ვახტანგ ხმალაძე: პარლამენტს უფლება არა აქვს განიხილოს იმ პირის უფლებამოსილების საკითხი, რომლის არჩევის კანონიერებაც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში
პარლამენტს უფლება არა აქვს განიხილოს იმ პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხი, რომლის არჩევის კანონიერებაც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, — ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, არც პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილების ცნობაა კანონიერი და არც ეს ეს 150 პირია პარლამენტის წევრი.
"კონსტიტუციური ამოცანა:
ფაქტი 1: 16 ნოემბერს ცესკომ დაადგინა არჩევნების შედეგები და გამოაცხადა პარლამენტის წევრად არჩეული 150 პირის სია.
ფაქტი 2: ცესკოს ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში საარჩევნო კოდექსისა და ცესკოს დადგენილებების ზოგიერთი ნორმის ნორმატიული შინაარსისა და მათ საფუძველზე ჩატარებული პარლამენტის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობისა და, შესაბამისად, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ფაქტი 3: პრეზიდენტმა არ დანიშნა პირველი სხდომა. პარლამენტმა პირველი სხდომა გამართა 25 ნოემბერს.
ფაქტი 4: პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტს უფლება არა აქვს განიხილოს იმ პირის უფლებამოსილების ცნობის საკითხი, რომლის არჩევის კანონიერებაც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.
ფაქტი 5: პირველ სხდომაზე მისულმა, არჩეულად გამოცხადებულმა 88 პირმა ცნო პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება.
კითხვები და პასუხები:
1. კანონიერია თუ არა პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილების ცნობა? პასუხი: არა!
2. არის თუ არა ეს 150 პირი პარლამენტის წევრი? პასუხი: არა, ისინი მხოლოდ არჩეულად გამოცხადებული პირები არიან, რომელთა არჩევის კანონიერებაც გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში!
3. კონსტიტუციურია თუ არა ამ პარლამენტის ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღო პარლამენტმა ან რომლებსაც მიიღებს პარლამენტი თავის წევრთა უფლებამოსილების კანონიერად ცნობამდე? პასუხი: არა!
4. ამ სამი კითხვა-პასუხის გათვალისწინებით, შეუძლიათ თუ არა ახლა პარტიებს, „ჩახსნან“ პარტიული სიები, ხოლო არჩეულად გამოცხადებულ 61 წევრს - წარადგინონ გადადგომის განცხადებები? პასუხი: ჩემი აზრით, არა, ვინაიდან ასეთი გადაწყვეტილებით ისინი ირიბად აღიარებენ უფლებამოსილების ცნობის კანონიერებას!
კონსტიტუციონალისტებო, რას იტყვით?
P.S. არაფერს ვამბობ სამართლებრივ, და არა პოლიტიკურ, ლეგიტიმაციაზე, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დასაშვებად არ ცნო ან არ დააკმაყოფილა სარჩელები", — წერს ვახტანგ ხმალაძე.
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება შალვა პაპუაშვილის აზრით, საქართველოში შობადობის კლება კეთილდღეობის მატებას უკავშირდება
გადახედვა
-
სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანი: იგეგმება, რომ გარკვეულ ეტაპზე აზერბაიჯანს ვესტუმრო, თუმცა არა ბაქოს
გადახედვა
კომენტარები