"ოცნებამ" ავტობანი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხაში შეიყვანა — მისი ბლოკირება 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას საავტომობილო გზები დაემატა, რომელთა გადაკეტვა 4 წლამდე პატიმრობით დაისჯება. დადგენილება მთავრობამ 31 იანვარს გამოსცა და მას ხელს ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე აწერს.
შეგახსენებთ, რომ 2 თებერვლისთვის, 16:00 საათზე აქტივისტების ჯგუფმა თბილისის შემოსასვლელში, სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლთან" ავტომაგისტრალის გადაკეტვა დაგეგმეს. 31 იანვარს კი, მთავრობის აღნიშნული დადგენილება გამოქვეყნდა.
კანონის მიხედვით, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას ან ბლოკირება 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იგივე ქმედების ჯგუფურად ჩადენა კი 2-დან 4 წლამდე პატიმრობით ისჯება; ტერორისტული მიზნით სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება — 10-დან 15 წლამდე პატიმრობას.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებამდე 3 დღით ადრე, მთავრობამ სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში ცვლილებები შეიტანა და სიაში შეიტანა ცესკო, საპატრიარქო, საელჩოები და ა.შ.
სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს ჩამონათვალი ასეთია
საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ან/და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების/დაწესებულებების, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ან/და აღმასრულებელი ორგანოების ადმინისტრაციული შენობები;
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა;
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული შენობა;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების ადმინისტრაციული შენობები;
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობა;
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ან/და მერიის ადმინისტრაციული შენობები;
საქართველოს პროკურატურის სისტემის ადმინისტრაციული შენობები;
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ადმინისტრაციული შენობა;
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციული შენობა;
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ადმინისტრაციული შენობა;
საქართველოს ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული შენობა;
საელჩოები და საკონსულო დაწესებულებები;
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა;
საქართველოს საპატრიარქო;
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები