ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

24 Feb. 2025, 14:44

დღეს 3 წელი შესრულდა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან. ეს არის ნამდვილად ტრაგიკული თარიღი ჩვენი მეგობარი ქვეყნის უკრაინის ისტორიაში.

ძალიან მძიმეა ომის შედეგები ჩვენი მეგობარი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. უამრავი ადამიანია დაღუპული ამ ომის შედეგად, 10 მილიონამდე უკრაინელი იქცა დევნილად ან ლტოლვილად, უკრაინის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული დღეს რუსეთის ფედერაციის მიერ. განადგურებულია ეკონომიკა, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა. ცალკე უნდა აღინიშნოს, უკრაინის საგარეო ვალი აღწევს ეკონომიკის თითქმის 100%-ს, 96%-ია წლევანდელი მაჩვენებელი და წლის ბოლოსთვის უკვე გადასცდება 100%-ს ეს მაჩვენებელი.

ჩვენ რა თქმა უნდა პირველ რიგში ვუსურვებთ მშვიდობას ჩვენს მეგობარ ქვეყანას. პრინციპულად მნიშვნელოვანია წარმატებით დასრულდეს რაც შეიძლება სწრაფად ის პროცესი, რომელიც არის დაწყებული და უკავშირდება უკრაინაში მშვიდობის დამყარებას. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ რაც შეიძლება მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…