სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ილიაუნიში
ფოტო: iliauni
4-5 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალს, რომელიც ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ბოლო წლებში მეცნიერთა ავტორობით, თანაავტორობითა თუ თანამონაწილეობით შექმნილი სამეცნიერო დოკუმენტური ფილმები. ასევე წარდგენილი იქნება ვიდეორგოლები უახლესი გარდამტეხი სამეცნიერო აღმოჩენებისა და მიგნებების შესახებ შემდეგ დისციპლინებში:
- რქეოლოგია;
- სპელეოლოგია;
- კლიმატოლოგია;
- გლაციოლოგია;
- სოციოლოგია და სხვ.
ფესტივალი პროგრამა შეგიძლიათ ნახოთ აქ — პროგრამა
ფესტივალზე წარდგენილი ნამუშევრებიდან ჟიური შეარჩევს საუკეთესო ფილმს, რომლის ჩვენება გაიმართება 2026 წლის ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე (KISFF).
დასწრება თავისუფალია — ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N3-5
ფესტივალის მხარდამჭერები:
- საერთაშორისო სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი National Geographic;
- სამეცნიერო-პოპულარული ონლაინგამოცემა NextOn.ge;
- ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი (KISFF);
- საქართველოს დოკუმენტური კინოს ასოციაცია – დოკა (DOCA).
კომენტარები