მაკა ბოჭორიშვილი

14 Feb. 2025, 00:13

"ჩვენ ხომ ვიცით რასაც ემსახურება მსგავსი განცხადებები, რეზოლუციები. უკვე ცხადია და ამას ვაკვირდებით უკვე რამდენი ხანია, რომ ამ რეზოლუციებზე, განცხადებებზე დაფუძნებით აშენებენ პოლიტიკურ დღის წესრიგს საქართველოში ოპოზიცია რომ ჰქვია, ის პოლიტიკური ძალები.

მათ სხვა არაფერი არ გააჩნიათ. ერთადერთი, რაც გააჩნიათ, არის აი, ასე გადმოგდებული მაშველი რგოლებით რაღაც განცხადებების და რეზოლუციების სახით, რასაც მერე ცდილობენ წარმოაჩინონ თითქოს ამით იწყება და მთავრდება საქართველოს აწყო თუ მომავალი. არც ამით იწყება და არც ამით არ მთავრდება.

საღ აზრს მოკლებულია ის დოკუმენტები, რასაც ჩვენ ვხედავთ. ძალიან სამწუხაროა ეს და ვერც საქართველოს ევროინტეგრაცია ვერ დამთავრდება და დაიწყება ამ რეზოლუციებით, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტის მხრიდან მიღებულს.

ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვხედავთ, რომ ევროპარლამენტში მსგავსი დოკუმენტები მიიღება, რომელიც აბსოლუტურად არის საფუძველს მოკლებული და საერთოდ არაფერი კავშირი არ აქვს რეალობასთან და ამით ხდება პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა საქართველოში. ეს ძალიან კარგად იციან იმ ადამიანებს, ვინც ამ რეზოლუციებს წერსდა შემდგომ უკვე აძლევს ევროპარლამენტის წევრებს ხმის მისაცემად".

განაცხადა "იმედის" ეთერში "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროპარლამენტის მიერ 13 თებერვალს მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
  2. გიორგი ბარამიძე დააკავეს
  3. საქართველოში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების ერთობლივი სწავლება ჩატარდა — აშშ-ის საელჩო
  4. "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
  5. "ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო" — რაზე ისაუბრეს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

თბილისში არასრულწლოვანის მკვლელობის საქმეზე ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ასევე…