ტყვედ ჩავარდნილი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ოჯახებს სიკვდილით დასჯა ელით
ფოტო: Associated Press
ჩრდილოეთ კორეის არმიის ყოფილი სერჟანტი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად რუსეთში გაგზავნილი ფხენიანის ჯარისკაცებიდან ცოტაა ტყვედ ჩავარდნილი, რადგან მათ აფრთხილებენ, რომ თუ ცოცხლად ჩავარდებიან ტყვედ, მათ ოჯახებს ჩრდილოეთ კორეაში სიკვდილით დასჯიან.
„ჯარისკაცების უმეტესობა თავს მოიკლავს, ვიდრე მტრისგან სიკვდილს დაელოდება. ტყვედ ჩავარდნა ყველაზე დიდი სირცხვილია,“ – განუცხადა ABC News-ს ყოფილმა ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცმა, რიუ სონ-ჰიონმა. რიუმ 2019 წელს გადაკვეთა დემილიტარიზებული ზონის ნაღმებით სავსე ტერიტორია, რომელიც ორ კორეას ჰყოფს და სამხრეთ კორეაში გაიქცა.
ჩრდილოეთ კორიდან გამოქცეული რიუ სეონ-ჰიონი და პაკ იუსუნგი სეულში, სამხრეთ კორეა.
ფოტო: ABC News
აშშ-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ 12,000-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა რუსეთში უკრაინის ომში საბრძოლველად. ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა ჩრდილოეთ კორეული იარაღიც გამოიყენეს.
სეულის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ომში დაახლოებით 300 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 2,700-ზე მეტი დაიჭრა. პარლამენტარებთან დახურულ შეხვედრაზე, დაზვერვამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ იანვარში დასავლეთ კურსკის რეგიონში უკრაინის ჯარების მოულოდნელი შეტევის შემდეგ, თებერვლის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეის ჯარისკაცების დამატებითი კონტინგენტი გაგზავნეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იანვარში თქვა, რომ ორი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი დაატყვევეს – ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა უკრაინამ ფხენიანის ჯარისკაცები ცოცხლად ჩაიგდო ხელში. უკრაინამ მათი დაკავების ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც ერთ-ერთ ჯარისკაცს ჰკითხეს, სურდა თუ არა დაბრუნება სახლში, მან უპასუხა, რომ სურდა უკრაინაში დარჩენილიყო. კითხვაზე, იცოდა, თუ არა, რომ უკრაინის წინააღმდეგ იბრძოდა, ჯარისკაცმა უარის ნიშნად თავი გააქნია.
სამხრეთ კორეის დაზვერვის შეფასებით, ეს ორი ჯარისკაცი ჩრდილოეთ კორეის მთავარი სამხედრო სადაზვერვო უწყების – გენერალური სადაზვერვო ბიუროს წევრები იყვნენ.
„თუ ჯარისკაცები ტყვედ ჩავარდებიან და მტერს ინფორმაციას გადასცემენ, მათი ოჯახები დაისჯებიან – ან პოლიტიკური ტყვეების ბანაკში აღმოჩნდებიან, ან უარეს შემთხვევაში, საჯაროდ დახვრეტენ,“ – განაცხადა ჩრდილოეთ კორეიდან მეორე გამოქცეულმა, პაკ იუსონმა.
ჩრდილოეთ კორეიდან სამხრეთში თავშეფარებულების თქმით, ფხენიანის ჯარისკაცები თანამედროვე ბრძოლისთვის მოუმზადებლები არიან. უკრაინის არმიის მიერ გავრცელებულ ვიდეოებშიც ჩანს, როგორ დასდევს ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს დრონი. რიუმ და პაკმა რუსეთის მიერ ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე დატოვეს ჩრდილოეთ კორეა, მაგრამ მათივე გამოცდილებით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების უმეტესობას დრონი ცხოვრებაში არ უნახავს.
„ომში წასვლამდე მათ დრონებთან ბრძოლის პრაქტიკა საერთოდ არ უტარდებათ, არ იციან, როგორ ებრძოლონ უკრაინელებს, ამიტომაც უბრალოდ ძაღლივით კვდებიან,“ – განაცხადა რიუმ. – „არც უნარები აქვთ, არც ინფორმაცია, არც ენა იციან“.
მათი მოსაზრებები ემთხვევა სამხრეთ კორეის დაზვერვის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცებს მკაცრი მითითება აქვთ, რომ ტყვედ ჩავარდნის შემთხვევაში, თავი უნდა მოიკლან.
სეულის დაზვერვამ ასევე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების „მასშტაბური მსხვერპლი“ მათი „თანამედროვე ომის უცოდინარობითაა“ გამოწვეული, მათ შორის „უაზრო მცდელობებით“, როცა შორი მანძილის დრონებს ესვრიან.
რიუ, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან გამოქცევისას მხოლოდ 50 კილოგრამს იწონიდა, ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები ომში ალბათ სიამოვნებითაც მიდიან - „უკრაინაში რომ წავიდე, საჭმელს შევჭამ, სხვა ქვეყანას ვნახავ,“ – სავარაუდოდ ასე ფიქრობენ. რიუმ ასევე აღნიშნა, რომ ფინანსური სარგებელიც დიდია და ჯარისკაცებს წარმოდგენაც არ აქვთ, რომ მათი სიკვდილის შანსი ასეთი მაღალია.
რიუ და პაკი აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები სიცრუეში აცხოვრეს. „ბავშვობიდანვე ასწავლიან, რომ ამერიკელები 'მგლები' არიან, ახლა კი ეუბნებიან, რომ მათ მოკვლის შანსი აქვთ,“ – ამბობენ ისინი.
რიუს თქმით, ჩრდილოეთ კორეის საჰაერო ძალებში მისი გამოცდილებით, მფრინავების ნახევარი მხოლოდ თეორიულად იყო მომზადებული და რეალურად არცერთ მათგანს თვითმფრინავის ფრენასთან შეხება არ ჰქონია.
პაკი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარია, აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი რუსეთს ცოცხალ ძალას ტექნოლოგიების სანაცვლოდ უგზავნის, რაც მსოფლიო საზოგადოებისთვის საშიში სიგნალი უნდა იყოს. მისი თქმით, კიმი ასევე იღებს რეალურ საბრძოლო გამოცდილებას, რაც შეიძლება მას კორეის ნახევარკუნძულზე ომისთვის გამოადგეს.
„თუ რუსეთი ამ ომში გაიმარჯვებს, დიქტატორთა ალიანსი გაძლიერდება,“ – აცხადებს პაკი.
„ეს მხოლოდ დასაწყისია. თუ უკრაინის ომი გაგრძელდება, კიმი ჯარისკაცების გაგზავნას არ შეწყვეტს. ჩრდილოეთ კორეაში კი უფრო მეტ ადამიანს ეცოდინება სიმართლე, რაც კიმისთვის საფრთხე იქნება,“ – ამბობს მან.
როდესაც ჰკითხეს, როგორ შეიძლება ხალხმა იმოქმედოს, როცა ქვეყანა შიშის რეჟიმში იმართება, პაკმა უპასუხა: „დაფიქრდით: თქვენი შვილები ბრძოლის ველზე კვდებიან, მაგრამ არა თქვენი ქვეყნისთვის.“ რიუმ დაამატა: „ამდენ ადამიანს შრომით ბანაკებში ხომ ვერ გაგზავნიან.“
პაკი და მისი ოთხკაციანი ჯგუფი, „ჩრდილოეთ კორეელი ახალგაზრდების ხმები“, საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, ერთხმად დაგმოს რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა. ისინი ასევე მოითხოვენ, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ კიმ ჩენ ინი პასუხისგებაში მისცეს.
-
მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს მეცნიერებმა ენდომეტრიოზის მკურნალობის პოტენციურ გზას მიაგნეს
გადახედვა
-
რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს რუსეთმა, ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივი გარანტიები მოითხოვეს
გადახედვა
-
როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი როგორ შეიძლება დაგვხოცოს ხელოვნურმა ინტელექტმა? — 5 სცენარი
გადახედვა
-
ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ჰარვი ვაინშტაინს სექსუალური დანაშაულებისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა Anthropic-ის ხელოვნურმა ინტელექტმა CRISPR-ის მსგავსი ახალი ფერმენტული სისტემა აღმოაჩინა
გადახედვა
-
რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ რუსეთში მყოფი აფხაზი სტუდენტები შესაძლოა უკრაინის ომში გამოიძახონ
გადახედვა
-
პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა პატარკაციშვილების ოჯახმა ყოფილი მაუდის ქარხანა გაყიდა
გადახედვა
-
ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს ორსულობაში გადატანილი ზოგი ინფექცია ბავშვში აუტიზმის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
"ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა "ვერც მივხვდი, რომ ავატარს ველაპარაკებოდი" — Meta-მ ახალი თაობის ჰოლოგრამები წარადგინა
გადახედვა
-
რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე? რა გადაწყვეტილებები მიიღო განათლების სამინისტრომ თბილისის 21-ე და მისაქციელის საჯარო სკოლებზე?
გადახედვა
-
აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ ტრამპს დაავალა, CNN-ს, MS NOW-ს და Politico-ს თეთრ სახლში აკრედიტაცია აღუდგინოს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ალენ ბერსეს შეხვდა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
"ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს? "ოქროს ვიზის" სკანდალი და საქართველოს საპატიო კონსულის კვალი — რა კავშირი აქვს საქმესთან შაბთაი მიქაელს?
გადახედვა
-
შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ შეირჩა 12 ხის სახეობა, რომელთა ნერგებსაც მოსწავლეები "პირველი ნერგის" პროგრამის ფარგლებში დარგავენ
გადახედვა
-
პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი პოლიციამ კახეთში 100 კგ-მდე კანაფი და მარიხუანა ამოიღო — დაკავებულია 3 პირი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო თიბისის მხარდაჭერით ტექ ოლიმპიადების ჰაბში მოსწავლეებისთვის სასერტიფიკატო კურსებზე მიღება დაიწყო
-
აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია აშშ-მა პუტინი G20-ის სამიტზე მიიწვია
გადახედვა
-
მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული" მერის მოადგილე აცხადებს, რომ ნოროვირუსი ბაღებში "გარედანაა შესული"
გადახედვა
-
"განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა "განვიხილეთ საქართველოსა და გაეროს თანამშრომლობა" — ირაკლი კობახიძე ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა EU-მა და 50-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა — განცხადებას აშშ არ შეუერთდა
გადახედვა
კომენტარები