როგორც უკვე იცით გასულ წელს დისნეიმ ოფიციალურად განაცხადა, რომ საკუთარი ანიმაციური ფილმების ეკრანიზაციებს გადაიღებს.

მათ შორის არის 1992 წელს გამოსული ალადინიც, რომლის რეჟისორიც გაი რიჩი იქნება.

რამდენიმეთვიანი ძიების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ ჯინის როლზე მსახიობი უილ სმიტი დაამტკიცა, თუმცა ძალიან გაუჭირდათ მთავარი, ალადინისა და ჟასმინის როლის შემსრულებლების მოძებნა. როგორც რეჟისორი ამბობდა, მან კასტინგზე ორი ათასზე მეტი მსახიობი მოსინჯა, საბოლოო არჩევანი კი მენა მასუდსა და ნაომი სკოტზე გააკეთა.

ალადინის ეკრანიზაციის გადაღებები რამდენიმე დღის წინ, ლონდონში დაიწყო, ამის შესახებ საკუთარ ფანებს უილ სმიტმა ფეისბუკიდან შეატყობინა.

"ალადინის გადაღებები დავიწყეთ და მინდა ჩვენი ახალი ოჯახი გაგაცნოთ... მენა მასუდი - ალადინი, ნაომი სკოტი - ჟასმინი, მარვენ კენზარი - ჯაფარი და მე - ჯინი. ჩვენ ვიწყებთ", წერს უილ სმიტი.

როგორც ცნობილია ფილმის გადაღებები 2018 წლის იანვრამდე გაგრძელდება.