ხვალ თბილისის შემოსასვლელი გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის — ადვოკატის განმარტება
"ხვალ თბილისის შემოსასვლელი გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის", — ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი ბექა ბასილაია წერს და შსს-ს განცხადებას ეხმაურება, რომლითაც უწყებამ საზოგადოება გააფრთხილა, რომ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება დასჯადი ქმედებაა და 2 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს, აღნიშნული ქმედების ჯგუფურად ჩადენაზე კი 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.
"ხვალ თბილისის შემოსასვლელი გზის გადაკეტვა სისხლის სამართლის დანაშაული არ არის:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი (სტრატეგიული ობიექტის ბლოკირება) არის ბლანკეტური ნორმა, რაც გულისხმობს, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობის ობიექტური მხარე განსაზღვრულია სხვა ნორმატიული აქტით, მოცემულ შემთხვევაში მთავრობის დადგენილებით, რომლითაც დამტკიცებულია სტრატეგიული ობიექტების ნუსხა;
2. სისხლის სამართლებრივი მიზნებისთვის, მთავრობის დადგენილებაში შესული ცვლილებები, სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლში შეტანილ ცვლილებას ნიშნავს.
3. სისხლისსამართლებრივი მიზნებისთვის, დადგენილებაში შეტანილი ცვლილების ძალაში შესასვლელად საჭიროა იგივე ვადები, რაც სისხლის სამართლის კანონის ცვლილების ძალაში შესვლას სჭირდება.
4. "ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, "საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის ოფიციალურად გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი".
5. მთავრობის დადგენილებაში შეტანილი ცვლილება გამოქვეყნდა 31 იანვარს, რაც ნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი მიზნებისთვის მისი გამოყენება დაუშვებელია 15 თებერვლამდე. ხვალ 2 თებერვალია.
ეს მსჯელობა არ არის კანონების ჩემეული ინტერპრეტაცია, რაც ზემოთ დავწერე აქსიომაა. ანალოგიური შემთხვევაა, პირდაპირ სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე მუხლს რომ დაემატოს ახალი შემადგენლობა, ასეთ დროს ხომ უთუმცაოდ გამოქვეყნებიდან 15 დღიანი ვადა ჩაირთვება ცვლილების ძალაში შესასვლელად ?!
პ.ს. რუსეთის მსახური ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში, ხშირად იურიდიული აქსიომები არ მუშაობს, შსს უკვე დაგვემუქრა, ხვალ მოლთან გზის გადაკეტვის გამო დაგიჭერთო — წერს ბექა ბასილაია.
შეგახსენებთ, რომ მთავრობამ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითაც რიგი ადმინისტრაციული შენობებისა და სტრატეგიული ობიექტების ბლოკირებაც პატიმრობით დაისჯება. ამ ჩამონათვალში მოხვდა პარლამენტი, ცენტრალური საარჩევნო კომისია, მთავრობის ადმინისტრაცია, და საპატრიარქო. ამ სიას, 2025 წლის 31 იანვრის დადგენილებით საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები დაემატა.
აღნიშნული კანონის მიხედვით, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, რამაც შეიძლება შეაფერხოს ამ დაწესებულების ან ობიექტის ნორმალური მუშაობა, ორ წლამდე პატიმრობით ისჯება, იგივე ქმედება ჯგუფურად კი — ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობით. ხოლო სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება ტერორისტული მიზნით ისჯება 10-დან 15 წლამდე პატიმრობით.
განახლება:
NEWS.On.ge-სთან საუბრისას იურისტი ნიკა სიმონიშვილი ამბობს, რომ მთავრობის მიერ 31 იანვარს მიღებული დადგენილება, რომლითაც გაფართოვდა სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტების ნუსხა და მათ სიაში შევიდა საერთაშორისოდ მნიშვნელოვანი საავტომობილო გზები, ძალაში 1-ლი თებერვლიდან შედის.
ამის მიუხედავად, სიმონიშვილის თქმით, დადგენილების შინაარსი არაკონსტიტუციურია, რადგან ეს არის ბლანკეტური აკრძალვა შეკრების თავისუფლების ნაწილში და პრობლემურია კონსტიტუციური თვალსაზრისითაც, რადგან სისხლის სამართლის კოდექსი და მისი შინაარსი შეიცვალა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, რაც სრულიად არაკონსტიტუციური და დაუშვებელი პრინციპია.
-
OpenAI-მ ახალი მოდელი გამოუშვა — როგორია და რას გვთავაზობს GPT-5.2 OpenAI-მ ახალი მოდელი გამოუშვა — როგორია და რას გვთავაზობს GPT-5.2
გადახედვა
-
სუპერდედამიწაზე, სადაც წელიწადი 10 საათს გრძელდება, მკვლევრებმა უჩვეულო რამ შენიშნეს სუპერდედამიწაზე, სადაც წელიწადი 10 საათს გრძელდება, მკვლევრებმა უჩვეულო რამ შენიშნეს
გადახედვა
-
TI: სექტემბერში ყველა პარტიამ ₾7მლნ-მდე შემოწირულება მიიღო, აქედან 59%, ₾4 მლნ-ზე მეტი — "ქართულმა ოცნებამ" TI: სექტემბერში ყველა პარტიამ ₾7მლნ-მდე შემოწირულება მიიღო, აქედან 59%, ₾4 მლნ-ზე მეტი — "ქართულმა ოცნებამ"
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უფრო მეტი იცი საქართველოზე თუ მეცხრეკლასელმა? ქვიზი: შენ უფრო მეტი იცი საქართველოზე თუ მეცხრეკლასელმა?
-
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან ნაწილ-ნაწილით გადახდისას წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან ნაწილ-ნაწილით გადახდისას
-
ალდაგის ავტოდაზღვევას საჩუქრები მოყვება ალდაგის ავტოდაზღვევას საჩუქრები მოყვება
-
ფერმერები, რომლებმაც 2025 წელს სიმინდის ყველაზე დიდი მოსავალი აიღეს ფერმერები, რომლებმაც 2025 წელს სიმინდის ყველაზე დიდი მოსავალი აიღეს
-
თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული — მთავარი სტრატეგია მოტივაციაა თიბისის დეკემბრის მარათონის პირველი გამარჯვებული — მთავარი სტრატეგია მოტივაციაა
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, "არანაირი პრობლემა არ არის" იმაში, რომ ირაკლი კობახიძე და პუტინი თურქმენეთში ფორუმს ესწრებიან შალვა პაპუაშვილის თქმით, "არანაირი პრობლემა არ არის" იმაში, რომ ირაკლი კობახიძე და პუტინი თურქმენეთში ფორუმს ესწრებიან
გადახედვა
-
ვხედავთ პოლიტიკურ სპიკერებს, რომლებიც შეიძლება პროფესიით ექიმები არიან და ამას იყენებენ პარტიის წევრები პოლიტიკური მიზნისთვის ვხედავთ პოლიტიკურ სპიკერებს, რომლებიც შეიძლება პროფესიით ექიმები არიან და ამას იყენებენ პარტიის წევრები პოლიტიკური მიზნისთვის
გადახედვა
-
შეადარე, სცადე, დაიმტკიცე — თიბისის ახალი კამპანია შეადარე, სცადე, დაიმტკიცე — თიბისის ახალი კამპანია
-
ირაკლი კობახიძე: მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს ირაკლი კობახიძე: მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ქართული დემოკრატიის სტანდარტი დღეს გაცილებით მაღალი არის ვიდრე ზოგიერთი ევროპული დემოკრატიისა შალვა პაპუაშვილი: ქართული დემოკრატიის სტანდარტი დღეს გაცილებით მაღალი არის ვიდრე ზოგიერთი ევროპული დემოკრატიისა
გადახედვა
-
ყველგან საწამლავი და არსად მოწამლული — შალვა პაპუაშვილი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ყველგან საწამლავი და არსად მოწამლული — შალვა პაპუაშვილი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე
გადახედვა
-
სრული კონტროლი თოვლსა და ყინულზე — Bridgestone Blizzak-მა საერთაშორისო ტესტირებისას 100%-იანი შედეგი აჩვენა სრული კონტროლი თოვლსა და ყინულზე — Bridgestone Blizzak-მა საერთაშორისო ტესტირებისას 100%-იანი შედეგი აჩვენა
-
მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება — ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება — ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard
-
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
-
Cryptal-ის აპლიკაციის დიდი განახლება წლის ბოლოს Cryptal-ის აპლიკაციის დიდი განახლება წლის ბოლოს
-
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე და ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზა იქმნება — რა წერია კანონში? ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე და ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზა იქმნება — რა წერია კანონში?
გადახედვა
-
საქართველო ვალდებულია კონკრეტულ დაზარალებულებს დაკისრებული კომპენსაცია გადაუხადოს და სპეციალური საშუალებების გამოყენების დეტალური რეგულაციები დაადგინოს. — ნონა ქურდოვანიძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე საქართველო ვალდებულია კონკრეტულ დაზარალებულებს დაკისრებული კომპენსაცია გადაუხადოს და სპეციალური საშუალებების გამოყენების დეტალური რეგულაციები დაადგინოს. — ნონა ქურდოვანიძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი მოაწერა მიხეილ ყაველაშვილმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი მოაწერა
გადახედვა