ბენქსი ლონდონში ახალი ნამუშევრით დაბრუნდა
ფოტო: BBC
რამდენიმე დღის წინ ლონდონის ცენტრში ახალი ქანდაკება გამოჩნდა, რომელზეც კვარცხლბეკიდან ჩამომავალი კაცია გამოსახული.
ბენქსიმ დაადასტურა, რომ ქანდაკება, რომელიც ცენტრალურ ლონდონში ღამით განთავსდა, მისი ნამუშევარია.
ინსტალაცია Waterloo Place-ზე ღამით გამოჩნდა, დაუნინგ-სტრიტიდან დაახლოებით 450 მეტრში. იგი ედუარდ VII-ის ქანდაკებისა და ყირიმის ომის მემორიალის სიახლოვეს დგას.
ბევრმა ივარაუდა, რომ ეს ქუჩის იდუმალი მხატვრის, ბენქსის, უახლესი ნამუშევარია, რადგან ქანდაკების ძირში სწორედ მისი ხელმოწერა იკითხება. როგორც წესი, ხელოვანი საკუთარი ნამუშევრების შესახებ ინსტაგრამზე პოსტს დებს, ახალი პოსტები კი ჯერ არ გამოქვეყნებულა.
კოსტიუმში გამოწყობილი კაცის ძეგლი შესაძლოა პოლიტიკოსს განასახიერებდეს. ამ ვარაუდს კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ დაუნინგ-სტრიტი, სადაც დიდი ბრიტანეთის მთავრობის რეზიდენციაა განთავსებული, ქანდაკების სიახლოვეს მდებარეობს. კაცს სახეს აფრიალებული დროშა უფარავს, ვერაფერს ხედავს და ისე ვარდება კვარცხლბეკიდან. სცენა მიმდინარე მოვლენების საკმაოდ ზუსტი აღწერაა.
ბენქსი ცოტა ხნის წინ ისევ მოექცა მედიის ყურადღების ცენტრში, როდესაც Reuters-მა მისი ვინაობის გამამჟღავნებელი მასალა გამოაქვეყნა.
გამოძიების თქმით, მათ ხელთ უდავო მტკიცებულებები აქვთ, რომლებიც ეფუძნება 2022 წელს უკრაინაში მხატვრის მოგზაურობას, ყოფილი თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებსა და ხელნაწერ აღიარებას, რომელიც 2000 წელს, ნიუ-იორკში მისი დაკავებისას დაიწერა.
Reuters-ის სტატიის მიხედვით, ბენქსი, სინამდვილეში, ბრისტოლელი რობინ განინგემია, რომელიც ახლა 51 წლისაა. თუმცა, როგორც გამოძიებაშია აღნიშნული, მან ვინაობის დასამალად სახელი წლების წინ შეიცვალა და ახლა უფრო გავრცელებულ სახელს — დევიდ ჯონსს იყენებს.
ბენქსი თავის ვინაობას ყოველთვის საიდუმლოდ ტოვებდა, რათა დიდებისგან შექმნილი ჩარჩოების გარეშე ემუშავა. ეს ანონიმურობა მას პოლიციისგან თავის დასაცავადაც ეხმარებოდა.
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
-
რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია
გადახედვა
კომენტარები