ქართველი ხელოვანები საერთაშორისო კოლექციონერების რუკაზე — SOLO-ს მხარდაჭერით, პირველი ქართული თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო აუქციონი გაიმართა
ფოტო: SOLO
SOLO აგრძელებს ქართველი ხელოვანებისა და მათი გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, SOLO ჰესსინკის თბილისის სააუქციონო სახლის მიერ ორგანიზებული თანამედროვე ქართული ხელოვნების პირველი საერთაშორისო აუქციონის პარტნიორი გახდა.
ღონისძიება თბილისში, თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MoMA Tbilisi) გაიმართა.
აუქციონმა, სახელწოდებით — თანამედროვე და მოდერნისტული ქართული ხელოვნება, ერთ სივრცეში გააერთიანა XX და XXI საუკუნეების ქართველი ხელოვანების 90-მდე ნამუშევარი და საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე წარმოაჩინა საქართველოს უნიკალური ვიზუალური ენა — ქვეყნის კომპლექსური ისტორიისა და მდიდარი კულტურული იდენტობის ანარეკლი.
ღონისძიებამ დიდი საერთაშორისო ინტერესი დაიმსახურა. აუქციონში ათასობით მონაწილე ჩაერთო, როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინ პლატფორმების საშუალებით — აშშ-დან, ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, ავსტრალიიდან, ესპანეთიდან, შვეიცარიიდან.
პარალელურად განხორციელებულმა პირდაპირმა ტრანსლაციამ საერთაშორისო სააუქციონო პლატფორმებზე ლოტების გლობალური ხილვადობა და კოლექციონერებთან პირდაპირი კავშირი განაპირობა.
შედეგად, შედგა 4 რეკორდული გაყიდვა. ქართველი ხელოვანების — ბანძელაძის, ცეცხლაძის, ზაუტაშვილისა და გელა წულაძის ნამუშევრებმა ისტორიულ შედეგებს მიაღწიეს.
აუქციონზე განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ქართველი თანამედროვე და მოდერნისტი ხელოვანების, მათ შორის, მერაბ კოპალეიშვილისა და ლია ბაგრატიონის ნამუშევრებმა.
ეს საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული ხელოვნების მზარდ როლს გლობალურ სახელოვნებო სივრცეში.
საღამოს ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მომენტად იქცა წულაძის უნიკალური სავარძლის (ლოტი 86) გარშემო გამართული დინამიკური ბიდინგი, რომელმაც აუქციონის მაღალი კონკურენცია და საერთაშორისო კოლექციონერების აქტიური ჩართულობა ნათლად აჩვენა.
აღსანიშნავია, რომ აუქციონი ჰესსინკის თბილისის სააუქციონო სახლის გრძელვადიანი საერთაშორისო პროგრამის დასაწყისია, რომელიც მიზნად ისახავს თბილისში მრავალმხრივი სახელოვნებო და საკოლექციო აქტივობების განვითარებასა და საქართველოს პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე.
ინფორმაციისთვის, ჰესსინკის საერთაშორისო აუქციონის სახლი პრესტიჟული გლობალური პლატფორმაა, რომელიც სპეციალიზდება, როგორც ანტიკვარიატის, ისე იშვიათი კოლექციური ნიმუშების მიმართულებით — მათ შორის, საიუველირო ნაკეთობებში, ვერცხლში, სამხედრო არტეფაქტებსა და აზიურ ხელოვნებაში. კომპანიის სათავო ოფისი ნიდერლანდებში მდებარეობს და აღიარებულია ერთ-ერთ სწრაფად მზარდ აუქციონის სახლად დასავლეთ ევროპაში.
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს ფსსს: ყალბი ცნობებით 20 600 კგ ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
კომენტარები