ავიახაზებმა დაკარგეს ოსკარი, რომელიც ფრენამდე რეჟისორს ბარგში ჩააბარებინეს
ფოტო: ანჯელა ვაისი/AFP/Getty Images
ოსკარის მფლობელმა პაველ ტალანკინმა ჯილდო ნიუ-იორკში, სტუდენტებთან შეხვედრაზე საჩვენებლად წაიღო, თუმცა ახლა მისი ადგილსამყოფელი უცნობია. დოკუმენტური ფილმისთვის, მისტერ არავინ პუტინის წინააღმდეგ, დაჯილდოებული ტალანკინი იძულებული გახდა, ოქროს ქანდაკება ნიუ-იორკის აეროპორტში ბარგში ჩაებარებინა.
ტალანკინის განცხადებით, ოთხშაბათს, გერმანიაში გამგზავრებისას, მას ჯილდო ხელბარგში ჰქონდა მოთავსებული, თუმცა ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურმა ის შეაჩერა. მათ მიზეზად დაასახელეს ის გარემოება, რომ ქანდაკება შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო როგორც იარაღი. გერმანიაში დაფრენის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ოსკარი გამქრალია.
ავიაკომპანია Lufthansa-მ, რომლის თანამშრომლებიც ტალანკინს ჯილდოს ყუთში შეფუთვაში დაეხმარნენ (რადგან მას ჩასაბარებელი ბარგი საერთოდ არ ჰქონდა), განაცხადა, რომ მომხდარს განსაკუთრებული ყურადღებითა და ოპერატიულობით სწავლობენ. კომპანიის განმარტებით, მიმდინარეობს მასშტაბური შიდა მოკვლევა ჯილდოს მოსაძებნად. მათ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია: "ჩვენ ღრმად ვწუხვართ შექმნილი სიტუაციის გამო. ჩვენი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რათა ოსკარი რაც შეიძლება სწრაფად ვიპოვოთ და პატრონს დავუბრუნოთ".
პაველ ტალანკინი ჰოლივუდში, 15 მარტს, საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის "მისტერ არავინ პუტინის წინააღმდეგ" მოპოვებული ოსკარით
ფოტო: ანჯელა ვაისი/AFP/Getty Images
BBC დაუკავშირდა კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიას და აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციას (TSA), რომელმაც ტალანკინს ქანდაკების სალონში შეტანა აუკრძალა. დოკუმენტური ფილმის აღმასრულებელმა პროდიუსერმა, რობინ ჰესმანმა აღნიშნა, რომ ის აეროპორტში უსაფრთხოების სამსახურთან მოლაპარაკებისას ტალანკინს ტელეფონით ეხმარებოდა, რადგან რეჟისორი ინგლისურს თავისუფლად ვერ ფლობს.
ჰესმანის თქმით, ტალანკინს წელს მოგებული ოსკარითა და ბაფტათი აშშ-ის შიდა და საერთაშორისო რეისებზე ბევრჯერ უმგზავრია და აქამდე პრობლემა არასოდეს შექმნია. "ლეონარდო დიკაპრიოს მსგავსი რამ არ დაემართებოდა", — დასძინა მან.
პაველ ტალანკინი, რომელიც წლის საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის თანარეჟისორი და მთავარი გმირია, ჯილდოს ხშირად დაატარებს სხვადასხვა ჩვენებებსა და ღონისძიებებზე. ნიუ-იორკში ვიზიტისას, ფილმის ჩვენების შემდეგ გამართულ დისკუსიაზე, მან ქანდაკება სტუდენტებსაც დაათვალიერებინა. BBC-მ ასევე იხილა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ფუთავენ Lufthansa-ს თანამშრომლები ოსკარს წებოვანი ლენტისა და დამცავი მასალის გამოყენებით. ცნობისთვის, აკადემიის ჯილდო სიმაღლეში 34 სანტიმეტრია და თითქმის 4 კილოგრამს იწონის. მისი დამზადების ღირებულება 400-დან 1000 დოლარამდე მერყეობს.
დოკუმენტური ფილმი მისტერ არავინ პუტინის წინააღმდეგ ასახავს ომის პროპაგანდის გაძლიერებას იმ რუსულ სკოლაში, სადაც ტალანკინი მუშაობდა 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. უსაფრთხოების მიზნით, ის ამჟამად ემიგრაციაშია და ევროპაში ცხოვრობს. რუსეთმა აღნიშნული ფილმი სამ სტრიმინგ პლატფორმაზე აკრძალა "ექსტრემიზმისა და ტერორიზმის პროპაგანდის" ბრალდებით.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა SAR: აკადემიური თავისუფლების ინდექსით, 2026 წლისთვის საქართველოს მონაცემები მკვეთრად გაუარესდა
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება აზერბაიჯანის საგარეო უწყება ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
"ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე "ევროკავშირი გაქრა როგორც პოლიტიკური მიზანი" — თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძის გაეროში გამოსვლაზე
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
კომენტარები