შალვა კერესელიძე: [ოცნების] ჯადოსნური ჯოხი მხოლოდ მათ ჯიბეებს ზრდის, მაგრამ ფასებს ვერ ამცირებს
პარტია გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ შალვა კერესელიძემ დღეს ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე, მან ისაუბრა ფასების კომისიის დასკვანზე, ის ასევე შეეხო ჭიათურაში პროტესტის დროს დაკავებულ მაღაროელებსაც.
"პირველი მაისი შრომის საერთაშორისო დღეა და ამ დღეს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის გამო ციხეში გამოკეტილი მაღაროელებით ვხვდებით და ვხვდებით ფასების კომისიის დასკვნით, რომელიც ამბობს, რომ ბაზარი და ფასები თურმე კონკურენტულია.", — განაცხადა შალვა კერესელიძემ.
მან ასევე დასძინა, რომ ქვეყანაში უსამართლოა დოვლათის განაწილება, უაღრესად დაბალია შრომის ანაზღაურება და მოსახლეობას შემოსავალი არ ყოფნის გაძვირებული ფასების ფონზე პირველადი საჭიროებებისთვის.
"რამდენიმე თვის წინ თავად ოცნებამ აღიარა, რომ საქართველოში ფასები ევროპაზე ძვირია და ირაკლი კობახიძემ გასცა ფუჭი დაპირება, რომ აპრილში ფასები შემცირდებოდა. დღეს პირველი მაისია, ირაკლი კობახიძე კი "TV იმედის" ცნობითაც — მატყუარა პრემიერმინისტრი.
ფასები კი არ შემცირდა — გაძვირდა.
ფასების კომისიაზე მუშაობა ოცნებამ დაასრულა ერთადერთი დასკვნით, რომ მათი ჯადოსნური ჯოხი მხოლოდ მათ ჯიბეებს ზრდის, მაგრამ ფასებს ვერ ამცირებს. ვეთანხმებით ოცნებას. მათ ნამდვილად არაფრის გაიაფება არ შეუძლიათ, რადგან გაძვირებული ცხოვრება სწორედ ოცნების კორუფციითა და გაუმაძღობითაა გამოწვეული.
ამიტომ არ ირჩევს ოცნება ევროპას. რადგან ევროპული წესრიგი არა 20-25 ოჯახის სიხარბეს, არამედ კეთილდღეობის სამართლიან განაწილებას და თითოეული მოქალაქის ღირსეულ ცხოვრებას ემსახურება.", — ამბობს კერესელიძე.
შალვა კერესელიძემ ფასების კომისიის ნაცვლად ქართულ ოცნებას კონკრეტული, 5 პუნქტიანი გეგმა შესთავაზა.
- კორუფციაზე, მონოპოლიებსა და კარტელურ შეთანხმებებზე უარის თქმა.
- მინიმალური ხელფასის დაწესება 1050 ლარის ოდენობით. საქართველოს მოქალაქე საკუთარ ქვეყანაში იაფი მუშახელი არ უნდა იყოს.
- პენსიების გაზრდა 200 ლარით.
- უმუშევრობის დაზღვევა - ადამიანს არ უნდა ეშინოდეს სამსახურის დაკარგვის გამო მყისიერი გაღარიბების!
- ადგილობრივი და ეროვნული წარმოების ხელშეწყობა და მხარდაჭერა!
"ოცნებამ ამ ყველაფერზე უარი გვითხრა. ნათელია, ოცნება ხალხს ვეღარაფერს შესთავაზებს ტყუილების, ჩაგვრის, უსამართლობის, გაძვირებისა და გაუარესებული ცხოვრების გარდა! ხალხს სჭირდება კეთილდღეობა საკუთარ ოჯახებში და არა პროპაგანდისტული იმედის ქარდებზე დახატული!", — განაცხადა შალვა კერესელიძემ ბრიფინზე.
-
მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლეს ცეკვის მასწავლებლის მიერ ნაცემი ბავშვის საქმე 2 წელია თაროზე აქვს შემოდებული
გადახედვა
-
ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა" ვინ იყო მარგარეტ ჰამილტონი — ინჟინერი, რომელმაც ადამიანი "მთვარეზე დასვა"
გადახედვა
-
ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა ბათუმის პოლიციის უფროსად მამუკა კახიძე დაინიშნა
გადახედვა
-
ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს ოლივიე დე ვეკი: იმის თქმა, რომ მარგარეტ ჰამილტონი პიონერი იყო, მის ღვაწლს სათანადოდ ვერ აღწერს
გადახედვა
-
რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება რას ამბობენ მომხმარებლები? — ახალი პლატფორმა Feedio ბიზნესებს "დიდი სურათის" დანახვაში ეხმარება
-
მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ მარგარეტ ჰამილტონი: ჩემს რადიკალურ იდეებზე ხუმრობა მოსწონდათ
გადახედვა
-
"პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო "პაატა სალიამ თურქ კოლეგას პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო" — სამინისტრო
გადახედვა
-
ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა ისრაელის პრეზიდენტმა Flydubai-ის რეისზე გმირობისთვის ქართველ ექიმ შოთა მუსაევს სიმამაცის ჯილდო გადასცა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია საქართველოს ბანკის ბიზნეს მენეჯერი განახლდა — ბიზნესის მართვა კიდევ უფრო მარტივია
-
როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე როგორ მივედით თანამედროვე ხელოვნურ ინტელექტამდე — იდეიდან ტექნოლოგიურ რევოლუციამდე
გადახედვა
-
ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს ქართველი ქალების იტალიაში კონტრაბანდულად შეყვანისა და მომვლელებად დასაქმების საქმეზე 101 პირს ბრალი წარუდგინეს და 29 დააკავეს
გადახედვა
-
გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში? გამოკითხვა: ვინაა ყველაზე დამსახურებული ნობელიანტი მწერალი ბოლო 10 წელიწადში?
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე წლის კომპანიად დასახელდა
-
ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ? ლევან სამუშია: აქციზის შემცირება საწვავს რატომ არ გააიაფებს, როცა ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ?
გადახედვა
-
თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს თეგეტა და გალფი ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან — კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
-
სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს? სალომე სამადაშვილი შალვა პაპუაშვილს ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას ულოცავს — რას წერს?
გადახედვა
-
ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა არასამთავრებოებზე შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
გადახედვა
-
61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო 61 წლის ქალმა 5-საათიანი სტატიკური გაჩერებით მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში ნობელი 2026 — ვინ არიან წლევანდელი ლაურეატები მეცნიერების სხვადასხვა დარგში
გადახედვა
-
UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ UK-მ 38 პირი და ორგანიზაცია დაასანქცირა, რომლებიც რუსეთის ომის ეკონომიკას აფინანსებენ
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ? პროსტიტუციის ხელშეწყობის გამო დაკავებულ 21 პირს ბრალდება წარედგინათ — რა სასჯელი ემუქრებათ მათ?
გადახედვა
კომენტარები