5 მულტფილმი, რომლის სახელიც დაგვავიწყდა, მაგრამ კადრები დღემდე გვახსოვს
ფოტო: On.ge
გქონიათ ისეთი მომენტი, მეგობრებთან საუბრისას თვალწინ რომ გიდგებათ ბავშვობაში ნანახი კადრები მულტფილმიდან, რომელიც დისკზე გქონდათ ჩაწერილი და დაუსრულებლად უყურებდით, მაგრამ ახლა სახელს ვერ იხსენებთ? ამ დროს კი თქვენ ირგვლივ მყოფები კი ვერ ხვდებიან, რაზე საუბრობთ. რამდენიმე ასეთი შემთხვევის შემდეგ, შეიძლება, ეჭვიც კი შეგეპაროს საკუთარ თავში — იქნებ ჩემი ბავშვური წარმოსახვის ნაწილი იყო?!
ამ სტატიაში 5 ისეთ მულტფილმს გავიხსენებთ, რომლებიც, სავარაუდოდ, თქვენს გონებას სადღაც მიკარგულში, ბუნდოვნად ახსოვს, მაგრამ წლებია, აღარ გინახავთ.
1. Spirit: Stallion Of The Cimarron (2002)
ფოტო: AP
სპირიტი ერთ-ერთი პირველი მულტფილმია, რომელიც ბავშვობის გახსენებისას თვალწინ მიდგება და აქამდე მუდამ მეგონა, რომ მას მუსტანგი ერქვა. ბევრი არაფერი მახსოვს სპირიტიდან — არ მახსოვს, რა ხდება სიუჟეტში, მაგრამ მახსოვს მისი თბილი ფერები და ველური ცხენი, რომელიც კლდეებზე დახტის და მთელი სისწრაფით მიქრის თავისუფლების მოსაპოვებლად.
ფოტო: Giphy
მულტფილმის სიუჟეტი დაკარგული თავისუფლების დაბრუნებისთვის ბრძოლას ეხება. ის გვიყვება ცხენზე, სახელად სპირიტზე, რომელიც ტყვეობაში აღმოჩნდება და მთელი ფილმის განმავლობაში თავის დასაღწევად და ოჯახთან დასაბრუნებლად იბრძვის. გარდა ემოციური და შთამაგონებელი სიუჟეტისა, სპირიტი ერთ-ერთი ბოლო დიდი პროექტია, სადაც ანიმაციური კადრები არა მხოლოდ კომპიუტერით, არამედ ხელითაც იყო დახატული, რაც მის საოცრად ცოცხალ და ლამაზ კადრებშიც იგრძნობა.
2. Flushed Away (2006)
ფოტო: Dreamworks
თუ გახსოვთ ვირთხები, რომლებიც თავს უნიტაზში ირეცხავენ და კანალიზაციაში დაცურავენ, ხელში ლალის ქვა უჭირავთ, რაღაცას გაურბიან ან მისდევენ, ასევე მომღერალი ლოკოკინები, მსოფლიო ჩემპიონატი და ვირთხის მდიდრული სახლი, მაშ, თქვენც გინახავთ Flushed Away. და თუ არ იცით, რაზე ვსაუბრობ, ამ აღწერით ნუ განსჯით მულტფილმს — მანამ, სანამ რატატუი გამოჩნდებოდა, როდი და რიტა იყვნენ პირველი ვირთხები, რომლებმაც ეკრანებიდან თავები შეგვაყვარეს.
ფოტო: Giphy
ეს მულტფილმი ისეთი ემოციებითა და სენტიმენტებით ვერ აგავსებთ, როგორც სპირიტი, თუმცა თავისი სხარტი, ბრიტანული იუმორითა და აბსურდული სიუჟეტით აუცილებლად გაგამხიარულებთ და შესაძლოა, კანალიზაცია სხვა თვალითაც კი დაგანახოთ.
3. Monster House (2006)
ფოტო: Netflix
ვისაც საშინელებათა ფილმის ყურებით გამოწვეული ადრენალინი, სხეულის დაძაბულობა და მოულოდნელ მომენტებზე შეხტომა ბავშვობიდან უყვარს, ალბათ ეს მულტფილმიც მოსწონდა პატარაობაში. მე პირადად, ამ ადამიანთა სიაში არ ვარ, მაგრამ მაინც კარგად მახსოვს მონსტრი სახლი, რომელიც დიდად არ ჰგავდა სხვა მულტფილმებს, რომლებსაც ბავშვობაში ვუყურებდი.
ფოტო: Giphy
მულტფილმი გვიყვება მოზარდ ბიჭზე, სახელად დიჯეიზე, რომლის მეზობელიც ცოცხალ, მონსტრ სახლში ცხოვრობს. დიჯეისა და მის მეგობრებს არავინ უჯერებს, როცა ცდილობენ, რომ მეზობლის უჩვეულო საცხოვრებლის შესახებ უფროსებს შეატყობინონ, ამიტომ გადაწყვეტენ, თავად შევიდნენ სახლში და შიგნიდან გაანადგურონ ის. დასასრულს არ დაგისპოილერებთ — თუ გიყვართ ასეთი ტიპის ფილმები თუ ანიმაციები, შეგიძლიათ თავად ნახოთ. მე კი, ვიცი, რომ არც მონსტრ სახლსა და არც რომელიმე საშინელებათა ფილმს ახლო მომავალში არ ვუყურებ.
4. Shark Tale (2006)
ფოტო: Collider
უცნაური თევზები თუ გიდგებათ თვალწინ, რომელთაც თითქოს უილ სმიტისა და ანჯელინა ჯოლის სახეები აქვთ, მაშინ ზვიგენების ამბავიც გინახავთ და მართალიც ხართ — ამ თევზებს მართლა უილ სმიტისა და ანჯელინა ჯოლის სახეები აქვთ. მულტფილმი თავისი განსხვავებული პერსონაჟებით წყალქვეშა სამყაროს დრამებზე გვიყვება.
ფოტო: tenor
სიუჟეტი პატარა თევზზეა, რომელიც ყველას დააჯერებს, რომ ზვიგენი მოკლა და წყალქვეშა სამყაროს ვარსკვლავი გახდება. ვხვდებით ვეგეტარიანელ ზვიგენსაც, რომელმაც ხორცის ჭამას დელფინად გადაცმა არჩია. ზვიგენების ამბავი იმ გადავიწყებული მულტფილმების სიაში შედის, რომელიც ალბათ ღირდა კიდეც, რომ დაგვევიწყებინა.
5. Home on the Range (2004)
ფოტო: BBC
ამ მულტფილმმა ვერც კრიტიკოსებისგან დაიმსახურა მთლად კარგი შეფასება და, თურმე, ვერც მაყურებელი მოუხიბლავს, მაგრამ ჩემი 5 წლის ვერსიის გული კი მოიგო და ამისთვის მხოლოდ ძროხების მოღიმარი სახეების დანახვა დამჭირდა.
ფოტო: tumbrl
ცხოველების ისტორიები თუ გამხიარულებთ, ამ ძროხების ამბითაც ისიამოვნებთ: სამი განსხვავებული ხასიათის ძროხა გადაწყვეტს, დაიჭირონ საშიში დამნაშავე, რომელიც თავისი სიმღერით ძროხებს აჰიპნოზებს, მიიღონ ფულადი ჯილდო და საკუთარი ფერმა აუქციონზე გაყიდვისგან გადაარჩინონ. მართალია, ცოტა აბსურდულია, მაგრამ გასართობად ნამდვილად ღირს.
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
-
"ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს "ქართველი ჟურნალისტი დემოკრატიის ფასადს მიღმა" — ECPRM გურამ როგავას შესახებ სტატიას აქვეყნებს
გადახედვა
-
სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე სცენის შეურაცხყოფისთვის გამოყენება მიუღებელია — კალაძე Kordz-ის კონცერტის გაუქმებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank—თან გააფართოვა

კომენტარები