ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი: მოქალაქეების მიმართ ძალადობა, მათი დარბევა და დასახიჩრება დაუშვებელია,
ფოტო: კადრი ვიდეოდან/ფორმულა
მოქალაქეების მიმართ ძალადობა, მათი დარბევა და დასახიჩრება დაუშვებელია, მით უფრო, თუ ეს მოქალაქენი ქვეყნის კონსტიტუციის ფარგლებში იბრძვიან თავისი სამოქალაქო უფლებებისა და უკეთესი მომავლისთვის, — ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლი საშობაო გზავნილს ეპარქიის ოფიციალური Facebook გვერდი ავრცელებს.
მეუფე გრიგოლის საშობაო გზავნილში ვკითხულობთ, რომ "ე.წ. ერთმორწმუნეობა რუსული სახელმწიფოს მიერ გამოიყენება პოლიტიკური გავლენის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად საქართველოს ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ; ამის პირისპირ კი ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მორწმუნე საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, ამ მიმართებით საკმაოდ მოწყვლადი აღმოჩნდა".
"ბოლოს, რა გამოწვევების წინაშე იდგა საქართველოს ეკლესია და თვით ქართული სახელმწიფო(ებრიობა) გუშინ და როგორია ამ მხრივ ჩვენი დღევანდელობა?
ცხადია, ეს ვრცელი და საგანგებო განსჯა-განხილვის თემაა, ჩვენ აქ მხოლოდ მცირე შედარებითი ანალიზით შემოვიფარგლებით!
(1). სამწუხაროდ, დღეს ჩვენ კვლავ და კვლავ გვიწევს საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების თითქმის ორსაუკუნენახევრიანი მძიმე და ტრაგიკული გამოცდილების შესახებ, რადგან ე.წ. ერთმორწმუნეობა რუსული სახელმწიფოს მიერ გამოიყენება პოლიტიკური გავლენის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად საქართველოს ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ; ამის პირისპირ კი ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მორწმუნე საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, ამ მიმართებით საკმაოდ მოწყვლადი აღმოჩნდა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეკლესიური დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ადამიანების გარეშე, არ გვექნებოდა არც ერთი და არც მეორე! მოდით, ისიც გავიხსენოთ, რომ ყალბად გაგებული ერთმორწმუნეობის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდნენ XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, სულმნათნი მოძღვარნი ივერიის საკათალიკოსო ტახტისა, ასევე, ქართველი მღვდელმთავარნი, რომლებიც შეეწირნენ რუსეთის (შემდგომ კი, საბჭოთა) იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლას, რის გამოც იყვნენ დევნილნი, გვემულნი და წამებულნი (მათ შორის არიან აწ უკვე წმიდანად აღიარებულნი კათოლიკოს-პატრიარქნი კირიონი (საძაგლიშვილი) და ამბროსი (ხელაია), ყოვლადსამღვდელო ნაზარი (ლეჟავა) და მრავალი სხვ.).
აღსანიშნავია ასევე, რომ ეს მოღვაწენი კარგად ერკვეოდნენ რუსეთის ისტორიასა და სარწმუნოებრივ ცხოვრებაში (სამეცნიერო შრომებიც კი აქვთ ამის შესახებ) და მათი მოსაზრებები ამ კუთხით დღესაც უაღრესად მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია; მათი ცხოვრება და მოღვაწეობა დაკავშირებული იყო გარუსების წინააღმდეგ ბრძოლასთან, როგორც საეკლესიო, ასევე სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მათი საეკლესიო, მოქალაქეობრივი და ცხოვრებისეული მრწამსის გათვალისწინება მით უფრო ყურადსაღებია!
(2). მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ აქვე მოკლედ შევეხოთ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის საკითხს. 2002 წლის 14 ოქტომბრიდან საქართველოში ეს ურთიერთობა რეგულირდება კონსტიტუციური შეთანხმებით საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის.
ჩვენი სახელმწიფო და ეკლესია ჯერ კიდევ ერთგვარ გარდამავალ ეტაპს გადის, და თუ როგორ გავივლით ამ ეტაპს, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული სახელმწიფოსა და ეკლესიის (და, შესაბამისად, მათი ურთიერთობის) ბედიც უახლოეს მომავალში.
თუმცა, ნამდვილად გვმართებს იმის ცოდნა, რომ არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის ე.წ. "რუსული მოდელი", რომელიც ჩვენს ჩრდილოეთ სამეზობლოშია დამკვიდრებული. ეს მოდელი (რაოდენ მომხიბლველიც არ უნდა იყოს ის ვინმესთვის!), გვაჩვენებს, თუ როგორი მძიმე შედეგი შეიძლება დადგეს, როცა ეკლესია სახელმწიფოს ხელში ერთგვარ „ინსტრუმენტად“ იქცევა, და უწევს სახელმწიფოს მიერ წამოწყებული დამპყრობლური ომების ფსევდო-მორალური „გამართლება“, რაც აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია სამოციქულო ტრადიციასთან და, თავისი არსით, მისი საპირისპიროა. ეს, ამავდროულად, ნათლად გვიჩვენებს იმასაც, თუ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ეკლესიის თავისუფლების სახარებისეულ პრინციპს.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისა (სახელმწიფოს) და რელიგიის (ეკლესიის) მთავარი ზრუნვის ობიექტი არის ადამიანი, ფუნქციურად ისინი იმდენად სხვაობენ ერთმანეთისგან, როგორც ცა და მიწა. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის სამომავლო მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრისას აუცილებელია, რომ შესაბამისობაში დავრჩეთ წმიდა სამოციქულო ტრადიციასთან, და ვითარცა მართლმკვეთელნი, მართებულად აღვასრულებდეთ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ სახარებისეულ პრინციპს: "მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა" (მთ. 22,21). აქედან გამომდინარე, ეკლესიის კრიტიკული ხმა, მარად უნდა აფხიზლებდეს ქვეყნის ბედზე პასუხისმგებელ ადამიანებს; ეს არის მოკეთის კეთილისმყოფელი ხმა, "მოყვარეს პირში უძრახეს" წმ. ილია მართლის მრწამსის მიხედვით, და ეს იმისთვის არის საჭირო, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ჯანსაღი ურთიერთობა მკვიდრობდეს.
(3). დღეს საქართველოში ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საზოგადოება; ეს ბუნებრივი, თუმცა კი ურთულესი პროცესია და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეს ახლა ვსწავლობთ, და შესაძლოა ეს პროცესი ერთგვარ შიშსაც კი აღძრავდეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, მიგვაჩნია, რომ მოქალაქეების მიმართ ძალადობა, მათი დარბევა და დასახიჩრება დაუშვებელია, მით უფრო, თუ ეს მოქალაქენი ქვეყნის კონსტიტუციის ფარგლებში იბრძვიან თავისი სამოქალაქო უფლებებისა და უკეთესი მომავლისთვის; ადამიანის ღვთივბოძებული თავისუფალი ნების ჩახშობისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობა არის ძალადობა ადამიანის მიმართ. ადამიანის თავისუფალი ნების მიმართ ხელშეუხებლობა კი არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ქრისტიანული აზროვნებისა, ამასთანავე, ის წარმმართველი პრინციპია უძველესი ქართული კულტურისა. ეს პრინციპი უნდა დაედოს საფუძვლად ჩვენი საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობასა და განვითარებას. ქრისტიანული მრწამსი ჩვენ გვავალებს, რომ ამ პრინციპის უგულებელყოფის შემთხვევაში ხმა ავიმაღლოთ და ვამხილოთ კიდეც ძალადობა!
საზოგადოება ცოცხალი ორგანიზმია და მისი თავისუფალი განვითარების ხელოვნური შეჩერება-შეკავება დიდხანს შეუძლებელია, რადგან ის სიცოცხლის მახასიათებელი ბუნებრივი პროცესია. თავისუფლების მარად ცოცხალი და აქტიური ნაკადი, სადაც კი გამოთავისუფლების გზას იპოვნის, სწორედ იქ ამოხეთქავს! ღმერთს შევთხოვთ, რომ დალოცოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო!", — ნათქვამია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სამწყსოსადმი საშობაო გზავნილში.
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
"საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე "საქართველო ირჩევს ღირსებას და მშვიდობას!" — ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს მეცნიერებმა კატებსა და ბედნიერებას შორის კავშირი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს გერმანიის ყოფილი სადაზვერვო სამსახურის უფროსი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
გადახედვა
-
KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება KIIS: უკრაინელების 62% მზად არის, ომს იმდენ ხანს გაუძლოს, რამდენიც საჭირო იქნება
გადახედვა
კომენტარები