TI: ჟურნალისტებზე სხვადასხვა ტიპის თავდასხმის 60-მდე შემთხვევა დაფიქსირდა
ფოტო: News click
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანგარიშის მიხედვით, 2026 წლის მხოლოდ პირველ ოთხ თვეში (იანვარი-აპრილი) ჟურნალისტებზე თავდასხმის, მუქარისა და საქმიანობაში ხელშეშლის 60-მდე შემთხვევა აღირიცხა. ამ ფონზე, "რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს"(RSF) გლობალურ ინდექსში საქართველო 21 ადგილით დაქვეითდა და 135-ე ადგილზე იმყოფება — ინფორმაციას ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო" ავრცელებს.
განცხადებაში გამოყოფილია მედიაზე წნეხის სამი ძირითადი კატეგორია:
1. ფიზიკური თავდასხმა და მუქარა
- დავით ქაშიაშვილი (ფორმულა): მიიღო მუქარის წერილი კორუფციული სქემების მხილების შემდეგ.
- ნანო ჩაკვეტაძე (ფორმულა): სუს-ის თანამშრომლებმა ტელეფონი წაართვეს, კადრები წაუშალეს და დაჭერით დაემუქრნენ.
- მინდია გაბაძე (პუბლიკა) და მარიამ ნიკურაძე (OC Media): პარლამენტთან უცნობი პირი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
- "მთის ამბების" გადამღები ჯგუფი: ხადას ხეობაში მუშაობისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდნენ.
- ლასლო რობერ ბეზესი: უნგრელ ჟურნალისტს თბილისში უნგრეთის საკონსულოსთან დახვდნენ და ციხით დაემუქრნენ.
2. სასამართლო და სამართალდამცავი სისტემა მედიის წინააღმდეგ
- ელისო კილაძის დაკავება: "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი თაღლითობის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. პროცესები მედიისთვის დახურულია, რასაც დაცვის მხარე შურისძიებად აფასებს.
- აფგან სადიგოვის გაძევება: აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისში დააკავეს და ევროპული სასამართლოს აკრძალვის მიუხედავად, აზერბაიჯანს გადასცეს.
- SLAPP სარჩელები: გოგა ხაინდრავამ "ფორმულას" უჩივლა. ქვეყანაში სულ 40-ზე მეტი ასეთი სტრატეგიული სარჩელია აღრიცხული, რომელთა მიზანი მედიის ფინანსური გაკოტრებაა.
- ანგარიშების დაყადაღება: ე.წ. გზის გადაკეტვის საბაბით ანგარიშები დაუყადაღეს ლიზა ციციშვილსა და მაკა ჩიხლაძეს.
3. კომუნიკაციების კომისია — ცენზურის ახალი ბერკეტი
- მას შემდეგ, რაც კომისიას შინაარსობრივი რეგულირების უფლება მიეცა, მან პირდაპირი ცენზურა აამოქმედა. ტელეკომპანიები "ფორმულა" და "ტვ პირველი" გააფრთხილეს ისეთი ტერმინების გამოყენებისთვის, როგორიცაა: "რეჟიმი", "ოლიგარქის გუნდი", "ივანიშვილის დეპუტატი", "ოცნების პოლიცია" და "აქტივისტებზე ნადირობის ღამე".
ამგვარი გადაწყვეტილება საგანგაშო პრეცედენტია, რადგან ყოველი მომდევნო "დარღვევა" მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერების საფრთხეს ქმნის.
შეჯამება
უფლებადამცველების შეფასებით, ქართული ოცნების ხელისუფლების მიზანია დამოუკიდებელი და ალტერნატიული ხმების სრული გაქრობა. სისტემური თავდასხმები, დაუსჯელობის სინდრომი და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მიერ წარმოებული დისკრედიტაციის კამპანიები ქვეყანაში მედიაპლურალიზმს კრიტიკულ საფრთხეს უქმნის. მიუხედავად ამისა, კრიტიკული მედია აგრძელებს მუშაობას მწირი რესურსებითა და უწყვეტი წინააღმდეგობის რეჟიმში.
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები