-
გაიარე მეტი Bridgestone-თან ერთად — თბილისში თეგეტა მოტორსის მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა გაიარე მეტი Bridgestone-თან ერთად — თბილისში თეგეტა მოტორსის მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
-
კვლევის თანახმად, თუთიყუშები სახელებს პრაქტიკული დანიშნულებისთვის იყენებენ კვლევის თანახმად, თუთიყუშები სახელებს პრაქტიკული დანიშნულებისთვის იყენებენ
გადახედვა
-
სეიედ აბას არაღჩი შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს სეიედ აბას არაღჩი შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს
გადახედვა
-
Game of Thrones-ის ფანმა AI-ის დახმარებით სცენარი შეცვალა Game of Thrones-ის ფანმა AI-ის დახმარებით სცენარი შეცვალა
გადახედვა
-
Google-ის განცხადებით, ჰაკერებმა პროგრამული ხარვეზის აღმოსაჩენად AI გამოიყენეს Google-ის განცხადებით, ჰაკერებმა პროგრამული ხარვეზის აღმოსაჩენად AI გამოიყენეს
გადახედვა
-
თურქეთმა სომხეთთან ორმხრივი ვაჭრობის შეზღუდვები მოხსნა თურქეთმა სომხეთთან ორმხრივი ვაჭრობის შეზღუდვები მოხსნა
გადახედვა
-
მთავრობის წევრების მოადგილეები სახელფასო დანამატების მიღებას შეძლებენ — ახალი კანონპროექტი მთავრობის წევრების მოადგილეები სახელფასო დანამატების მიღებას შეძლებენ — ახალი კანონპროექტი
გადახედვა
-
შსს: ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს შსს: ბოლო 24 საათში ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს
გადახედვა
-
10 ცნობილი მსახიობი, რომლებმაც ფილმი გადაღებების პროცესში დატოვეს 10 ცნობილი მსახიობი, რომლებმაც ფილმი გადაღებების პროცესში დატოვეს
გადახედვა
-
კანიე ვესტმა ჩანაწერის უნებართვოდ გამოყენების გამო სასამართლო პროცესი წააგო კანიე ვესტმა ჩანაწერის უნებართვოდ გამოყენების გამო სასამართლო პროცესი წააგო
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ურანისა და ნეპტუნის ატმოსფეროები შეიძლება ქვებით იყოს სავსე კვლევის თანახმად, ურანისა და ნეპტუნის ატმოსფეროები შეიძლება ქვებით იყოს სავსე
გადახედვა
-
სამეგობრო წრის მითი — რამდენი მეგობარი გვჭირდება სინამდვილეში სამეგობრო წრის მითი — რამდენი მეგობარი გვჭირდება სინამდვილეში
გადახედვა
კომენტარები