სომეხი ოლიგარქის ძებნილი შვილი ბელორუსსა და რუსეთში საქმიანი ვიზიტით იმყოფება
ნვერ ცარუკიანის ადვოკატმა, რომელზეც სროლის ინციდენტის გამო სომხეთში ძებნაა გამოცხადებული თქვა, რომ ის ამჟამად საქმიანი ვიზიტითა იმყოფება ბელორუსიასა და რუსეთში. ნვერ ცარუკიანი სომეხი ოლიგარქის, გაგიკ ცარუკიანის ვაჟია, რომელიც ასევე პარტია აყვავებული სომხეთის დამფუძნებელია.
26 ოქტომბერს, სომხეთის ქალაქ წაღკაძორში მდებარე კაზინოში ნვერ ცარუკიანის მონაწილეობით ინციდენტი მოხდა. Iravaban.net-ის ინფორმაციით, კაზინოს თანამშრომლებსა და ცარუკიანს შორის ინციდენტი მოხდა, რომელიც მოგვიანებით ჩხუბში გადაიზარდა, რასაც შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლაც მოჰყვა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარიდან ორი კვირის შემდეგ, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ხულიგნობისა და ყაჩაღობის ბრალდებით ხუთი პირის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და მათი დაკავების ორდერი გაიცა.
მედიის ცნობით, ძებნილთა შორის იყო ნვერ ცარუკიანიც. მიუხედავად ამისა, ცარუკიანის ადვოკატმა ემინ ხაჩატრიანმა განაცხადა, რომ ინციდენტის შემდეგ ის ბელორუსში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა.
ადვოკატის თქმით, ნვერ ცარუკიანი მამის მიერ დააერსობული კომპანიის Multi Group-ის 30%-იანი წილის მფლობელია და ამტკიცებდა, რომ მისი მოგზაურობა ბელორუსიასა და რუსეთში კომპანიასთან იყო დაკავშირებული.
"ახლა მას შეუძლია ბელორუსიაში წასვლა და [რუსეთში] დაბრუნება ორ დღეში ერთხელ", უთხრა ადვოკატმა რადიო თავისუფლებას და დასძინა, რომ ის ინტენსიურად მუშაობს Multi Group-ის ბიზნესპარტნიორებთან.
ასევე გაურკვეველია, როდის გაიცა დაკავების ორდერი, არის თუ არა ის საერთაშორისო, ან მოსთხოვა თუ არა სომხეთმა რუსეთის ან ბელორუსიის ხელისუფლებას ცარუკიანის ექსტრადიცია.
ადვოკატი ამტკიცებდა, რომ ვიზიტი არ იყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის აცილების გზა. მისი თქმით, მოგზაურობა ინციდენტამდე იყო დაგეგმილი და ამის შესახებ ხელისუფლებაც იყო ინფორმირებული. მან დასძინა, რომ ცარუკიანის სომხეთში დაბრუნების შემდეგ ხელისუფლებას შეატყობინებენ.
ხაჩატრიანის თქმით, ყველა ბრალდებულის, მათ შორის ცარუკიანის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა და "არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგია".
მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევის დეტალები არ გახმაურებულა, საგამოძიებო კომიტეტის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე გასროლა მოხდა თუმცა თქვა, რომ მსხვერპლი არ არის.
ხაჩატრიანმა სროლის ფაქტი უარყო. მან ასევე განაცხადა, რომ წარუკიანის დაცვამ კაზინოს უსაფრთხოების კამერების მიერ გადაღებული კადრები გადაიღო.
ნვერ ცარუკიანი 2019 წელს კიდევ ერთ სისხლის სამართლის დანაშაულში იყო გარეული, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. ერთ-ერთი გარდაცვლილის ახლობლები აცხადებდნენ, რომ ნვერ ცარუკიანი ერთ-ერთი იყო, რომელმაც იარაღი გაისროლა, მაგრამ წარუკიანის ადვოკატმა ბრალდება უარყო და მისთვის ბრალი ოფიციალურად არ წაუყენებიათ.
გაგიკ ცარუკიანსა და ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მჭიდრო კავშირები აქვთ და ცარუკიანმა მას მეგობარი უწოდა. ბელორუსის საელჩო სომხეთში ცარუკიანის სასახლესთან ერთ გარეუბანში, სოფელ არინჯში მდებარეობს.
გაგიკ ცარუკიანი სომხეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია და სხვადასხვა სავარაუდო დანაშაულშია ეჭვმიტანილი, მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვის, უკანონო ბიზნესპრაქტიკისა და მიწის გადაცემის თაღლითური სქემის ორგანიზებაში.
1990-იან წლებში ბიზნეს კარიერა სურსათის გადამამუშავებელ სფეროში დაიწყო, მომდევნო სამი ათწლეულის განმავლობაში ცარუკიანს მთელ სომხეთში სხვადასხვა ინდუსტრიებში გაუჩნდა წილები, მათ შორის ალკოჰოლისა და საკვების წარმოებაში, კაზინოებში, სასტუმროებში, მინერალების მოპოვებაში, ფარმაცევტულ წარმოებაში და ბოლო დროს ბიტკოინის მაინინგში.
მას ასევე ჰქონდა დიდი გავლენა სომხეთის სპორტზე, ფინანსურად უჭერდა მხარს უამრავ სპორტსმენს, სპორტულ ცენტრებს და 2005 წლიდან მსახურობდა სომხეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელად.
2022 წელს მან დააფინანსა იესო ქრისტეს 33-მეტრიანი სიმაღლის ქანდაკების მშენებლობა ჰატისის მთაზე. პროექტმა შეშფოთება გამოიწვია იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება ამ ქანდაკებამ შეიძლება მთას და მთაზე არსებულ კულტურულ ძეგლს შეუქმნას.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
შემდეგი პოდკასტი: როგორ ცვლის ტექნოლოგიები სამხედრო კონფლიქტებს შემდეგი პოდკასტი: როგორ ცვლის ტექნოლოგიები სამხედრო კონფლიქტებს
-
რომელი ფილმი მიიღებს წელს ოსკარს — ჩვენი მკითხველის პროგნოზი რომელი ფილმი მიიღებს წელს ოსკარს — ჩვენი მკითხველის პროგნოზი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ეუთოს ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული. ყველამ ვიცით, რომ დასკვნა წინასწარ იყო დაწერილი" ირაკლი კობახიძე: "ეუთოს ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული. ყველამ ვიცით, რომ დასკვნა წინასწარ იყო დაწერილი"
გადახედვა
-
BBC: საქართველოს რაგბის ნაკრების ექვსი მოთამაშე და გუნდის კიდევ წევრი 1 ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის დაასანქცირეს BBC: საქართველოს რაგბის ნაკრების ექვსი მოთამაშე და გუნდის კიდევ წევრი 1 ანტიდოპინგური წესების დარღვევისთვის დაასანქცირეს
გადახედვა
-
საია: "დროებით გადავდივართ კრიზისულ სამუშაო რეჟიმზე და სამართლებრივ დახმარებას მხოლოდ სტრატეგიული მიმართულებით განვაგრძობთ" საია: "დროებით გადავდივართ კრიზისულ სამუშაო რეჟიმზე და სამართლებრივ დახმარებას მხოლოდ სტრატეგიული მიმართულებით განვაგრძობთ"
გადახედვა
-
ტესტი: რამდენად კარგად იცნობ სამხედრო ტექნოლოგიების ისტორიას ტესტი: რამდენად კარგად იცნობ სამხედრო ტექნოლოგიების ისტორიას
-
რა წერია მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში? — საიას მიმოხილვა რა წერია მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში? — საიას მიმოხილვა
გადახედვა
-
Netflix-მა ჰიტად ქცეული ანიმაციის, KPop Demon Hunters-ის სიქველი დააანონსა Netflix-მა ჰიტად ქცეული ანიმაციის, KPop Demon Hunters-ის სიქველი დააანონსა
გადახედვა
-
განჯინა — ბებიის ინსპირაციით შექმნილი ბიზნესი განჯინა — ბებიის ინსპირაციით შექმნილი ბიზნესი
-
ლევან მაჭავარიანი: "მიუხედავად იმისა, რომ [ეუთოს ანგარიში] ჩვეულებრივი ფარატინა ფურცელია, უპასუხოდ მაინც არ დავტოვებთ" ლევან მაჭავარიანი: "მიუხედავად იმისა, რომ [ეუთოს ანგარიში] ჩვეულებრივი ფარატინა ფურცელია, უპასუხოდ მაინც არ დავტოვებთ"
გადახედვა
-
დევიდ გილმორის გიტარა აუქციონზე რეკორდულ ფასად, $14 მილიონად გაიყიდა დევიდ გილმორის გიტარა აუქციონზე რეკორდულ ფასად, $14 მილიონად გაიყიდა
გადახედვა
-
რა წვლილი მიუძღვის AI-ს ირანის დაწყებითი სკოლის დაბომბვაში? — გამოძიება დაწყებულია რა წვლილი მიუძღვის AI-ს ირანის დაწყებითი სკოლის დაბომბვაში? — გამოძიება დაწყებულია
გადახედვა
-
პირველად საქართველოში — სამართლის სწავლება ბლოკჩეინ სიმულატორის გამოყენებით პირველად საქართველოში — სამართლის სწავლება ბლოკჩეინ სიმულატორის გამოყენებით
-
საფრანგეთი მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს ეხმაურება საფრანგეთი მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს ეხმაურება
გადახედვა
-
პანჩი ერთადერთი არაა — ცხოველები, რომლებიც სანუგეშოდ სათამაშოებს იყენებენ პანჩი ერთადერთი არაა — ცხოველები, რომლებიც სანუგეშოდ სათამაშოებს იყენებენ
გადახედვა
-
წლის ქალთა გაძლიერების პროექტი — თეგეტა EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა წლის ქალთა გაძლიერების პროექტი — თეგეტა EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
-
რა წერია ევროპარლამენტის რეზოლიციაში? რა წერია ევროპარლამენტის რეზოლიციაში?
გადახედვა
-
ეგვიპტის განსხვავებული მხარე — ფოტოები, რომლებიც სიმშვიდეს მოგგვრით ეგვიპტის განსხვავებული მხარე — ფოტოები, რომლებიც სიმშვიდეს მოგგვრით
გადახედვა
-
როგორ გაიყინა დედამიწა 700 მილიონი წლის წინ — კვლევა როგორ გაიყინა დედამიწა 700 მილიონი წლის წინ — კვლევა
გადახედვა
-
ხომ არ აქვს ამ კონკრეტულ ცვლილებას პოლიტიკური დატვირთვა? — საბა ბუაძე პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოების აკრძალვაზე ხომ არ აქვს ამ კონკრეტულ ცვლილებას პოლიტიკური დატვირთვა? — საბა ბუაძე პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოების აკრძალვაზე
გადახედვა
-
მთავრობის დადგენილებით პლასტმასის ბოთლებში 3 ლიტრამდე სასმელი წყლის და 20 ლიტრამდე გაზიანი სასმელის წარმოება იკრძალება მთავრობის დადგენილებით პლასტმასის ბოთლებში 3 ლიტრამდე სასმელი წყლის და 20 ლიტრამდე გაზიანი სასმელის წარმოება იკრძალება
გადახედვა
კომენტარები