სომხური თამაშები NATO-სა და რუსეთის კარზე
ფოტო: VOA
სომხეთმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ბოლო მომენტში გადაიფიქრა NATO-ს ზედიზედ მესამე სამხედრო წვრთნაში მონაწილეობა, რომელმაც ამჯერად სტარტი სამცხე-ჯავახეთში, ორფოლოს პოლიგონზე აიღო.
მრავალეროვნული სწავლება მებრძოლი სული (Agile Spirit) საქართველოში უკვე მეშვიდედ ტარდება და მასში საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლატვიისა და აზერბაიჯანის 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე პირი მონაწილეობს.
სომხეთმა ივლისის ბოლოს საკუთარი სამხედროები აღმოსავლეთ ევროპაში, NATO-ს 2017 წლის ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებზე Saber Guardian-ზე მიავლინა. აგვისტოს დასაწყისში კი ერევანი სამედიცინო ასეულის დონეზე იყო ჩართული NATO-ს ღირსეული პარტნიორის (Noble Partners) სწავლებაში. ეს წვრთნები უკვე ვაზიანსა და ნორიოს სამხედრო ბაზებზე გაიმართა.
თავდაპირველი გეგმის მიხედვით, ერთი თვის უკან, ღირსეულ პარტნიორში აზერბაიჯანსაც უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ბაქომ ჯარისკაცები აღარ გამოგზავნა. ამჯერად იგივე ერევანმა გააკეთა.
ივლისში სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მებრძოლი სულის სწავლების საბოლოო დაგეგვმის კონფერენციაზე მონაწილეობდნენ. პირველ სექტემბერს კი თბილისში, არმიჰოლში, სომხეთის თავდაცვის ატაშე სწავლების ოფიციალურ პრეზენტაციასაც დაესწრო. ამ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტმა, ლევან იზორიამ სომხეთისა და აზერბაიჯანის NATO-ს სწავლებაში ჩართვას "ძალიან მნიშვნელოვანი" უწოდა.
სომხეთის ანალიტიკური გამოცემა Lragir-ის მთავარი რედაქტორი აიკაზნ გაგრიანი სარედაქციო წერილში აღნიშნავს, რომ NATO-ს წვრთნებზე უარი არა სომხეთმა, არამედ რუსეთმა თქვა:
თუ სომხეთის სახელმწიფო ინტერესი მოითხოვდა NATO-ს წვრთნებზე უარის თქმას, მაშინ ერთი თვის წინ, რაში სჭირდებოდა სომხეთს საქართველოს ტერიტორიაზე ანალოგიურ წვრთნებში მონაწილეობა?
"თუ სომხეთის სახელმწიფო ინტერესი მოითხოვდა NATO-ს წვრთნებზე უარის თქმას, მაშინ ერთი თვის წინ, რაში სჭირდებოდა სომხეთს საქართველოს ტერიტორიაზე ანალოგიურ წვრთნებში მონაწილეობა? და რატომ თქვა უარი ამჟამინდელ წვრთნებზე, სულ ბოლო მომენტში?
ეს ნიშნავს, რომ არა თუ არ არსებობს გადაწყვეტილების მიღების კონსტიტუციური, სახელმწიფო მექანიზმი, არამედ ეს გადაწყვეტილებები, სომხეთს გარეთ - რუსეთში მიიღება."
მრავალეროვნულ სწავლება მებრძოლი სული 2017-ზე ყველაზე მეტი - 800 ჯარისკაცით მასპინძელი საქართველოა წარმოდგენილი. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალციხეში საზღვაო ქვეითების კორპუსის 520 მებრძოლი გადმოისროლა, უკრაინამ 36-ე ცალკეული ბრიგადის 77 საზღვაო ქვეითი, 64 ჯარისკაცი ჰყავს სწავლებაზე ბულგარეთს და 45 - რუმინეთს. საშტაბო სწავლებაში ლატვიის ხუთი და აზერბაიჯანის სამი ოფიცერი მონაწილეობს.
მებრძოლი სული 2017-ის სცენარის მიხედვით, მრავალეროვნული NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალები, სიმულირებული საჰაერო და საზღვაო მხარდაჭერით, რეგიონში განხორციელებულ აგრესიას პასუხობენ. ამ მიზნით, NATO-მ ბულგარეთიდან ახალციხემდე გემებითა და რკინიგზით ამერიკული M1 Abrams-ის ტიპის ტანკები, მსუბუქი ჯავშანტრანსპორტიორები LAV-ები (LAV-25 — Light Armored Vehicle) და სხვა საბრძოლო ტექნიკა გადმოისროლა.
2017 წლის სწავლების ხელმძღვანელი, საქართველოს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი ამბობს:
"თითოეული ასეთი სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, ეს წვრთნები ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლი მზადყოფნის დონის ამაღლებას და NATO-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან დაახლოებას უწყობს ხელს. საბოლოო ჯამში, ეს საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და რეგიონში ნდობის ამაღლებას ემსახურება."
რუსეთის ზეწოლით სომხეთმა საქართველოს ტერიტორიაზე NATO-ს სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე უარი 2009 წელსაც თქვა. მაშინ ერევანმა Cooperative Lancer-2009-ში აღარ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მაისს-ივნისში გაიმართა. სომხეთთან ერთად, აგვისტოს ომის შემდეგ, Cooperative Lancer-ზე უარი, ასევე, სერბეთმა და ყაზახეთმა განაცხადეს.
სომხეთი კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელშეკრულების (CSTO) ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც პრორუსულ სამხედრო ბლოკში ყოფნის მიუხედავად, NATO-თან კონტაქტების შენარჩუნებას ცდილობს. ერევანს ბრიუსელთან 2005 წლიდან აქვს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP) და NATO სომხეთთან ორმხრივ კავშირებს შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის კონტექსტში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
ერევანში მიმდინარე ფორუმზე მოწინააღმდეგის სამხედრო-პოლიტიკური ტაქტიკა და ჩვენი მოქმედებები სომხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე არტაკ ზაქარიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის უარში, არ გაეგზავნა ჯარისკაცები საქართველოში, "არაფერი გასაკვირი არ არის", რადგან მისივე თქმით, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის ხელშეკრულებას "სომხეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვ".
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ამჟამინდელი გენერალური მდივანი საქართველოში, თეთრ წყაროში დაბადებული 65 წლის გენერალ-პოლოვნიკი იური ხაჩატუროვია. ყარაბაღის ომის გმირმა, რომელსაც რვა წლის მანძილზე ეკავა სომხეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობა და ახლა სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანია, სამხედრო საქმე თბილისის საარტილერიო სასწავლებელში შეისწავლა.
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის 21-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს ეგვიპტის უდაბნოში გადაშენებული ზვიგენების კბილები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება რა მოხდება, თუ მშობელს არ სურს, შვილს სასკოლო ფორმა ჩააცვას? — გივი მიქანაძის განმარტება
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა ევროკომისიამ უკრაინისთვის €6.1 მილიარდის სამხედრო დახმარება დაამტკიცა
გადახედვა
-
750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა 750 000-ლარიანი ქრთამის აღების ფაქტზე პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარუდგინა
გადახედვა
-
აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა აშშ-ის სასამართლომ 75 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის საიმიგრაციო ვიზების შეზღუდვა გააუქმა
გადახედვა
-
TUMO ქუთაისში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი TUMO ქუთაისში საგანმანათლებლო პროგრამებზე მიღება დაიწყო — პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
რაფაელ გლუქსმანმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა დააყენა რაფაელ გლუქსმანმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატურა დააყენა
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი იქნება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატი იქნება
გადახედვა
-
რუსეთმა გაერთიანებული სამეფოს ელჩი გაიწვია რუსეთმა გაერთიანებული სამეფოს ელჩი გაიწვია
გადახედვა
-
სწრაფი მოდა და უსაფრთხოება: რა იმალება დაბალი ფასების უკან სწრაფი მოდა და უსაფრთხოება: რა იმალება დაბალი ფასების უკან
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს? ქვიზი: რა უნდა აჩუქო შენს თავს?
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე ზვიად ცეცხლაძე ავრცელებს ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას — პენიტენციური ზვიად ცეცხლაძის წერილზე
გადახედვა




კომენტარები