"მონიტორი": ვის ინტერესებს ემსახურება სიგარეტზე აქციზის შერჩევითი ცვლილება?
ქართულმა ოცნებამ უკვე მეათედ შეცვალა საგადასახადო კოდექსი — ეს ცვლილებები თამბაქოს ინდუსტრიის დაბეგვრის წესებსაც შეეეხო. 2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებულ სიგარეტზე აქციზი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ხოლო ადგილობრივ წარმოებაზე — შემცირდა.
ცვლილების ავტორები ამ გადაწყვეტილებას ადგილობრივი წარმოების წილის ზრდით და ეკონომიკური ბერკეტების გააქტიურებით ხსნიან. თუმცა, განმარტებით ბარათში არ არის დაკონკრეტებული, რამდენ კომპანიას შეეხება შეღავათი და რა ზარალს მიიღებს სახელმწიფო ბიუჯეტი.
სტუდია "მონიტორის" გამოძიებაში ვკითხულობთ, რომ იმპორტირებული სიგარეტზე აქციზის გადასახადი 85 თეთრით გაიზარდა (1.30-დან 2.75 ლარამდე). ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე კი 60 თეთრით შემცირდა (1.9-დან 1.3 ლარამდე).
ფაქტობრივად, სიგარეტის ადგილობრივი წარმოება საქართველოში მხოლოდ ერთ კომპანიას — "თბილისის თამბაქოს" უკავშირდება, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის ოჯახს ეკუთვნის და ბოლო წლებში მრავალმილიონიან მოგებას აფიქსირებს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ პროდუქციაზე გადასახადი შემცირდა, ბაზარზე ფასები მაინც გაიზარდა.
ვინ არის ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი?
ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ოჯახის საკუთრება შპს "თბილისის თამბაქოა". აქციების 50-50%-იან წილებს მისი შვილები, მიხეილ და ნათია ჩხარტიშვილები ინაწილებენ.
ფინანსური ანგარიშებიდან ჩანს, რომ კომპანიის შემოსავლები მაღალია — 2022 წელი: 19,7 მილიონი ლარი წმინდა მოგება დააგროვა, 2023 წელი — 11.7 მილიონი ლარი, 2024 წელს — 14.7 მილიონი ლარი.
სტუდია მონიტორის განცხადებით, ვანო ჩხარტიშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენია.
"ჩხარტიშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებს, იყო სახელმწიფო მინისტროს მოადგილე და ეკონომიკის მინისტრი, შემდეგ კი მე-6 მოწვევის (2004-2008) პარლამენტის წევრი. მისი სახელი დაკავშირებულია მედიაში გავრცელებულ რამდენიმე სკანდალთან," — ვკითხულობთ სტატიაში.
გარდა სიმდიდრისა, ჩხარტიშვილმა ბიძინა ივანიშვილის გულის მოგებაც შეძლო — "ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი ანგარიში გამიწია ნებისმიერი ბიზნესმენისგან განსხვავებით და ყველაზე მეტად დაიხია უკან, რისთვისაც მე მადლიერებას გამოვხატავ" — ამ სიტყვებით ახასიათებს ივანიშვილი ჩხარტიშვილს 2018 წელს.
სტუდია მონიტორის სრული გამოძიება იხილეთ აქ.
-
ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა ღამით სოჭზე საზღვაო დრონებით შეტევა განხორციელდა
გადახედვა
-
სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს სურსათის ეროვნული სააგენტო წელს 1645 საჯარო და 241 კერძო საბავშვო ბაღის შემოწმებას გეგმავს
გადახედვა
-
თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად თიბისის ონლაინგანათლების პროგრამები — სწორი ადგილი მოთხოვნადი პროფესიების შესასწავლად
-
წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს წიგნის ასოციაცია განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს
გადახედვა
-
აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია აზერბაიჯანში საბაგიროს ჩამოვარდნას ორი ახალგაზრდა ემსხვერპლა, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა — მედია
გადახედვა
-
ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება ალექსი თირქია: ჩემი თავის ქალა შეიძლება აღდგეს, მაგრამ ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია პენიტენციური სამსახური: თამაზ ელიზბარაშვილი არა სამარტოო, არამედ მოშიმშილეთა საკანშია
გადახედვა
-
საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება საქართველოს ეკლესია წმინდა გაბრიელ ურგებაძის სახელის რუსული სამხედრო რაზმისთვის გამოყენებას ემიჯნება
გადახედვა
-
Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo Apple-მა პირველი დასაკეცი აიფონი წარადგინა — აი, როგორია iPhone Duo
გადახედვა
-
აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით აი, როგორია ახალი iPhone 18 Pro და რა შეიცვალა წინა მოდელთან შედარებით
გადახედვა
-
ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები ჰაკერებს LG-ს ტელევიზორებიდან თეორიულად ხალხის მოსმენა შეუძლიათ — კვლევის შედეგები
გადახედვა
-
რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო რობოტი მალე საოჯახო საქმეებს შეასრულებს? — ჩინურმა Xpeng-მა ჰუმანოიდების მასობრივი წარმოება დაიწყო
გადახედვა
-
ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ ბრიტანეთმა შეიძლება Apple და Google აიძულოს, მოზარდთა ტელეფონებში ინტიმური ფოტოები აკრძალონ
გადახედვა
-
ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ფილტვის სიმსივნის მქონე ადამიანთა ქსოვილებში დიდი რაოდენობით მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა ტრამპმა გასულ წელს ნატალი ჰარპსა და 2 თანაშემწეს $45 000-ის ფულადი საჩუქრები გადასცა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო მიხეილ ყაველაშვილი ნორვეგიის მეფის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო
გადახედვა
-
ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს ასტრონომებმა ნეპტუნის მიღმა 27 ახალი კოსმოსური ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა ბათუმიდან აფრენილი ვერტმფრენი თურქეთის სანაპიროსთან ზღვაში ავარიულად დაეშვა
გადახედვა
-
ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ მარტა კოსის განცხადება კანდიდატი ქვეყნებისთვის ტრამპის ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას ნიშნავს
გადახედვა
-
Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი Dexter: Resurrection-ის მე-2 სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია — იხილეთ თიზერი
გადახედვა
-
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ასრულებს
კომენტარები