საია-მ წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა
ფოტო: საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა.
როგორც საია-ში გამართულ ბრიფინგზე, ორგანიზაციის დირექტორმა ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, დოკუმენტში ყურადღება ნაკლებად ლეტალური იარაღის წესების დარღვევით გამოყენების, მედიის წარმომადგენლებისა და დემონსტრანტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების, მუქარისა და შეურაცხყოფის ფაქტებზეა გამახვილებული.
საიას ინფორმაციით, დოკუმენტი საერთაშორისო ორგანიზაციების, "ერთად წამების წინააღმდეგ" კონსორციუმის (UATC) მხარდაჭერით შეიმუშავეს.
ქურდოვანიძის განცხადებით, მტკიცებულებები მოიცავს: ღია წყაროებიდან მოპოვებულ ფოტო და ვიდეო მასალებს, ინტერვიუებს, საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობის 11 მსხვერპლის დამოუკიდებელ სასამართლო-სამედიცინო შეფასებას, მათ შორის არსებული სამედიცინო ჩანაწერებისა და მათი დაზიანებების სხვა ფოტო-მტკიცებულებების განხილვას.
"2024 წლის 10-24 დეკემბერს, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ (IRCT), დამოუკიდებელ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფსა (IFEG) და წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციასთან (OMCT) ერთად, თბილისში განახორციელა ერთობლივი მისია GYLA-ს, GCRT-ის, HRC-ისა და სხვა ქართული ორგანიზაციების მხარდასაჭერად. ამ მისიაში კვლევითი დახმარება გაუწია Omega Research Foundation-მა.
თვითმხილველთა ჩვენებების მიხედვით, პროტესტებს ძალადობრივად არბევდნენ წიწაკის სპრეის, ცრემლმდენი გაზისა და ქიმიური ნივთიერებით გაჯერებული წყლის ჭავლის გამოყენებით. ამ იარაღების გამოყენებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. დაზარალებულები აღწერდნენ, რომ ცრემლმდენი გაზი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმძლავრით და იწვევდა ძლიერ გაღიზიანებას ღია სივრცეშიც კი, რასაც თან ახლდა დეზორიენტაცია, თავის ტკივილი და სხვა ფიზიკური დისკომფორტი. წყლის ჭავლის გამოყენება განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან თბილისის დაბალი ტემპერატურა (-1°C-დან +8°C-მდე) ამძიმებდა მსხვერპლთა მდგომარეობას, რომელსაც ემატებოდა წყალში გარეული ქიმიური გამღიზიანებლები. ამასთანავე, მიუხედავად დემონსტრანტების დაშლისკენ მოწოდებებისა, რამდენიმე დაზარალებულმა განაცხადა, რომ პოლიციამ არ უზრუნველყო არც ერთი ღია და უსაფრთხო გასასვლელი, ზოგიერთ შემთხვევაში კი პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად ესხმოდნენ თავს დემონსტრანტებს, რომლებიც ცდილობდნენ გამოყოფილი დერეფნების გავლით ტერიტორიის დატოვებას, ან მათ ალყაში აქცევდნენ და ამ გზით აბრკოლებდნენ.
ჩვენებებში დამატებით გამოიკვეთა, რომ პოლიციამ ცალკეული დემონსტრანტები გამოყო მასისგან და მათზე ფიზიკურად იძალადა — სცემდა და ურტყამდა წიხლებს — მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ავლენდნენ ძალადობას და არ წარმოადგენდნენ საფრთხეს. აღნიშნული ინციდენტები, სავარაუდოდ, მოხდა რუსთაველის გამზირზე (თბილისი, საქართველო) და მის მიმდებარე ქუჩებზე, პოლიციის სატრანსპორტო საშუალებებში (მიკროავტობუსებსა და მანქანებში) და უშუალოდ ტრანსპორტირების დროს. ადრეული ჩვენებები მიუთითებდა სახეში, თავსა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე წიხლების რტყმას, ხოლო მოგვიანებით აღინიშნა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მხოლოდ სხეულზე დაიწყეს მიზანმიმართული დარტყმები — რაც დაზიანებებს ნაკლებად შესამჩნევს ხდიდა",— განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
მისი თქმით, მიმდინარე აქციებზე წამების სასამართლო-სამედიცინო მტკიცებულებები, მათ შორის დაზიანებების მოდელი მიუთითებს სისტემატურად წამებისა და არასათანადო მოპყრობის კოორდინირებულ პოლიტიკასა და პრაქტიკაზე დემონსტრანტებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ, რომელიც ხშირად მას შემდეგ ხდებოდა, როდესაც ისინი პოლიციის ფიზიკურ კონტროლს ექვემდებარებოდნენ.
"მსხვერპლებმა ასევე განაცხადეს, რომ თავდასხმებს ხშირად თან ახლდა შეურაცხყოფა, მუქარები (მათ შორის სექსუალური ძალადობის შესახებ) და დამცინავი თუ დამამცირებელი კომენტარები. რესპონდენტებმა, ასევე, აღნიშნეს ჟურნალისტებზე თავდასხმებისა და დაკავების შემთხვევები, მათ შორის იმ ჟურნალისტების, რომელთაც ჰქონდათ შესაბამისი, პრესის აღმნიშვნელი საიდენტიფიკაციო ნიშანი. მათ თავს დაესხნენ და დააკავეს როგორც დემონსტრაციის ადგილზე, ისე ახლომდებარე ქუჩებზე.
მშვიდობიანი შეკრების უფლების გამოყენების პროცესში დემონსტრანტების თვითნებური დაკავებები ფართოდ იყო გავრცელებული - საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების იურიდიული დახმარების ქსელის ინფორმაციით, 500-მდე დემონსტრანტი დააკავეს, რომელთაგანაც ბევრი ადმინისტრაციულ პატიმრობაში იმყოფებოდა. ცნობები მიუთითებს, რომ დაკავებულებს ხშირად არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ეცნობებინათ თავიანთი ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახის წევრებისა და ადვოკატებისთვის. დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ კითხვებზე, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აცხადებდნენ, რომ არ იციან ამის შესახებ, რის შედეგადაც ოჯახები საათობით ვერ იღებდნენ ინფორმაციას დაკავებული დემონსტრანტების შესახებ.
დაკავებულთა ნაწილი აცხადებს, რომ გათავისუფლების შემდეგ მათ სთხოვდნენ ხელი მოეწერათ განცხადებებისთვის, რომლებშიც დაფიქსირებული იყო ცრუ ინფორმაცია დაკავების გარემოებების შესახებ, მათ შორის არასწორი ცნობები იმ პოლიციელებზე, რომლებიც დაკავების პროცესში მონაწილეობდნენ, და გაყალბებული ბრალდებები. აღნიშნული ბრალდებები ვრცელდება სასამართლო პროცესებზეც, სადაც მსხვერპლები მიუთითებენ, რომ პოლიციელები, რომლებიც სასამართლოში ჩვენებას იძლეოდნენ, დაკავების დროს ადგილზე არ იმყოფებოდნენ. გარდა ამისა, მსხვერპლების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ამცირებდა ცრუ ჩვენებების სისწორეს, მოსამართლეები არ ითვალისწინებდნენ.
მიუხედავად აღნიშნული ინციდენტების ფართო გავრცელებისა, საჯაროდ არ არის გავრცელებული ინფორმაცია გამოძიების პროგრესის ან დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საჯარო პირებმა, ასევე, თავი შეიკავეს საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობის დაგმობისგან. დაუსჯელობის განცდა კიდევ უფრო გამძაფრდა იმ ფაქტით, რომ ბევრი მსხვერპლი ვერ ახერხებდა თავდამსხმელთა იდენტიფიცირებას, რადგან პოლიციელთა უნიფორმები, როგორც წესი, შავი ფერის და მაიდენტიფიცირებელი ნიშნების გარეშე იყო, ხოლო თავდამსხმელთა სახეები ნიღბებით იყო დაფარული. გარდა ამისა, ზოგიერთმა მსხვერპლმა განაცხადა, რომ სამართლებრივი სისტემის მიმართ უნდობლობის გამო უჭირდათ საჩივრების შეტანა", — განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
საია-ს დირექტორი აცხადებს, რომ დაზიანებების მოდელი, რომლებიც დაფიქსირდა, არ ადასტურებს ორი მხარის ფიზიკური კონფლიქტის, მაგალითად, ჩვეულებრივი ჩხუბის ან შეტაკების ვარაუდს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის.
"სასამართლო-სამედიცინო მტკიცებულებები აჩვენებს მსხვერპლთა ტრავმების შემაშფოთებელ მოდელს, სადაც სახისა და თავის დაზიანებები განსაკუთრებით ხშირია. ბევრმა დაზარალებულმა მიიღო მძიმე დაზიანება, მათ შორის ცხვირის ძვლის მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევები და რბილი ქსოვილების მასშტაბური დაზიანებები. ზოგიერთი შემთხვევა მიუთითებს შესაძლო ნევროლოგიური დაზიანებების არსებობაზე, ასევე, ფსიქოლოგიურ ტრავმებზე.
რამდენიმე დაზარალებულმა, ასევე, აღნიშნა ნეკნებისა და ხერხემლის დაზიანებები, რაც კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს თავდასხმების სიმძიმეს. გამოძიებისას, ბევრ პირს ასევე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები და სიწითლეები ქვედა კიდურებზე, განსაკუთრებით ბარძაყების უკანა მხარეს, რაც შეესაბამება ჩვენებებს, რომ მათ იატაკზე, ან პირაღმა წოლისას აბიჯებდნენ ფეხებს და სცემდნენ.
ბევრ შემთხვევაში, დაზიანებების მოდელი მაღალი თანმიმდევრობით ადასტურებს მსხვერპლთა განცხადებებს, რომ მათ ჯერ ბოჭავდნენ, შემდეგ ურტყამდნენ და ფეხით დგებოდნენ მათზე, ხშირად ეს ხდებოდა სატრანსპორტო საშუალებაში, რაც უზრუნველყოფდა მათი მოქმედების საიდუმლოებას",— განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
-
კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა კობახიძე: ეკონომიკური ზრდა არც ღარიბაშვილის და არც ჩემი დამსახურება არ არის — ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
გადახედვა
-
როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა? როგორ გააერთიანა ერთმა სამეცნიერო სტატიამ ოთხი თაობა?
-
ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა ექიმებმა ნაყოფის მავნე წარმონაქმნის ზომა მუცლად ყოფნისასვე შეამცირეს — ახალი მიღწევა
გადახედვა
-
აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი აკა მორჩილაძე ნობელს იმსახურებს — გერმანული გაზეთი
გადახედვა
-
რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის? რა არის პნევმონიური ჭირი და რამდენად საშიშია ის?
გადახედვა
-
კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა კობახიძე: დავითაძის შემთხვევაში იძულების ღონისძიების გამოყენება პროპორციულობისა პრინციპების დაცვით მოხდა
გადახედვა
-
რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება რა წერია ევროპარლამენტში წარდგენილი რეზოლუციის პროექტებში, რომლებიც საქართველოს ეხება
გადახედვა
-
სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ სომხეთი და თურქეთი გიუმრი–ყარსის ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენასა და ენერგოსისტემების გაერთიანებას განიხილავენ
გადახედვა
-
თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები თბილისის მერია კუს ტბის ზიპლაინის იჯარის უფლებით გადაცემაზე აუქციონს აცხადებს — პირობები
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები გიორგი კაკაურიძე განმარტავს, ხელფასის რამდენლარიან მატებას უნდა ელოდონ მასწავლებლები
გადახედვა
-
რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას? რა უპირატესობები აქვს მობაილბანკის საინვესტიციო პლატფორმას?
-
Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით Victoria’s Secret-ის შოუ ახლოვდება — ყველაფერი, რაც ვიცით
გადახედვა
-
Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს Anthropic-ს 10 000-ზე მეტი ინჟინრის გადამზადება სურს — ამისათვის იგი $100 მილიონს გამოყოფს
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა შალვა პაპუაშვილი ტანზანიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე მუსა ზუნგუს შეხვდა
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც ლევან მაჭავარიანი: თავი მოიჭრა იმ პატიმარმაც, რომელიც იბრალებს, თითქოს თითითაა გაუპატიურებული და მისმა ოჯახმაც
გადახედვა
-
ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება ლადო კახაძე: ჩვენი წყლის რესურსების გამოყენებაში იტალია და საფრანგეთი წინ გვეღობება
გადახედვა
-
კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები კრისტა პაიკი, რომელიც აშშ-ში სასიკვდილო ინექციის 2 დოზას გადაურჩა, გონზეა და საუბრობს — ადვოკატები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საზღვაო და ლოგისტიკის სექტორის წარმომადგენელი ქალებისთვის ლიდერობის პროგრამა გაიმართა
-
"ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე "ინგრეოდა და ზანზარებდა ციხე, ილეწებოდა შუშები" — ელისაშვილი ციხეში პროტესტზე
გადახედვა
-
ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია ორმა მეცნიერმა მიიღო — რა აღმოაჩინეს მათ
გადახედვა
კომენტარები