ტურისტების მიერ მიწოდებული სასუსნავებისგან თავდასაცავად, მაიმუნებმა ტალახის ჭამა დაიწყეს
ფოტო: Martin Nicourt/Gibraltar Macaques Project/PA
გიბრალტარის კლდეზე მობინადრე მაიმუნებმა მიწის ჭამა დაიწყეს. მეცნიერების ვარაუდით, ამ გზით ისინი ტურისტებისგან მიღებული ან მოპარული საკვების მირთმევის შემდეგ მუცლის დამშვიდებას ცდილობენ.
კვლევამ აჩვენა, რომ მაიმუნები, რომლებსაც ტურისტებთან ყველაზე ხშირი კონტაქტი აქვთ, ბევრად მეტ მიწას ჭამენ, ეს ყველაფერი კი პიკს საკურორტო სეზონზე აღწევს.
გიბრალტარზე 8 ცალკეულ ჯგუფად დაყოფილი, დაახლოებით 230 მაკაკა ბინადრობს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მათ ყოველდღიურად ხილით, ბოსტნეულითა და თესლეულით უზრუნველყოფს, ტურისტები მათ მაინც ხშირად უმასპინძლდებიან სხვა სასუსნავებით.
აღნიშნული დაკვირვებები ვერ გვეუბნება იმას, თუ რატომ ჭამენ მაიმუნები ტალახს, თუმცა მეცნიერები ეჭვობენ, რომ მას საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დამცავი ეფექტი აქვს. აღსანიშნავია, რომ კლდეზე მობინადრე მაკაკებს შორის ნიადაგის ჭამა მხოლოდ იმ ჯგუფში არ დაფიქსირდა, რომელიც ვიზიტორებისგან სრულიად იზოლირებულად ცხოვრობს.
კემბრიჯის უნივერსიტეტის ეკოლოგმა, სილვენ ლემუანმა, განმარტა, რომ მაიმუნები მიწას, შესაძლოა, ნაწლავის მიკრობიომის — საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მობინადრე მიკრობების — აღსადგენად იყენებდნენ. ეს ბუნებრივი ბალანსი ირღვევა იმ ცხიმიანი, მარილიანი და შაქრიანი პროდუქტების გამო, რომლებსაც მაიმუნები ვიზიტორებისგან იღებენ.
ფოტო: Martin Nicourt/Gibraltar Macaques Project/PA
"ჩვენი ვარაუდით, მსგავსი არაჯანსაღი საკვების მიღება მიკრობიომის შემადგენლობას არღვევს, მისი აღდგენა კი ნიადაგში არსებულ ბაქტერიებსა და მინერალებს შეუძლიათ", — ამბობს ლემუანი.
2022 წლის ზაფხულიდან 2024 წლის გაზაფხულამდე ჩატარებულმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მაკაკების მიერ მიღებული საკვების თითქმის 20%-ს სწორედ ტურისტების სასუსნავები შეადგენს. კლდის მწვერვალზე მობინადრე მაიმუნები, სადაც დამსვენებლების ყველაზე დიდი ნაკადი მოძრაობს, დანარჩენებზე ორჯერ უფრო ხშირად მიირთმევენ არაჯანსაღ საკვებს. შესაბამისად, ყველაზე დიდი რაოდენობის ტალახსაც მაიმუნების ეს ჯგუფი იღებს.
ლემუანის თქმით, მაიმუნებს არაჯანსაღი პროდუქტებით მხოლოდ ტურისტები კი არა, ადგილობრივებიც ანებივრებენ. მათი მენიუ საკმაოდ მრავალფეროვანია: მარილიანი მიწის თხილი, შოკოლადის ფილები, ჩიფსები, მშრალი პასტა, პური, კოკა-კოლა, ფორთოხლის წვენი, M&M’s და ნაყინი.
ნაყინი მათი სუსტი წერტილია. გიჟდებიან ისეთ ბრენდებზე, როგორებიცაა Magnum-ი და Cornetto. აი, სორბეტი კი დიდად არ ეხატებათ გულზე, — ამბობს ლემუანი
კვლევის პერიოდში (რომელშიც 44 მაიმუნი მონაწილეობდა) მეცნიერებმა მიწის ჭამის 46 შემთხვევა დააფიქსირეს. 3 შემთხვევაში მაკაკებმა მიწა ნაყინს, ორცხობილასა და პურს მალევე მიაყოლეს. სტატისტიკა კიდევ უფრო თვალსაჩინო ზამთარში ხდება: როდესაც ვიზიტორების რაოდენობა იკლებს, მაიმუნების მიერ ტურისტული საკვების მიღება 40%-ით, ხოლო მიწის ჭამა 30%-ზე მეტით მცირდება.
მკვლევრების აზრით, მაიმუნები ამ ჩვევას, სავარაუდოდ, ერთმანეთისგან სწავლობენ და სხვადასხვა ჯგუფის მაკაკები სხვადასხვა ტიპის მიწას ანიჭებენ უპირატესობას.
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ნიადაგს ადამიანებიც მიირთმევენ — განსაკუთრებით, ფეხმძიმე ქალები აფრიკაში, აზიასა და სამხრეთ ამერიკაში. ისინი ამას გულისრევის შეგრძნების შესამცირებლად ან მინერალების დეფიციტის შესავსებად აკეთებენ. თუმცა, მეცნიერებმა ორსულ ან მეძუძურ მაიმუნებში მიწის ჭამის ზრდა ვერ შენიშნეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ქცევა კვებითი დანამატების საჭიროებით არ არის განპირობებული.
გიბრალტარზე ტურისტებს მაიმუნების შეხება და გამოკვება ეკრძალებათ, თუმცა ამ წესის აღსრულება სათანადოდ არ ხდება. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ არაჯანსაღი სასუსნავები მაკაკებისთვის კი საზიანოა, თუმცა, შესაძლოა, საფრთხეს ტალახიც შეიცავდეს, რადგან მაიმუნები მას ხშირად გადატვირთულ გზებთან ახლოს პოულობენ, სადაც ყოველდღიურად უამრავი ავტომობილი მოძრაობს.
პრიმატოლოგი პაულა პებსვორთი განმარტავს, რომ მიწის მიღება ორგანიზმის დეტოქსიკაციასა და მინერალების ბალანსის შევსებასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ასრულებს:
"მოსაზრება, რომ ნიადაგის ჭამა მაიმუნებს ტურისტების საკვებთან გამკლავებაში ეხმარება, სავსებით დასაშვებია. მსგავსი ქცევა იაპონიაში, არაშიამას მაიმუნების პარკშიც არის დაფიქსირებული. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ნიადაგის მიღება ერთგვარი თავდაცვითი მექანიზმია, მაიმუნების დაცვის უფრო ეფექტური გზა მაინც ვიზიტორების მიერ საკვების მიწოდების შემცირება ან სრული აკრძალვა იქნებოდა", — აღნიშნავს პებსვორთი.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები