სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის, გახარია საქართველოსთვის, კოალიცია ძლიერი საქართველოსა და კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენლებს ხვდება.
ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა დაადასტურეს, რომ შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით იმართება, რათა მუშაობა ერთად გააგრძელონ.
"გაერთიანება, კოორდინაცია, საზოგადოების გამთლიანება, როდესაც ქვეყანა ასეთ კრიზისში იმყოფება, მნიშვნელოვანია ქვეყნის გადასარჩენად. კონკრეტულად რა საკითხს განვიხილავთ დღეს, ვერ გიპასუხებთ იმიტომ, რომ არ ვიცი, პრეზიდენტმა მოგვიწვია. წინა კვირას გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ევროპის წამყვანი ქვეყნების ელჩებთან და ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობა გაგრძელდება," — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
შეხვედრაზე ასევე იმყოფება პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი, ეკა ბესელია, რომლის თქმითაც, ეს სამუშაო შეხვედრაა და მათ მრავალი განსახილველი თემა დაუგროვდათ.
"ეს არის სამუშაო შეხვედრა. პარტიებს ჰქონდათ სურვილი პრეზიდენტთან შეხვედრის. განსახილველი საკითხები რთულად გამოსაცნობი არაა რა შეიძლება იყოს. მეტი კონკრეტიკა შემიძლია, შეხვედრის დასრულების შემდეგ გითხრათ. რადგან სამუშაო და დახურული ფორმატის შეხვედრაა, ეს იმას ნიშნავს, რომ დიპლომატიური კორპუსი ამ შეხვედრას არ ესწრება. დაგროვდა საკითხები, რომელთა განხილვაც ამ ფორმატში საჭიროა.
სალომე ზურაბიშვილის როლი ცოტა დიდი და რთული საკითხია, თუმცა აქ ყველას თავისი ინდივიდუალური მიდგომა აქვს. მთავარია, რომ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით შეჯერდეს ხედვა და ამ ხედვის, ქმედებების ირგვლივ იყოს კარგი კოორდინაცია. სავალდებულო არაა, რომ ყველა ერთი ლექსიკონით საუბრობდეს. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის როლს, აქ პრეზიდენტს აქვს ძლიერი მაკოორდინებელი და შემაკავშირებელი როლი, ისევე როგორც მისი ფაქტორი გარეთ ჩვენი ქვეყნის მეგობრებისთვის, რომლებიც მას ესაუბრებიან. ამიტომაც, ეს პროცესი ამის გარეშე შეუძლებელია", — განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, 5 თებერვალს, საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ერთად ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა. ზურაბიშვილმა განაცხადა რომ საქართველოს და მისი პარტნიორი ქვეყნების მთავარი მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარება იყო.
-
Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა Apple-ის 3 მთავარი სიახლე წლევანდელი პრეზენტაციიდან — პროდუქტების მოკლე მიმოხილვა
გადახედვა
-
მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება მზია ამაღლობელი შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში The Foundation of Things Tbilisi Architecture Forum 2026-ის ფარგლებში
გადახედვა
-
ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს ძალიან ცხელი სასმელების დალევა, შესაძლოა, საყლაპავის კიბოს რისკს ზრდიდეს
გადახედვა
-
როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა როგორ ეხმარება მუსიკა სტრესგამოვლილ ტვინს ძალების აღდგენაში — ახალი კვლევა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია ქვიზი: გამოიცანი რომელი უფრო ძვირია
-
რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება რუსეთში სიღარიბე 7%-მდე შემცირდა — მკვლევრების მოსაზრებით, შემცირება ახალ მეთოდოლოგიას უკავშირდება
გადახედვა
-
"პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"? "პლაჟზე წამოკოტრიალებული ოპოზიცია" — რა ფრაზების გამოყენებისთვის გააფრთხილა ComCom-მა "რუსთავი 2"?
გადახედვა
-
რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან? რატომ გაძვირდა Apple-ის ახალი iPhone-ები და რა შეიძლება იდგეს ახალი ფასების უკან?
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას" Anthropic-ის მკვლევარი: "AI-მ შესაძლოა ყველა ჩვენგანი მოკლას"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებზე 3 დეკლარაციას შეუერთდა
გადახედვა
-
საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას" საია: "თორნიკე რაზმაძის შემთხვევა ცხადად წარმოაჩენს მსგავსი სამართალდარღვევის საქმეების აბსურდულობასა და ცინიკურობას"
გადახედვა
-
OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა OpenAI-ს მტკიცებით, თავისმა ხელოვნურმა ინტელექტმა საუკუნოვანი მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა
გადახედვა
-
შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს შსს-ს სიძულვილის ენასთან ბრძოლის დეპარტამენტი აქტივისტ თორნიკე რაზმაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან ოთარ ფარცხალაძე: "ქართული ეროვნული ლეგიონის" მებრძოლები სამხედრო დამნაშავეები არიან
გადახედვა
-
განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი განათლებიდან შესაძლებლობებამდე — რატომ არის ახალგაზრდების მხარდაჭერა საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანი
-
შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა შრომის ინსპექცია: 2025 წელს სამუშაო სივრცეში ფატალური უბედური შემთხვევები 46%-ით შემცირდა
გადახედვა
-
ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს ევროპარლამენტი სომხეთიდან იმპორტის გამარტივების დროებით ზომებს მომავალ კვირას უყრის კენჭს
გადახედვა
-
ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას ღიპი თუ ასაკი? — რა უფრო იწვევს კაცებში ტესტოსტერონის დაქვეითებას
გადახედვა
-
შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა შავ ზღვაში გემზე დრონით თავდასხმას აზერბაიჯანის ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
გადახედვა
-
"ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე "ხშირად ევროპელი ბიუროკრატები მიდრეკილი არიან თვითიზოლაციისკენ და ამისკენ მოუწოდებენ სხვებსაც" — ბოჭორიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
კომენტარები