გიორგი სიორიძე

გიორგი სიორიძე

26 Feb. 2025, 12:20

წარმოუდგენელი სტიქიაა გურიაში. როგორც ამბობენ, მსგავსი რამ მოხდა 40 წლის წინ. ახლა, პარალიზებულია მთელი რეგიონი, სოფლები გარესამყაროს მოწყვეტილია. ოზურგეთის ცენტრშიც კატასტროფული მდგომარეობაა. ბაზარიც ჩანგრეულია.

იცით, „ძლიერმა საქართველომ“ საგანგებო შტაბი შევქმენით, ცხელ ხაზზე შემოდის ასობით ზარი, ადამიანები ითხოვენ შველას, პირველადი საჭიროების ნივთებს, საკვებს, მედიკამენტებს, სახლების დანგრევის ეშინიათ. სამწუხაროდ, ეს იმის ბრალია, რომ ხელისუფლება მზად არ იყო სტიქიისთვის, დააგვიანა რეაგირება, ეს უმოქმედობა არის დანაშაულებრივი, რაც პასუხისგების საფუძველია. ცინიკურად ამბობდნენ: „რა სტიქია, თოვლი მოვიდაო“. საბედნიეროდ, ბევრი მოხალისე დაირაზმა და მოემართებიან აქ, მათ შორის მთამსვლელები. ჩვენი საგანგებო შტაბი ყველაფერს აკეთებს კოორდინაციისთვის, კონტაქტი გვაქვს სხვადასხვა ჯგუფთან, მაქსიმალურად ვეხმარებით მოსახლეობას იქნება ეს პირველადი სამედიცინო დახმარება თუ სხვადასხვა სახის მედიკამენტის, საკვების მიწოდება, ცოცხალი ძალის გაგზავნა რთულ ადგილებში. მადლობა იმ ადამიანებს ვინც სოლიდარობა გამოიჩინეს და გურიისკენ ჩამოდიან, მთელი დღე ვიქნებით მათთან მუდმივ კოორდინაციაში. მოსახლეობას დავეხმარებით პირველადი პრობლემების მოგვარებაში, მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა რომ გადავარჩინოთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  2. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  3. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  4. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?
  5. რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…