მაკა ბოჭორიშვილი

25 Nov. 2024, 10:51

პირველ რიგში, დიდ მადლობას გადავუხდი პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, ქართული ოცნების გუნდს იმ ნდობისთვის, რომელიც მე გამომიცხადეს. ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამომდინარე, დღეს საგარეო პოლიტიკური განხორციელება მოითხოვს განსაკუთრებულ გამბედაობას და იმავდროულად, სიფრთხილეს. ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ვუხელმძღვანელო საგარეო მიმართულებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვხედავთ თუ რამხელა გავლენას ახდენს საგარეო ფაქტორები ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურობაზე, ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე და პირიქით, როგორ ხდება ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეების გამოყენება საგარეო არენაზე. ჩემთვის ეს არის ნამდვილად დიდი პატივი, ვიყო ჩვენი ქვეყნის სამსახურში უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ გამოცხადებული იქნება ნდობა. ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა არასდროს ყოფილა მარტივი, თუმცა ჩემი მხრიდან ყოველი დღე და ყოველი წუთი მიეძღვნება იმას, რომ მაქსიმალურად იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური მიზნები დაცული საერთაშორისო არენაზე. ერთგვარად სახლში დაბრუნებასავით არის ჩემთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა, ფაქტობრივად, გავიზარდე ამ სამინისტროში, თუმცა არ შეიძლება არ აღვნიშნო ის გამოცდილება, ძალა და ენერგია, რომელიც დღეს მე მომყვება საპარლამენტო გუნდიდან, საპარლამენტო საქმიანობიდან და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იმ ნდობისთვის, რასაც მე მიცხადებთ და ახლა უკვე აღმასრულებელი ხელისუფლებიდან შევეცდები, რომ მაქსიმალურად დავიცვა ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო თქვენი გუნდის წევრი და ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად.

განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. 

ცნობისთვის, დღეს, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბოჭორიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატად წარადგინა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
  2. ირაკლი ღარიბაშვილი: რადგან სხვა გამოსავალი აღარ მაქვს, იძულებულს მხდიან, დავიწყო ბრძოლა
  3. რა ქონებას ფლობს უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო? — ქონებრივ დეკლარაციას უკრაინული მედია აქვეყნებს
  4. ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
  5. გომის მთაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 11 პირი საავადმყოფოშია გადაყვანილი — მათგან 6 ბავშვია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"სრული აბსურდი" — მამუკა მდინარაძის პრესსამსახური ღარიბაშვილის წერილზე

ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ მორიგ წერილს რეგიონული განვითარების მინისტრის, მამუკა მდინარაძის…