ოცნების პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობას და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს შეეხო.

"ჩვენ გვქონდა ძალიან მეგობრული, პროდუქტიული შეხვედრა. ვისაუბრეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობაზე. შევთანხმდით, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს ქვეყანასა და ევროსაბჭოს შორის. 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი ინტერესია, რომ ეს თანამშრომლობა მაქსიმალურად აქტიურად გაგრძელდეს. პირადად გენერალური მდივნის როლი ამაში განსაკუთრებულია და დარწმუნებულები ვართ, ჩვენს ქვეყანას ექნება პირადად ბატონი ალენ ბერსეს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით", — განაცხადა ოცნების პრემიერმინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.